აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 06/06/1978
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ხმა, 27, 06/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
06/06/1978
აფხაზეთის ხმა, 27, 06/07/2001
000000000.00(0).000.000000
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/07/2001 - 08/12/2000)

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია

 

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხალხი, რომელიც ხელმძღვანელობს მეცნიერული კომუნიზმის იდეებით და თავის თავს თვლის მთელი საბჭოთა ხალხის განუყოფელ ნაწილად, სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად იღებს და საქვეყნოდ აცხადებს ამ კონსტიტუციას.

I. აფხაზეთის ასსრ საზოგადოებრივი წესწყობილებისა და პოლიტიკის საფუძვლები

თავი 1

პოლიტიკური სისტემა

    მუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არის სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო,

    მუხლი 2

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მთელი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ხალხი სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს სახალხო დეპუტატთა საბჭოების მეშვეობით, რომლებიც აფხაზეთის ასსრ პოლიტიკურ საფუძველს შეადგენენ.

ყველა სხვა სახელმწიფო ორგანო ექვემდებარება სახალხო დეპუტატთა საბჭოების კონტროლს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.

მუხლი 3

საბჭოთა სახელმწიფოს ორგანიზაციასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპი - ქვემოდან ზემოთ სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს არჩევითობა, მათი ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე, ქვემდგომი ორგანოებისათვის ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა. დემოკრატიული ცენტრალიზმი ერთიან ხელმძღვანელობას უხამებს ადგილობრივ ინიციატივასა და შემოქმედებითს აქტიურობას, თითოეული სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას დაკისრებული საქმისათვის.

მუხლი 4

საბჭოთა სახელმწიფო და მისი ყველა ორგანო მოქმედებენ სოციალისტური კანონიერების საფუძველზე, უზრუნველყოფენ მართლწესრიგის, საზოგადოების ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თანამდებობის პირნი მოვალენი არიან იცავდნენ სსრ კავშირის კონსტიტუციას, საქართველოს სსრ კონსტიტუციას, აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას და საბჭოთა კანონებს.

მუხლი 5

სახელმწიფო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები საყოველთაო-სახალხოდ განიხილება, აგრეთვე გადაეცემა საყოველთაო-სახალხო კენჭისყრისათვის (რეფერენდუმისათვის).

მუხლი 6

საბჭოთა საზოგადოების ხელმძღვანელი და წარმმართველი ძალა, მისი პოლიტიკური სისტემის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბირთვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ხალხისათვის არსებობს და ხალხს ემსახურება.

მარქსისტულ-ლენინური მოძღვრებით შეიარაღებული კომუნისტური პარტია განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების გენერალურ პერსპექტივას, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გეზს, ხელმძღვანელობს საბჭოთა ხალხის დიად აღმშენებლობითს საქმიანობას, გეგმაზომიერ, მეცნიერულად დასაბუთებულ ხასიათს ანიჭებს მის ბრძოლას კომუნიზმის გამარჯვებისათვის.

ყველა პარტიული ორგანიზაცია მოქმედებს სსრ კავშირის კონსტიტუციის ფარგლებში.

მუხლი 7

პროფესიული კავშირები, სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები თავიანთი საწესდებო ამოცანების შესაბამისად მონაწილეობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში, პოლიტიკური, სამეურნეო და სოციალურ-კულტურული საკითხების გადაწყვეტაში.

მუხლი 8

შრომითი კოლექტივები მონაწილეობენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა განხილვასა და გადაწყვეტაში, წარმოებისა და სოციალური განვითარების დაგეგმვაში, კადრების მომზადებასა და განაწილებაში, საწარმოთა და დაწესებულებათა მართვის, შრომისა და ყოფაცხოვრების პირობების გაუმჯობესების, იმ სახსრების გამოყენების საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც განკუთვნილია წარმოების განვითარებისათვის, აგრეთვე სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და მატერიალური წახალისებისათვის.

შრომითი კოლექტივები ავითარებენ სოციალისტურ შეჯიბრებას, ხელს უწყობენ მუშაობის მოწინავე მეთოდების გავრცელებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას; თავიანთ წევრებს ზრდიან კომუნისტური ზნეობის სულისკვეთებით, ზრუნავენ მათი პოლიტიკური შეგნებულობის, კულტურისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

 მუხლი 9

საბჭოთა საზოგადოების პოლიტიკური სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებაა სოციალისტური იდეის შემდგომი გაფართოება: მოქალაქეთა სულ უფრო ფარო მონაწილეობა სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმეთა მართვაში, სახელმწიფო აპარატის სრულყოფა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობის ამაღლება, სახალხო კონტროლის გაძლიერება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლის განმტკიცება, საჯაროობის გაფართოება, საზოგადოებრივი აზრის მუდამ გათვალისწინება.

თავი 2

ეკონომიკური სისტემა

მუხლი 10

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური სისტემის საფუძველს შეადგენს წარმოების საშუალებათა სოციალისტური საკუთრება სახელმწიფო (საერთო-სახალხო) და საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების ფორმით.

სოციალისტური საკუთრებაა, აგრეთვე, პროფკავშირულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ქონება, რომელიც მათ საწესდებო ამოცანების განსახორციელებლად სჭირდებათ.

სახელმწიფო იცავს სოციალისტურ საკუთრებას და ქმნის მისი შემდგომი ზრდის პირობებს.

არავის არა აქვს უფლება პირადი გამორჩენის და სხვა ანგარებითი მიზნით გამოიყენოს სოციალისტური საკუთრება.

მუხლი 11

სახელმწიფო საკუთრება მთელი საბჭოთა ხალხის საერთო კუთვნილება, სოციალისტური საკუთრების ძირითადი ფორმაა.

მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას შეადგენს: მიწა, მისი წიაღი, წყალი, ტყე, სახელმწიფოს ეკუთვნის წარმოების ძირითადი საშუალებანი მრეწველობაში, მშენებლობაში და სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ბანკები, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სავაჭრო, კომუნალური და სხვა საწარმოების ქონება. ძირითადი საქალაქო საბინაო ფონდი, აგრეთვე სახელმწიფო ამოცანათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა ქონება.

მუხლი 12

კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების საკუთრებაა წარმოების საშუალებანი და სხვა ქონება, რომელიც სჭირდებათ მათ საწესდებო ამოცანების განხორციელებისათვის.

მიწა, რომელიც კოლმეურნეობებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უსასყიდლო და უვადო სარგებლობისათვის.

სახელმწიფო ხელს უწყობს საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების განვითრებას და მის დაახლოებას სახელმწიფო საკუთრებასთას.

კოლმეურნეობები, ისევე, როგორც სხვა მიწათმოსარგებლენი, ვალდებული არიან ეფექტიანად იყენებდნენ მიწას, უფრთხილდებოდნენ მას, ზრდიდნენ მის ნაყოფიერებას.

მუხლი 13

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეების პირადი საკუთრების საფუძველს შეადგენს შრომითი შემოსავალი. პირადი საკუთრება შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, პირადი მოხმარების, კეთილმოწყობისა და დამხმარე საოჯახო მეურნეობის საგნები, საცხოვრებელი სახლი და შრომითი დანაზოგი. მოქალაქეთა პირად საკუთრებას და მისი მემკვიდრეობის უფლებას სახელმწიფო იცავს.

მოქალაქეებს შეიძლება სარგებლობისათვის ჰქონდეთ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათ კანონით დადგენილი წესით ეძლევათ დამხმარე მეურნეობის გაძღოლისათვის (კერძოდ, პირუტყვისა და ფრინველის საყოლად), მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის, აგრეთვე ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის. მოქალაქენი ვალდებულნი არიან რაციონალურად გამოიყენონ მათთვის მიცემული მიწის ნაკვეთები. სახელმწიფო და კოლმეურნეობები ხელს უწყობენ მოქალაქეებს დამხმარე მეურნეობის გაძღოლაში.

ქონება, რომელიც პირად საკუთრებად ან სარგებლობისათვის აქვთ მოქალაქეებს, არ შეიძლება იყოს არაშრომითი შემოსავლის წყარო და გამოყენებულ იქნეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.

მუხლი 14

საზოგადოებრივი სიმდიდრის ზრდის, ხალხისა და თითოეული საბჭოთა ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესების წყაროა საბჭოთა ადამიანების შრომა, რომელიც თავისუფალია ექსპლოატაციისაგან.

შესაბამისად სოციალიზმის პრინციპისა: „თითოეულისაგან - უნარის მიხედვით, თითოეულს - შრომის მიხედვით“, სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს  შრომისა და მოხმარების ოდენობისადმი. იგი განსაზღვრავს დასაბეგრი შემოსავლის გადასახადის ოდენობას.

საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა და მისი შედეგები განსაზღვრავენ ადამიანის მდგომარეობას საზოგადოებაში. სახელმწიფო ერთმანეთს უხამებს მატერიალურ და მორალურ სტიმულებს, ახალისებს ნოვატორობას, შრომისადმი შემოქმედებითს დამოკიდებულებას და ამით ხელს უწყობს იმას, რომ შრომა პირველ სასიცოცხლო მოთხოვნილებად გადაექცეს ყოველ საბჭოთა ადამიანს.

მუხლი 15

სოციალიზმის დროს საზოგადოებრივი წარმოების უზენაესი მიზანია რაც შეიძლება სრულად დააკმაყოფილოს ადამიანთა მზარდი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილება.

სახელწმიფო ეყრდნობა მშრომელთა შემოქმედებითს აქტიურობას, სოციალისტურ შეჯიბრებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევებს, სრულყოფს ეკონომიკისადმი ხელმძღვანელობის ფორმებსა და მეთოდებს და ამით უზრუნველყოფს შრომის ნაყოფიერების ზრდას, წარმოების ეფექტიანობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლებას, სახალხო მეურნეობის დინამიკურ, გეგმაზომიერ და პორპორციულ განვითარებას.

მუხლი 16

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკა შემადგენელი ნაწილია საქართველოს სსრ ეკონომიკის, ერთიანი სახალხო-სამეურნეო კომპლექსისა, რომელიც სსრ კავშირის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წარმოების, განაწილებისა და გაცვლის ყველა რგოლს მოიცავს.

ეკონომიკის ხელმძღვანელობა ხორციელდება ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების საფუძველზე, დარგობრივი და ტერიტორიული პრინციპების გათვალისწინებით, ისეთ პირობებში, როცა ცენტრალიზებული მართვა შეხამებულია საწარმოების, გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციების სამეურნეო დამოუკიდებლობასთან და ინიციატივასთან. ამასთან აქტიურად გამოიყენება სამეურნეო ანგარიში, მოგება, თვითღირებულება, სხვა ეკონომიკური ბერკეტები და სტიმულები.

მუხლი 17

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში კანონის შესაბამისად ნებადართულია ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა შინამრეწველურ-ხელოსნური სარეწების, სოფლის მეურნეობის, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში, აგრეთვე საქმიანობის სხვა სახეობანი, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა პირად შრომაზე. სახელმწიფო აწესრიგფებს ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას, უზრუნველყოფს მის გამოყენებას საზოგადოების ინტერესებისთვის.

მუხლი 18

ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისათვის აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ხორციელდება საჭირო ღონისძიებანი მიწისა და მისი წიაღის, წყლის რესურსების, მცენარეული და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური გამოყენების მიზნით, ჰაერისა და წყლის სისუფთავის შესანარჩუნებლად, ბუნებრივ სიმდიდრეებთამ აღდგენა-გამრავლებისა და ადამიანის გარემომცველი ბუნების გაუმჯობესების მიზნით.

თავი 3

სოციალური განვითარება და კულტურა

მუხლი 19

აფხაზეთის ასსრ სოციალურ საფუძველს შეადგენს მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის ურღვევი კავშირი.

სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოების სოციალური ერთგვაროვნობის გაძლიერებას - კლასობრივი განსხვავებების, ქალაქსა და სოფელს, გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის არსებითი განსხვავების მოსპობას, სსრ კავშირის ყველა ერისა და ეროვნების ყოველმხრივ განვითარებასა და დაახლოებას.

მუხლი 20

შესაბამისად კომუნისტური იდეალისა - „თითოეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარების პირობაა“, სახელმწიფო მიზნად ისახავს გააფართოოს რეალური შესაძლებლობანი მოქალაქეთა მიერ თავიანთი შემოქმედებითი ძალების, უნარისა და ნიჭის გამოყენებისათვის, პიროვნების ყოველმხრივი განვითარებისათვის.

მუხლი 21

სახელმწიფო ზრუნავს შრომის დაცვისა და პირობების გაუმჯობესებისათვის, მისი მეცნიერული ორგანიზაციისათვის, მძიმე ფიზიკური შრომის შემცირებისა, მერე კი მისი მთლიანად განდევნისათვის სახალხო მეურნეობის ყველა დარგში საწარმოო პროცესთა კონპლექსური მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საფუძველზე.

მუხლი 22

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში თანამიმდევრულად ხორციელდება პროგრამა, რომლის მიზანია სასოფლო-სამეურნეო შრომა გადაიქცეს ინდუსტრიული შრომის ნაირსახეობად: გაფართოვდეს სოფლად სახალხო განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კომუნალური მეურნეობის დაწესებულებათა ქსელი; გარდაიქმნას სოფლები კეთილმოწყობილ დაბებად.

მუხლი 23

შრომის ნაყოფიერების ზრდის საფუძველზე სახელმწიფო განუხრელად ახორცეილებს კურსს, რომ აამაღლოს შრომის ანაზგაურების დონე, მშრომელთა რეალური შემოსავალი.

საბჭოთა ადამიანების მოთხვნილებების უფრო სრულად დაკმაყოფილების მიზნით იქმნება მოხმარების საზოგადოებრივი ფონდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების ფართო მონაწილეობით. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ფონდების ზრდას და სამართლიან განაწილებას.

მუხლი 24

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მოქმედებს და ვითარდება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო სისტემები.

სახელმწიფო ხელს უწყობს კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მოსახლეობის მომსახურების ყველა სფეროში. იგი ხელს უწყობს მასობრივი ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას.

მუხლი 25

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში არსებობს და იხვეწება სახალხო განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ზოგადსაგანამანათლებლო პროფესიულ მომზადებას, ემსახურება ახალგაზრდობის კომუნისტურ აღზრდას, სულიერ და ფიზიკურ განვითარებას, ამზადებს მას შრომისა და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

მუხლი 26

საზოგადოების მოთხოვნილებათა შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს მეცნიერების გეგმაზომიერ განვითარებას და მეცნიერული კადრების მომზადებას, ორგანიზაციას უწევს მეცნიერილი კვლევის შედეგების დანერგვას სახალხო მეურნეობასა და ცხოვრების სხვა სფეროებში.

მუხლი 27

სახელმწიფო ზრუნვას იმისათვის, რომ დაიცვას, ამარავლოს და ფართოდ გამოიყენოს სულიერი ღირებულებანი საბჭოთა ადამიანობის ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდისათვის, მათი კულტურული დონის ასამაღლებლად.

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ყოველნაირად ეწყობა ხელი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური მხატვრული შემოქმედების განვითარებას.

II. სახელმწიფო და პიროვნება

თავი 4

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეობა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა

მუხლი 28

 სსრ კავშირში დაწესებული ერთიანი საკავშირო მოქალაქეობის შესაბამისად აფხაზეთის ასსრ ყოველი მოქალაქე საქართველოს სსრ და სსრ კავშირის მოქალაქეა.

საბჭოთა მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვის საფუძველს და წესს განსაზღვრავს კანონი სსრ კავშირის მოქალაქეობის შესახებ.

საქართველოს სსრ და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქეები აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე სარგებლობენ აფხაზეთის ასსრ მოქალაქეთა თანაბარი უფლებებით.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეები საზღვარგარეთ სარგებლობენ საბჭოთა სახელმწიფოს დაცვითა და მფარველობით.

მუხლი 2 9

აფხაზეთის ასსრ მოქალაქენი თანასწორი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების , საქმი ანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებების მიუხედავად.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა უზრუნველყოფილია ეკონომიური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა დარგში.

მუხლი 30

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ქალსა და მამაკაცს თანასწორი უფლებები აქვთ.

ამ უფლებათა განხორციელებას უზრუნველყოფს ქალებისათვის მამაკაცების თანასწორ შესაძლებლობათა მინიჭება, განათლებისა და პროფესიული მომზადების მიღებაში, შრომასა და მის ანაზღაურებაში, სამუშაოზე დაწინაურებაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში, აგრეთვე სპეციალური ღონისძიებანი ქალის შრომისა და ჯანმრთელობის დასაცავად; ისეთი შექმნა, რომლებიც საშუალებას აძლევენ ქალებს შრომას შეუხამონ დედობას; დედათა და ბავშვთა სამართლებრივი დაცვა, მატერიალური და მორალუირ მხარდაჭერა, მათ შორის ორსული ქალებისა და დედებისათვის ფასიანი შვებულებებისა და სხვა შეღავათების მიცემა, მცირეწლოვან ბავშვთა დედების სამუშაო დროის თანდათან შემცირება.

მუხლი 31

 აფხაზეთის ასსრ სხვადასხვა რასისა და ეროვნების მოქალაქეებს თანასწორი უფლებები აქვთ.

ამ უფლებათა განხორციელებას უზრუნველყოფს სსრ კავშირის ყველა ერისა და ეროვნების ყოველმხრივი განვითარებისა და დაახლოების პოლიტიკა, მოქალაქეთა აღზრდა საბჭოთა პატრიოტიზმისა და სოციალისტური ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით, დედაენისა და სსრ კავშირის სხვა ხალხთა ენების გამოყენების შესაძლებლობა.

მოქალაქეთა უფლებების ყოველგვარი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეზღუდვა, რასობრივი და ეროვნული ნიშნების მიხედვით მოქალაქეთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი უპირატესობის დაწესება, ისევე როგორც რასობრივი ან ეროვნული განსაკურებულობის, შუღლისა ან უგულებელყოფის ყოველგვარი ქადაგება, _ კანონით ისჯება.

მუხლი 32

უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში გარანტირებული აქვთ კანონით გათვალისწინებული უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის იმის უფლება, რომ მიმართონ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს მათი პირადი, ქონებრივი, ოჯახური და სხვა უფლებების დასაცავად.

აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქლაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირნი მოვალენი არიან პატივი სცენ სსრ კავშირის კონსტიტუციას, საქართველოს სსრ კონსტიტუციას, აფხაზეთის ასსრ კონტიტუციას და დაიცვან საბჭოთა კანონები.

თავი 5

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეთა ძირითადი უფლებანი, თავისუფლებანი და მოვალეობანი

მუხლი 33

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს სრულად აქვთ მინიჭებული სოციალუ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გამოცხადებული და გარანტირებულია სსრ კავშირის კონსტიტუციით, საქართველოს სსრ კონსტიტუციით, აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციით და საბჭოთა კანონით. სოციალისტური წესწყობილება უზრუნვეყოფს მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა გაფართოებას, მათი ცხოვრების პირობების განუწყვეტელ გაუმჯობესებას სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროგრამების შესრულების კვალობაზე.

მოქალაქეთა მიერ უფლებებისა და თავისუფლების გამოყენება არ უნდა ვნებდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, სხვა მოქალაქეთა უფლებებს.

მუხლი 34

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ შრომის უფლება, ანუ უფლება მიიღონ გარანტირებული სა მუშაო შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისი ანაზღაურებით, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, - მათ შორის უფლება - აირჩიონ პროფესია, საქმიანობისა და სამუშაოს სახეობა მოწოდების, უნარის, პროფესიული მომზადების, განათლების შესაბამისად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.

ამ უფლებას უზრუნველყოფს მეურნეობის სოციალისტური სისტემა, საწარმოო ძალების განუხრელი ზრდა, უფასო პროფესიული სწავლება, შრომითი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალ სპეციალობათა სწავლება, პროფესიული ორიენტაციისა და შრომითი მოწყობის სისტემათა განვითარება.

მუხლი 35

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ დასვენების უფლება.

ამ უფლებას უზრუნველყოფს მუშა-მოსამსახურეთათვის არაუმეტეს 41_საათიანი სამუშაო კვირის დაწესება და მთელი რიგი პროფესიებისა და წარმოებებიბასთვის დადგენილი შემცირებული სამუშაო დღე, ღამით მუშაობის შემცირებული ხანგრძლივობა; ყოვეწლიური ხელფასიანი შვებულებების მიცემა, ყოველკვირეული დასვენების დღეები, აგრეთვე კულტურულ-საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა, ქსელის გაფართოება, მასობრივი სპორტის, ფიზიკური კულტურისა და ტურიზმის განვითარება; საცხოვრებელ ადგილზე დასვენების ხელშემწყობი შესაძლებლობებისა და თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების სხვა პირობების შექმნა.

კოლმეურნეთა სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობას აწესრიგებენ კოლმეურნეობები.

მუხლი 36

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ ჯ ნმრთელობის დაცვის უფლება .

ამ უფლებას უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დაწესებულებათა მიერ გაწეულ უფასო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება; მოქალქეთა სამკურნალო და ჯანმრთელობის გასაკაჟებელ დაწესებულებათა ქსელის გაფართოება; უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარის განვითარება და სრულყოფა; ფართო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება; გარემოს გაჯანსაღების ღონისძიებანი; განსაკუთრებული ზრუნვა მოზარდი თაობის ჯანმრთელობისათვის, კერძოდ - აკრძალვა ბავშვთა შრომისა, რომელიც დაკავშირებული არ არის სწავლებასა და შრომითს აღზრდასთან; დაავადებათა თავიდან აცილებისა და შემცირების, მოქალქეთა ხანგრძლივი აქტიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად მეცნიერული კვლევის განვითარება.

მუხლი 37

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს სიბერეში, ავადმყოფობის, შრომის უნარის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში აქვთ ამტერიალური უზრუნველყოფის უფლება.

ამ უფლებას უზრუნველყოფს მუშების, მოსამსახურეებისა და კოლმეურნეების სოციალური დაზღვევა, დახმარება დროებითი შრომიუუნარობის გამო; პენსიები ასაკის, ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო, რომლებიც გაიცემა სახელმწიფოსა და კოლმეურნეობების ხარჯზე; იმ მოქალქეთა სრომითი მოწყობა, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს შრომის უნარი; ზრუნვა ღრმადმოხუცებულ მოქალაქეეებსა და ინვალიდებზე; სოციალური უზნრუველყოფის სხვა ფორმები.

მუხლი 38

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ ბინის უფლება.

ამ უფლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის განვითარება და დაცვა, კოოპერაციული და ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის ხელშეწყობა, კეთილმოწყობილი ბინების მშნებლობის პროგრამის განხორციელების კვალობაზე გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის სამართლიანი განაწილება საზოგადოებრივი კონტროლის გაწევით, აგრეთვე ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახდელის სიმცირე. აფხაზეთის ასსრ მოქალაქენი მოვალენი არიან გაუფრთხილდნენ მათთვის მიცემულ ბინას.

მუხლი 39

აფხაზეთისს ასსრ მოქალაქეებს აქვთ განათლების უფლება.

ამ უფლებას უზრუნველყოფს ყველა სახეობის უფასო განათლება, ახალგაზრდობის საყოველთაო-სავალდებულო საშუალო განათლების განხორციელება, პროფესიულ-ტექნიკური, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების ფართოდ განვითარება ცხოვრებასთან და წარმოებასთან სწავლების კავშირის საფუძველზე; დაუსწრებელი და საღამოს განათლების განვითარება; სახელმწიფო სტიპენდიებისა და შღავათების მიცემა მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის; სასკოლო სახელმძღვანელოების უფასო გაცემა, სკოლაში დედაენაზე სწავლის შესაძლებლობა; თვითგანათლების პირობების შექმნა.

მუხლი 40

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ კულტური მიღწევებით სარგებლობის უფლება.

ამ უფლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდებში არსებული სამამულო და მსოფლიო კულტურის ღიებულებათა საყოველთაო მისაწვდომობა; რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარება და თანაბარზომიერი განლაგება; ტელევიზიისა და რადიოს, წიგნის გამოცემის საქმისა და პერიოდული პრესის, უფასო ბიბილიოთეკების ქსელის განვითარება; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან კულტურული გაცვლის გაფართოება.

მუხლი 41

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს კომუნისტური მშენებლობის მიზნების შესაბამისად გარანტირებული აქვთ მეცნიერული, ტექნიკური და მხატვრული შემოქმედების თავისუფლება. ამას უზრუნველყოფს მეცნიერული კვლევის, საგამომგონებლო და რაციონალიზატორული საქმიანობის ფართოდ გაშლა, ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარება. სახელმწიფო ქმნის საამისოდ საჭირო მატერიალ პირობებს, მხარს უჭერს ნაბყოფლობითს საზოგადოებებსა და შემოქმედებითს კავშირებს , ორგანიზაციას უწევს გამოგონებათა და რაციონალიზატორულ წინადადებათა დანერგვას სახალხო მეურნეობასა და ცოხვრების სხვა სფეროებში.

ავტორთა, გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა უფლებებს სახელმწიფო იცავს.

მუხლი 42

აფხაზაეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში, საერთო - სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის კანონებისა და გადაწყვეტილებების განხლვასა და მიღებაში.

ამ უფლებას უზრუნველყოფს შესაძლებლობა აირჩიონ და არჩეულ იქნენ სახალხო დეპუტატთა საბჭოებსა და სხვა არჩვითს სახელმწიფო ორგანოებში, მონაწილეობა მიიღონ საყოველთაო-სახალხო განხილვასა და კენჭისყრაში, სახალხო კონტროლში, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოების მუშაობაში, შრომითს კოლექტივებსა და საცხოვრებელ ადგილას გამართულ კრებებში.

მუხლი 43

აფხაზეთის ასსრ ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება შეიტანოს სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში წინადადებანი მათი საქმინობის გაუმჯობესების შესახებ, გააკრიტიკოს მუშაობაში არსებული ნაკლოვანებანი.

თანამდებობის პირნი მოვალენი არიან დადგენილ ვადაში აგანიხილონ მოქალაქეთა წინადადებანი და განცხადებანი, გასცენ მათ პასუხი და მიიღონ საჭირო ზომები.

კრიტიკისათვის დევნა აკრძალულია. კრიტიკისათვის მდევნელი პირნი პასუხისგებაში მიეცემიან.

მუხლი 44

ხალხის ინტერესების შესაბამისად და სოციალისტური წყობილების განმტკიცება-განვითარების მიზნით აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ სიტყვის, ბეჭდვითი სიტყვის, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების თავისუფლება.

ამ პოლიტიკურ თავისუფლებათა განხორციელებას უზრუნველყოფს მშრომელებისა და მათი ორგანიზაციებისათვის საზოგადოებრივი შენობების, ქუჩებისა და მოედნების დათმობა, ინფორმაციის ფართო გავრცელება, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს გამოყენების შესაძლებლობა.

მუხლი 45

კომუნისტური მშნებლობის მიზნების შესაბამისად აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ უფ ება გაერთიანდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებად, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკური აქტიურობისა და თვითმოქმედების განვითარებას, მათი მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილებას.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გარანტირებული აქვთ პირობები თავიანთი საწესედებო ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის.

მუხლი 46

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ სინდისის თავისუფლება, ანუ უფლება-აღიარებდნენ ნებისმიერ რელიგიას ან არ აღიარებდნენ არავითარ რელიგიას, ასრულებდნენ რელიგიურ კულტებს ან ეწეოდნენ ათეისტურ პროპაგანდას. შუღლისა და სიძულვილის გაღვივება რელიგიურ რწმენასთან დაკავშრირებით აკრძალულია.

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ეკლესია განუყოფელია სახელმწიფოსაგან და სკოლა - ეკლესიისაგან.

მუხლი 47

ოჯახს სახელმწიფო იცავს.

ქორწინება საფუძვლად უდევს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი თანხმობა; მეუღლეების სავსებით თანასწორუფლებიანი არიან ოჯახურ ურთიერთობაში.

სახელმწიფო ზრუნავს ოჯახისათვის იმით, რომ ქმნის და ავითარებს საბავშვო დაწესებულებათა ფართო ქსელს, აწყობს და სრულწოფს საყოფაცხოვრებო მომსახურებას და საზოგადოებრივ კვებას, გასცემს დახმარებას ბავშვის დაბადების გამო, აძლევს მრავალშვილიან ოჯახებს დახმარებასა და შეღავათებს, აგრეთვე უწევს ოჯახს სხვა დახმარებასა და შემწეობას.

მუხლი 48

აფხაზეთის ასსრ მოქალქეებს გარანიტირებული აქვთ პიროვნების ხელშეუხებლობა. არ შეიძლება ვისიმე დაპატიმრება ისე, თუ არ იქნა საფუძველი - სასამართლოს გადაწყვეტილება ან პროკურორის სანქცია.

მუხლი 49

აფხაზეთის ასსრ მოქალქეებს გარანტირებული აქვთ ბინის ხეშეუხებლობა. არავის არა აქვს უფლება კანონიერი საფუძვლის უქონლად შევიდეს ბინაში იქ მცხოვრებ პირთა ნების საწინააღმდეგოდ.

მუხლი 50

მოქალაქეთა პირად ცხოვრებას, მიმოწერის, სატელეფონო საუბრებისა და სატელეფონო შ ტყობინების საიდუმლოს კანონი იცავს.

მუხლი 51

მოქალაქეთა პიროვნების პატივისცემა, მის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ყველა სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და თანამდებობის პირის მოვალეობაა.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ პატიოსნებისა და ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, პირადი თავისუფლებისა და ქონების ხელყოფისაგან სასამართლო დაცვის უფლება.

მუხლი 52

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ თანამდებობის პირების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მოქმედება. საჩივრები განხილულ უნდა იქნეს კანონით დადგენილ წესით და განსაზღვრულ ვ დებში.

თანამდებობის პირთა მოქმედება, რომლებიც არღვევს კანონს, ამეტებს უფლებამოსილებას, ბღალავას მოქალაქეთა უფლებას, შეიძლება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებს აქვთ უფლება აინაზღაურონ ზარალი, რომელიც უკანონო მოქმედებით მიაყენეს მათ სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე თანამდებობის პირებმა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

მუხლი 53

უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება განუყოფელია მოქალაქის მიერ თავის მოვალეობათა შესრულებისაგან.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქე ვალდებულია იცავდეს სსრ კავშირის კონსტიტუციას, საქართველოს სსრ კონსტიტუციას, აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციასა და საბჭოთა კანონებს, პატივს სცემდეს სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს, ღირსეულად ატარებდეს საბჭოთა მოქალაქის მაღალ წოდებას.

მუხლი 54

აფხაზეთის ასსრ თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქის მოვალეობა და ღირსების საქმეა კეთილსინდისიერად შრომობდეს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის არჩეულ დარგში, იცავდეს შრომის დისციპლინას. საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისათვის თავის არიდება შეუთავსებელია სოციალისტური საზოგადების პრიციპებთან.

მუხლი 55

აფხაზეთის ასსრ მოქალაქე მოვალეა უფრთხილდებოდეს და განამტკიცებდეს სოციალისტურ საკუთრებას. აფხაზეთის ასსრ მოქალაქის ვალია ებრძოდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დატაცებასა და მფლანგველობას, უფრთხილდებოდეს სახალხო დოვლათს.

სოციალისტური საკუთრების ხელმყოფი პირები ისჯებიან კანონის მიხედვით.

მუხლი 56

აფხაზეთის ასსრ მოქალაქე მოვალეა იცავდეს საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესებს, ხელ უწყობდეს მისი ძლიერებისა და ავტორიტეტის განმტკიცებას.

სოციალისტური სამშობლოს დაცვა აფხაზეთის ასსრ თითოეული მოქალაქის წმიდათაწმიდა ვალია.

სამშობლოს ღალატი უმძიმესი დანაშაულია ხალხის წინაშე.

მუხლი 57

სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში სამხედრო სამსახური აფხაზეთის ასსრ მოქალაქეების საპატიო მოვალეობაა.

მუხლი 58

აფხაზეთის ასსრ თითოეული მოქალაქის მოვალეობაა პატივს სცემდეს სხვა მოქალაქეთა ეროვნულ ღირსებას, განამტკიცებდეს საბჭოთა მრავალეროვანი სახელმწიფოს ერთა და ეროვნებათა მეგობრობას.

მუხლი 59

აფხაზეთის ასსრ მოქალაქე პატივს სცემდეს სხვა პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, შეურიგებელი იყოს ანტისაზოგადოებრივი საქციელისადმი, ყოველნაირად უწყობდეს ხელს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

მუხლი 60

აფხაზეთის ასსრ მოქალაქენი მოვალენი არიან ზრუნავდნენ შვილების აღზრდისათვის, ამზადებდნენ მათ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისათვის, ზრდიდნენ სოციალისტური საზოგადოების ღირსეულ წევრებად. შვილები მოვალენი არიან ზრუნავდნენ მშობლებისათვის და ეხმარებოდნენ მათ.

მუხლი 61

აფხაზეთის ასსრ მოქალაქენი მოვალენი არიან უფრთხილდებოდნენ ბუნებას, იცავდნენ მის სიმდიდრეებს.

მუხლი 62

ისტორიული ძეგლებისა და სხვა კულტურულ ღირებულებთა დაცვა-შენა ხვისათვის ზრუნვა აფხაზეთის ასსრ მოქალაქეთა მოვალეობაა.

მუხლი 63

აფხაზეთის ასსრ მოქალაქის ინტერნაციონალური მოვალეობაა ხელს უწყობდეს სხვა ქვეყნების ხალხებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებას, საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

III. აფხაზეთის ასსრ ეროვნულ-სახელმწიფო და ადმინისტრაიულ-ტერიტორიული წყობილება

თავი 6

აფხაზეთის ასსრ ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს სსრ შემადგენლობაში

მუხლი 64

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არის საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფო, რომელიც შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ უფლებების ფარგლებს გარეთ აფხაზეთის ასსრ დამოუკიდებლად სწყვეტს საკითხებს, რომლებიც მის უფლებამოსილებაში შედის.

მუხლი 65

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე.

მუხლი 66

 აფხაზეთის ასს რესპუბლიკის გამგებლობას მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით ექვემდებარება:

1) აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებათა შეტანა; მისი შესრულებისადმი კონტროლი;

2) აფხაზეთის ასსრ კანონმდებლობა;

3) სახელმწიფო წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

4) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური (ასსრ) და ადგილობრივი ორგანოების ორგანიზაციისა და საქმიანობის წესის დადგენა;

5) ერთიანი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება; აფზეხეთის ასსრ ეკონომიკის ხელმძღვანელობა; მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელება;

6) აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება და დამტკიცება, მათი შესრულების ანგარიშის დამტკიცება, რესპუბლიკური (ასსრ) დაქვემდებარების რაიონებისა და ქალაქების ბიუჯეტების განხორციელების ხელმძღვანელობა;

7) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად იმ შემოსავლების დადგენა, რომლებიც აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტის შექმნას მოხმარდება;

8) სახალხო მეურნეობის რესპუბლიკური დაქვემდებარების დარგების, რესპუბლიკური და ადგილობრივი დაქვემდებარების გაერთიანებებისა და საწარმოების ხელმძღვანელობა;

9) სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად მიწით, წიაღით, ტყითა და წყლით სარგებლობისადმი კონტროლის გაწევა; გარემოს დაცვა;

10) საბინაო და კომუნალური მეურნეობის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის, საბინაო მშენებლობისა და ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების კეთილმოწყობის, საგზაო მშენებლობისა და ტრანსპორტის ხალმძღვანელობა;

11) აფხაზეთის ასსრ სახალხო განათლების, კულტურული და სამეცნიერო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის ხელმძღვანელობა; ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა;

12) რესპუბლიკური მნიშვნელობის სხვა საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი 67

აფხაზეთის ასს რესპუბლიკა მონაწილეობს საქართველოს სსრ და სსრ კავშირის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების მეშვეობით.

აფხაზეთის ასსრ თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს კომპლექსურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ უფლებამოსილების აღსრულებას, ახორციელებს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებებს.

აფხაზეთის ასსრ მის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საკავშირო და რესპუბლიკური (საქართველოს სსრ) დაქვემდებარების საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციების საქმიანობას.

მუხლი 68

სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, სოციალისტური სამშობლოს დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს განეკუთვნება და მთელი ხალხის საქმეს წარმოადგენს.

სოციალისტური მონაპოვრების, საბჭოთა ხალხის მშვიდობიანი შრომის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით შექმნილია სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები და დაწესებულია საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო სამსახური.

აფხაზეთის ასსრ მონაწილეობს ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში, ყოველივე აუცილებლით სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების აღჭურვაში.

ქვეყნის უშიშროების უზრუნველსაყოფად და მისი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მოვალეობებს განსაზღვრავს სსრ კავშირის კანონმდებლობა.

მუხლი 69

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ომის პროპაგანდა აკრძალულია.

მუხლი 70

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენებია აფხაზური, ქართული და რუსული ენები.

აფხაზეთის ასს რესპუბლიკა ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას აფხაზური ენის ყოველმხრივი განვითარებისათვის და უზრუნველყოფს მის და სხვა სახელმწიფო ენების ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურის, განათლებისა და სხვა დაწესებულებებში.

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში უზრუნველყოფილია ამ ორგანოებში, დაწესებულებში სხვა იმ ენების ხმარება, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგია ან შეზღუდვა ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება.

მუხლი 71

 სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონები სავალდებულოა აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე.

თავი 7

აფხაზეთის ასსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური წყობილება

მუხლი 72

აფხაზეთის ასს რესპუბლიკა განსაზღვრავს თავის რაიონულ დაყოფას და წყვეტს ადმინისტრაციულ-ტერიტორიალურ წყობილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 73

აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში არის რაიონები: გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამGირის, სოხუმის და რესპუბლიკური დაქვემდებარების (აფხაზეთის ასსრ) ქალაქები სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი.

IV. აფხაზეთის ასსრ სახალხო დეპუტატთა საბჭოები და მათი არჩევის წესი

თავი 8

სახალხო დეპუტატთა საბჭოების სისტემა და მათი საქმიანობის პრინციპები

მუხლი 74

სახალხო დეპუტატთა საბჭოები - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, სადავო და სასოფლო საბჭოები - სახელმწიფო ხელისფულების ორგანოების ერთიან სისტემას შეადგენენ.

მუხლი 7 5

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია .

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილების ვადა ორ - ნახევარი წელია.

სახალხო დეპუტატთა საბჭოების არჩევნები ინიშნება არა უგვიანეს  ორი თვისა შესაბამისი საბჭოების ვადის გასვლამდე.

მუხლი 76

სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოების განმგებლობას მიკუთვნებული უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება და წყდება მათ სესიებზე.

სახალხო დეპუტატთა საბჭოები ირჩევენ მუდმივ კომისიებს, ქმნიან აღამსრულებელ და განმკარგულებელ, აგრეთვე სხვა მათ წინაზე ანგარიშვალდებულ ორგანოებს.

მუხლი 77

სახალხო დეპუტატთა საბჭოები ქმნიან ორგანოებს სახალხო კონტროლისას, რომელიც სახელმწიფო კონტროლს უხამებს მშრომელთა საზოგადოებრივ კონტროლს საწარმოებში, კოლმეურნეობებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.

სახალახო კონტროლის ორგანოები კონტროლს უწევენ სახელმწიფო გეგმებისა და დავალებების შესრულებას, ებრძვიან სახელმწიფო დისციპლინის დარღვევებს, კუთხურობის, საქმისადმი უწყებრივი მიდგომის გამოვლინებებს, უყაირათობასა და მფლანგველობას, საქმის გაჭიანურებასა და ბიუროკრატიზმს, ხელს უწყობენ სახელმწიფო აპარატის მუშაობის სრულყოფას.

მუხლი 78

სახალხო დეპუტატთა საბჭოები უშუალოდ და მათ მიერ შექმნილი ორგანოების მეშვეობით ხელმძღავნელობენ სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალუ-კულტურული მშენებლობის ყველა დარგს, იღებენ გადაწყვეტილებებს, უზრუნვეყოფენ მათს შესრულებას, კონტროლს უწევენ გადაწყვეტილებათა განხორციელებას.

მუხლი 79

სახალხო დეპუტატთა საბჭოების საქმიანობას საფუძვლად უდევს საკითხების კოლექტიური, თავისუფალი, საქმიანი განხილვა და გადაწყვეტა, საჯაროობა, აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოების, საბჭოების მიერ შექმნილი სხვა ორგანოების რეგულარული ანგარიშგება საბჭოებისა და მოსახლეობის წინაშე. მოქალაქეთა ფართო ჩაბმა მათს მუშაობაში.

სახალხო დეპუტატთა საბჭოები და მათ მიერ შექმნილი ორგანოები სისტემურად აწვდიან ცნობებს მოსახლეობას თავიანთი მუშაობის და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

თავი 9

საარჩევნო სისტემა

მუხლი 80

სახალხო დეპუტატთა ყველა საბჭოს დეპუტატებს ირჩევენ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

მუხლი 81

დეპუტატთა არჩევნები საყოველთაოა: აფხაზეთის ასსრ ყველა მოქალაქეს, რომელსაც თვრამეტი წელი შეუსრულდა, უფლება აქვს აირჩიოს და იყოს არჩეული, გარდა იმ პირებისა, რომლებიც კანონით დადგენილი წესით ცნობილი არიან შეშლილებად.

მუხლი 82

დეპუტატთა არჩევნები თანასწორია: ყოველ ამომრჩეველს მხოლოდ ერთი ხმა აქვს; ყველა ამომრჩეველი თანასწორ საფუძველზე მონაწილეობს არჩევნებში.

მუხლი 83

დეპუტატთა არჩევნები პირდაპირია: სახალხო დეპუტატთა ყველა საბჭოს დეპუტატებს მოქალაქეები უშუალოდ ირჩევენ.

მუხლი 84

დეპუტატთა არჩევნების დროს კენჭისყრა ფარულია: ამომრჩეველთა ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი არ დაიშვება.

მუხლი 85

დეპუტატობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის, პროფესიული კავშირების, სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა, ლენინური კომუნისტური კავშირის ორგანიზაციებს, კოოპერაციულდ ა სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შრომითს კოლექტივებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეთა კრებებს ჯარის ნაწილებში.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გარანტირებულია დეპუტატობის კანდიდატთა პოლიტიკური, საქმიანი და პირადი თვისებების თავისუფალი და ყოველმხრივი განხილვა, აგრთვე კრებებზე, პრესაში, ტელევიზიითა და რადიოთი აგიტაციის უფლება.

სახალხო დეპუტატთა საბჭოების არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელწმიფო გაიღებს.

მუხლი 86

სახალხო დეპუტატთა საბჭოების დეპუტატებს საარჩევნო ოლქების მიხედვით ირჩევენ.

აფხაზეთის ასსრ მოქალაქე, როგორც წესი, არ შეიძლება არჩეულ იქნეს ორზე მეტ სახალხო დეპუტატთა საბჭოში.

საბჭოების არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივებისა და ჯარის ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთა კრებების მიერ წარგზავნილი წარმომადგენლებისაგან იქმნება.

აფხაზეთის ასსრ სახალხო დეპუტატთა საბჭოების არჩევნების ჩატრების წესს განსაზღვრავს სსრ კვაშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კანონები.

მუხლი 87

ამომრჩევლები განაწესებს აძლევენ თავიანთ დეპუტატებს.

სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოები განიხილავენ ამომრჩეველთა განაწესებს, ითვალისწინებენ მათ ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმების შემუშავებისა და ბიუჯეტის შედგენის დროს, ორგანიზაციას უწევენ განაწესების შერულებას და აცნობენ მოქალაქეებს მათს რეალიზაციას.

თავი 10

სახალხო დეპუტატი

მუხლი 88

დეპუტატები ხალხის სრულუფლებიანი წარმომადგენლები არიან სახალხო დეპუტატთა საბჭოებში.

დეპუტატები მონაწილეობენ საბჭოების მუშაობაში და წყვეტენ სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურული მშნებელობის საკითხებს, უზრუნველყოფენ საბჭოების გადაწყვეტილებათა განხორციელებას, კონტროლს უწევენ სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობას.

თავის საქმიანობაში დეპუტატი ხელმძღვანელობს საერთო-სახელმწიფო ინტერესებით, ითვალისიწინებს საარჩევნო ოლქის მოსახლობის მოთხოვნილებებს, იღვწის ამომრჩეველთა განაწესების შერულებისთვის.

მუხლი 89

დეპუტატი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას არ წყვეტს საწარმოო თუ სამსახურეობრივ საქმიანობას.

საბჭოს სესიის დროს, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად დეპუტატი თავისუფლდება საწარმოოო თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შერულებისაგან და ენახება საშუალო ხელფასი მუდმივ სამუშაო ადგილზე.

მუხლი 90

დეპუტატს უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს შესაბმის სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ ამ შეკითხვას საბჭოს სესიაზე.

დეპუტატს უფლება აქვს მიმართოს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას დეპუტატის საქმიანობის საკითხებზე და მონაწილეობა მიიღოს თავის მიერ აღძრული საკითხების განხილვაში. შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიიღონ დეპუტატი და განიხილონ მისი წინადადებანი დადგენილ ვადაში.

მუხლი 91

დეპუტატისათვის უზრუნველყოფილია დეპუტატის ხელშეუხებლობა. აგრეთვე დეპუტატის მისი უფლება-მოვალეობათა დაუბრკოლებელი და ეფექტიანი განხორციელების პირობები.

საქმიანობის სხვა გარანტიები დადგენილია კანონით დეპუტატთა სტატუსის შესახებ და სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ სხვა საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 92

დეპუტატი ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს თავისი მუშაობისა და საბჭოს მუშაობის შესახებ ამომრჩევლებს, აგრეთვე კოლექტივებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებმაც იგი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს.

დეპუტატი, რომელიც ვერ გაამართლებს ამომრჩეველთა ნდობას, ნებისმიერ დრო შეიძლება გაწვეულ იქნეს ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კანონით დაგდენილი წესის შესაბამისად.

V. აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები

თავი 11

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო

მუხლი 93

აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო.

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წყვეტდეს ყველა საკითხს, რომლებიც სსრ კავშირის კონსტიტუციით, საქართველოს სსრ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციით აფხაზეთის ასს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება.

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მიღებას, მასში ცვლილებების შეტანას; აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას; უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო ახორციელებს.

აფხაზეთის ასსრ კანონები მიიღება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიერ.

მუხლი 94

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო შედგება 140 დეპუტატისაგან, რომლებიც ირჩევიან საარჩევნო ოლქების მიხედვით, სადაც მოსახლეობის თანაბარი რაოდენობაა. ...

მუხლი 95

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო ირჩევს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს. ...

მუხლი 96

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიებს იწვევენ წელიწადში ორჯერ.

რიგგარეშე სესიებს იწვევს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი თავისი ინიციატივით ან აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა სულ ცოტა მესამედის წინადადებით.

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესია შედგება მისი სხდომებისაგან, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მუდმივი და სხვა კომისიების სხდომებისაგან, რომლებიც უმაღლესი საბჭოს სხდომებს შუა პერიოდში ეწყობა.

მუხლი 97

საკანონდებლო ი იციატივის უფლება აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში ეკუთვნით აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მუდმივ და სხვა კომისიებს, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს, აფხაზეთის ასსრ პროკურორს.

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ, აგრეთვე, საზოგადობერივ ორგანიზაციებს რესპუბლიკური და მათი შესაბამისი ორგანოების სახით.

მუხლი 98

კანონების პროექტებსა და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს განსახილველად შეტანილ სხვა საკითხებს განიხილავენ მის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში კანონის პროექტი ან შესაბამისი საკითხი შეიძლება წინასწარი ან დამატებითი განხილვისათვის გადაეცეს ერთ ან რამდენიმე კომისიას.

აფხაზეთის ასსრ კანონები, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები მიიღება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა საერთო რიცხვის უმრავლესობით.

აფხაზეთის ასსრ კანონების პროექტები და ავტონომიური რესპუბლიკის სახემწიფოებრივი ცხოვრების სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხები აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოტანილ იქნეს სახალხო განხილვისათვის.

მუხლი 99

აფხაზეთის ასსრ კანონები, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდება აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.

მუხლი 100

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქვს უფლება შეკითხვით მიმართოს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, მინისტრებსა და სხვა იმ ორგანოების ხელმძღვანელებეს, რომლებსაც აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო ქმნის, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე განლაგებულ საკავშირო და რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს აფხაზეთის ასსრ განმგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო ან თანამდებობის პირი, რომელსაც შეკითხვით მიმართეს, მოვალენი არიან სიტყვიერი ან წერილობითი პასუხი გასცენ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მიმდინარე სესიაზე.

მუხლი 101

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მისცემენ, ვერ დააპატიმრებენ ან სასამართლო წესით ადმინისტრაციულ სასჯელს ვერ დაადებენ, თუ არ იქნა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თანხმობა, ხოლო სესიებს შუა პერიოდში - აფხაზეთ ის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობა.

მუხლი 102

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო ირჩევს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს _ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მუდმივმომქმედ ორგანოს, რომელიც მთელ თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მის წინაშე და ამ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებს აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში.

მუხლი 103

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ირჩევენ დეპუტატებისაგან შემდეგი შემადგენლობით: უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, პრეზიდიუმის მდივანი და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ცხრა წევრი.

მუხლი 104

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი:

1) ნიშნავს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნებს;

2) იწვევს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიებს;

3) კოორდინაციას უწევს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების საქმიანობას;

4) კონტროლს უწევს აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის დაცვას;

5) განმარტავს აფხაზეთის ასსრ კანონებს;

6) ხელმძღვანელობს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საქმიანობას;

7) განსაზღვრავს აფხაზეთის ასსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური

წყობილების საკითხთა გადაწყვეტის წესს; სახელს აკუთვნებს ახალ დაბებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს; შემდგომში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცების საფუძველზე განსაზღვრავს აფხაზეთის ასსრ რაიონულ დაყოფას, ქმნის ქალაქებს და რაიონებს ქალაქებში, ცვლის ქალაქის დაქვემდებარებას, სახელს აკუთვნებს და სახელს უცვლის რაიონებს, ქალაქებს, რაიონებს ქალაქებში, აგრეთვე სხვა დასახლებულ პუნქტებს;

8) აუქმებს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონულ, საქალაქო (რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის) საბჭოების გადაწყვეტილებებს, თუ ისინი არ შეესაბამებიან კანონს;

9) აწესებს და ანიჭებს აფხაზეთის ასსრ საპატიო წოდებებს; აჯილდოებს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით;

10) ახორციელებს აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 105

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს

სესიებს შუა პერიოდში, მორიგ სესიაზე დასამტკიცებლედ შემდგომი წარდგენის პირობით:

1) საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებს ახდენს აფხაზეთის ასსრ მოქმედ საკანონმდებლო აქტებში;

2) კანონის მიერ დადგენილი წესით ქმნის რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებს, სახელს აკუთვნებს და უცვლის მათ;

3) აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს წინადადებით ქმნის და აუქმებს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს მიერ შექმნილ სამინისტროებს, სახელმწიფო კომიტეტებს და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებს;

4) აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს და ნიშნავს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს შემადგენლობაში შემავალ ცალკეულ პირებს.

მუხლი 106

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გამოსცემს ბრძანებულებებს და იღებს დადგენილებებს.

მუხლი 107

1 აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს აფხაზეთის ასსრ ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს მიერ ახალი პრეზიდიუმის შექმნამდე.

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმმა  აფხაზეთის ასსრ ახლად არჩეული უმაღლესი საბჭო უნდა მოიწვიოს არჩევნებიდან არაუგვიანეს ორი თვისა.

მუხლი 108

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო დეპუტატებისაგან ირჩევს მუდმივ კომისიებს იმისათვის, რომ მათ წინასწარ განიხილონ და მოამზადონ მის განმგებლობას მიკუთვნებული საკითხები, აგრეთვე ხელი შეუწყონ აფხაზეთის ასსრ კანონების, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს და მისი პრეზიდიუმის სხვა გადაწყვეტილებების განხორციელებას, კონტროლი გაუწიონ სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას.

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, როცა საჭიროდ მიაჩნია, ქმნის თავის კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხის გამო საგამოძიებო, სარევიზიო და სხვა კომისიებს.

ყველა სახელწმიფო და საზოგადოებრივი ორგანო, ორგანიზაცია და თანამდებობის პირი ვალდებულია შეასრულოს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს კომისიების მოთხოვნები, წარუდგინოს მათ საჭირო მასალები და დოკუმენტები.

კომისიების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა განიხილონ სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა. განხილვის შედეგები ან მიღებული ღონისძიებები უნდა ეცნობოს კომისიებს დადგენილ ვადაში.

მუხლი 109

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო კონტროლს უწევს მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას.

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო ქმნის აფხაზეთის ასსრ სახალხო კონტროლის კომიტეტს, რომელიც მეთაურობს აფხაზეთის ასსრ სახალხო კონტროლის ორგანოების სისტემას.

მუხლი 110

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს და მისი ორგანოების საქმიანობის წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი და აფხაზეთის ასსრ სხვა კანონები, რომლებიც ამ კონსტიტუციის საფუძველზე გამოიცემა.

თავი 12

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო

მუხლი 111

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო _ აფხაზეთის ასსრ მთავრობა _

აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოა.

მუხლი 112

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს ქმნის აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთის ასსრ მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტების თავმჯდომარეებისა და რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილი სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოების ხელმძღვანელობის შემადგენლობით.

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს შეუძლია აფხაზეთის ასსრ მთავრობის შემადგენლობაში შეიყვანოს აფხაზეთის ასსრ სხვა ორგანოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

მუხლი 113

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე.

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო თავისი მუშაობის შესახებ რეგულარულად აბარებს ანგარიშს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოს.

მუხლი 114

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რომლებიც აფხაზეთის ასს რესპუბლიკის გამგებლობაშია, რამდენადაც ეს საკითხები კონსტიტუციის თანახმად აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენციაში არ შედის.

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო:

1) უზრუნველყოფს სახალხო მეურნეობისა და სოციალურ-კულტურული მშენებლობის ხელმძღვანელობას; შეიმუშავებს და ახორციელებს ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და კულტურის ამაღლების უზრუნველყოფის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებს, ხელს უწყობს ფულისა და კრედიტის სისტემის განმტკიცების, სახელმწიფო დაზღვევის და აღრიცხვისა და სტატისტიკის ერთიანი სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას; მონაწილეობს ფასების, შრომის ანაზღაურების, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკის გატარებაში; ორგანიზაციას უწევს სამრეწველო, სამშენებლო, სასოფლო– სამეურნეო საწარმოებისა და გაერთიანებების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საწარმოების, აგრეთვე რესპუბლიკური და ადგილობრივი დაქვემდებარების სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მართვას;

2) შეიმუშავებს და აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში შეაქვს აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული სახელმწიფო გეგმები. აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო გეგმებისა და ბიუჯეტის განხორციელებისათვის, ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონებისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების კომპლექსური ეკონომიკური და სოციალური განვითარების უზრუნველყოფისათვის: კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საკავშირო და რესპუბლიკური (საქართველოს სსრ) დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთის ასსრ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე: აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს გეგმებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს;

3) ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების, სოციალისტური საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად და დასაცავად;

5) საჭიროების შემთხვევაში ქმნის აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან სამეურნეო და სოციალურ–კულტურული მშენებლობის საქმეთა კომიტეტებს, სამმართველოებსა და სხვა უწყებებს.

4) იღებს ზომებს სსრ კავშირის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის უზრუნველსაყოფად;

6) ხელმძღვანელობს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების საქმიანობას.

მუხლი 11 5

სახალხო მეურნეობის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების და სახელმწიფო მართვის სხვა საკითხების გადასაწყვეტად აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი ორგანოს სახით მოქმედებს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების, აგრეთვე მთავრობის სხვა წევრების შემადგენლობით აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს შესახებ კანონის შესაბამისად.

მუხლი 116

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო გამოსცემს დადგენილებებსა და განკარგულებებს, სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ საკანონმდებლო აქტების, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისა და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მათ შესრულებას. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულება სავალდებულოა აფხაზეთის ასსრ მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 117

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს აქვს უფლება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააუქმოს სახალხო დეპუტატთა რაიონული და საქალაქო (რესპუბლიკური დაქვემდებარების) საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილებანი და განკარგულებანი.

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს უფლება აქვს გააუქმოს აფხაზეთის ასსრ სამინისტროებისა და სახელმწიფო კომიტეტების, თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების აქტები.

მუხლი 118

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო აერთიანებს და წარმართავს აფხაზეთის ასსრ სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების მუშაობას.

აფხაზეთის ასსრ სამინისტროები და სახელმწიფო კომიტეტები და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოები ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებენ დარგთაშორის მართვას და ექვემდებარებიან როგორც აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, ისე საქართველოს სსრ შესაბამის სამინისტროს ან საქართველოს სსრ სახელმწიფო კომიტეტს.

აფხაზეთის ასსრ სამინისტროებს, სახელმწიფო კომიტეტებსა და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებს აკისრიათ პასუხისმგებლობა მათთვის მინდობილი მმართველობის სფეროების მდგომარეობისა და განვითარებისათვის; თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ აქტებს სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ საკანონმდებლო აქტების, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისა და განკარგულებების, საქართველოს სსრ შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო კომიტეტების აქტების საფუძველზე და მათს შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათს შესრულებას.

მუხლი 11 9

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს და მისი პრეზიდიუმის კომპეტენციას, მათი საქმიანობის წესს, მინისტრთა საბჭოს ურთიერთობას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთე აფხაზეთის ასსრ სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და სახელმწიფო მმართელობის სხვა ორგანოების ნუსხას აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის საფუძველზე განსაზღვრავს კანონი აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს შესახებ.

VI. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში

თავი 13

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები

მუხლი 1 20

რაიონებში; ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენენ შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოები.

მუხლი 1 2 1

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები წყვეტენ ადგილობრივი მნიშვენელობის ყველა საკითხს საერთო-სახელმწიფო ინტერესებისა და საბჭოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად, ახორციელებენ ზემდგომი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებს, ხელმძღვანელობენ ქვემდგომი სახალხო დეპუტატთა საბჭოების საქმიანობას, მონაწილეობენ რესპუბლიკური (ასსრ, საქართველოს სსრ) და საერ ო-საკავშირო მნიშველობის საკითხების განხილვაში, შეაქვთ მათ შესახებ წინადადებანი.

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები ხელმძღვანელობენ თავიანთ ტერიტორიაზე სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ მშენებლობას, ამტკიცებენ ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმებს, ადგილობრივ ბიუჯეტსა და მათი შესრულების ანგარიშებს; ხელმძღვანელობენ მათდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს; უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალქეთა უფლებების დაცვას; ხელს უწყობენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

მუხლი 1 22

თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები უზრუნველყოფენ კომპლექსულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას თავის ტეროტორიაზე; კონტროლს უწევენ ამ ტერიტორიაზე განლაგებული ზემდგომი დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ კანონმდებლობის დაცვას; კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ მათს საქმიანობას მიწათსარგებლობის, ბუნების დაცვის, მშენებლობის, შრომითი რესურსების გამოყენების, სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების, მოსახლეობის სოციალურ-კულტურული, საყოფაცხოვრებო და სხვა მომსახურების დარგში.

მუხლი 1 23

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები იღებენ გადაწყვეტილებებს მათთავის სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საბჭოს ტეროტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის. აგრეთვე თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის.

მუხლი 1 24

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების სესიებს იწვევენ მათი აღმასრულებელი კომიტეტები სულ ცოტა წელიწადში ოთხჯერ.

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები უფლებამოსილი არიან განიხილონ და გადაწყვიტონ სესიებზე ნებისმიერი საკითხები, რომლებსაც მათს გამგებლობას მიაკუთვნებს სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კანონმდებლობა. იმ საკითხების ნუსხას, რომლებსაც წყვეტენ მხოლოდ და მხოლოდ სესიებზე, ადგენენ კანონები სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების შესახებ.

მუხლი 1 25

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები დეპუტატთაგან ირჩევენ მუდმივ კომისიებს, რათა მათ წინასწარ განიხილონ და მოამხადონ ადგილობრივი საბჭოების გამგებლობს მიკუთვნებული საკითხები, აგრეთვე ხელი შეუწყონ საბჭოების გადაწყვეტილებათა განხორციელებას, კონტროლი გაუწიონ სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას.

ადგილობრივი საბჭოების მუდმივი კომისიების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა განიხილონ შესაბამისმა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანოებმა, საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა. განხილვის შედეგები ან მიღებული ღონისძიებები უნდა ეცნობოს კომისიებს დადგენილ ვადაში.

მუხლი 1 26

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივ საბჭოებს , ხელმძღვანელობენ რა ქვემდგომი საბჭოების საქმიანობას, უფლება აქვთ გააუქმონ ქვემდგომი საბჭოების აქტები იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტები არ შეესაბამება კანონმდებლობას.

მუხლი 1 27

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახოგადოებრივ ორგანიზაციებთან და შრომითს კოლექტივებთან მჭიდრო კავშირით, გამოაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მოქალაქეთა განსახილველად, აბამენ მათ მუდმივი კომისიები , აღმასრულებელი კომიტეტებისა და საბჭოებისადმი სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების მუშაობაში, ხელს უწყობენ ადგილობრივი ნებაყოფლობითი საზოგადოებების მუშაობას და ავითარებენ მოსახლეობის საზოგადოებრივ თვითმოქმედებას.

თავი 14

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები

მუხლი 1 28

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოებია აღმასრულებელი კომიტეტები, რომლებსაც ისინი დეპუტატებისაგან ირჩევენ თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, მდივნისა და წევრების შემადგენლობით.

აღმასრულებელი კომიტეტები წელიწადში ერთხელ მაინც ანგარიშს აბარენენ საბჭოებს, რომლებმაც ისინი აირჩიეს, აგრეთვე შრომითი კოლექტივებისა და საცხოვრებელ ადგილას მოქალქეთა კრებებს.

მუხლი 1 29

სახალხო დეპუტატთა დგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები უშუალოდ ანგარიშვალდებული არიან როგორც მათი ამრჩევი საბჭოს, ისე ზემდგომი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს წინაშე.

მუხლი 1 30

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები ხელმძღვანელობენ სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ მშენებლობას შესაბამისი საბჭოების ტერიტორიაზე, მათი ამრჩევი საბჭოებისა და სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე.

აღმასრულებელი კომიტეტები იწვევენ საბჭოების სესიებს, კოორდინაციას უწევენ საბჭოების მუდმივი კომისიების მუშაობას; ხელს უწყობენ დეპუტატებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; ორგანიზაციას უწევენ საბჭოებისა და ზემდგომი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების აგრეთვე ამომრჩეველთა განაწესების შესრულებას; ხელძღვანელობენ მათდამი დაქვემდებარებულ მმართველობის ორგანოებს.

მუხლი 1 31

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი სა ჭოების აღმასრულებელი კო მიტეტები თავიანთ კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს და გამოსცემენ განკარგულებებს.

მუხლი 1 32

სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს უფლება აქვთ გააუქმონ ქვემდგომი სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილებანი და განკარგულებანი.

მუხლი 1 33

აღმასრულებელი კომიტეტების განყოფილებებსა და სამართველოებს ქმნიან სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოები. ეს განყოფილებები და სამმართველოები თავიანთ საქმიანობაში ემორჩილებიან როგორც საბჭოებსა და მათს აღმასრულებელ კომიტეტებს, ისე სახელმწიფო მმართველობის შესაბამის ზემდგომ ორგანოებს.

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების განყოფილებებისა და სამმართველოების ნუსხას და მათი შექმნის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კანონმდებლობა.

მუხლი 1 34

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მათი აღმასრულებელი კომიტეტები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებას ახალი მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოების მიერ აღმასრულებელი კომიტეტების არჩევამდე.

VII. აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტი

მუხლი 1 35

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა საქართველოს სსრ ეკონომიკური და სოციალური განვითრების სახელმწიფო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სიციალური განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული სახელმწიფო გეგმები განსაზღვრავს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში, რაიონებსა და რესპუბლიკური (ასსრ) დაქვემდებარების ქალაქებში ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული მშენებლობის ამოცანებს, შეიცავს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე სახალხო მეურნეობის განვითარების მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და გეგმებს.

მუხლი 1 36

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმას შეიმუშავებს აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმის შესაბამისად, აფხაზეთის ასსრ სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და სახელმეიფო მმართველობის სხვა ორგანოების, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გეგმათა პროექტის საფუძელზე.

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითრების სახელმწიფო გეგმაში შეტანილია აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე განლაგებულ საკავშირო და რესპუბლიკური (საქართველოს სსრ) დაქვემდებარების საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა გეგმების ძირითადი მაჩვენებლები.

ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმების შემუშავება ხორციელდება საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოლექტივების წინადადებების გათვალისწინებით.

მუხლი 1 37

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა შეაქვს აფხაზეთის ასსრ უმარლესი საბჭოს განსახილველად . აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს მოხსენებისა და აფხაზეთის ასსრ უმარლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო და სხვა მუდმივი კომისიების დასკვნების მიხედვით იხილავს და ამტკიცებს აგხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმას.

მუხლი 138

აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს სსრ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია.

აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტი აერთიანებს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ბიუჯეტს.

აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის გამიჯვნას აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განსაზღვრავს აფხაზეთის ასსრ კანონი აფხაზეთის ასსრ და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბიუჯეტო უფლებების შესახებ.

მუხლი 139

აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტს შეიმუშავებს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, საქართველოს სსრ სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე და ამტკიცებს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს მოხსენებისა და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო და სხვა მუდმივი კომისიების დასკვნების მიხედვით.

მუხლი 1 4 0

აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო ორგანიზაციას უწევს აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვით რების სახელმწიფო გეგმის , აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას და ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს საგეგმო და საბიუჯეტო დისციპლინის განმტკიცებისათვის.

მუხლი 141

აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს იხილავს და ამტკიცებს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო. გეგმებისა და ბიუჯეტის შესრულებას ზოგადი მაჩვენებლები ქვეყნდება საყოველთაო გაცნობისათვის.

VIII. მართლმსაჯულება, არბიტრაჟი და საპროკურორო ზედამხედველობა

თავი 15

სასამართლო და არბიტრაჟი

მუხლი 142

მართლმსაჯულებას აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკაში ახორციელებს მხოლოდ სასამართლო.

აფხაზეთის ასსრ სასამართლოებია: აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები.

აფხაზეთის ასსრ სასამართლოების ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონები.

მუხლი 1 43

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ყველა სასამართლო იქმნება მოსამართლეთა სახალხო მსაჯულთა არჩევითობის საწყისებზე.

რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოების სახალხო მოსამართლეებს რაიონის (ქალაქის) მოქალაქეები ირჩევენ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით. რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოების სახალხო მსაჯულებს ირჩევენ მოქალაქეთა კრებებზე მათს სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილას ღია კენჭისყრით ორნახევარი წლის ვადით.

მოსამართლეები და სახალხო მსაჯულები პასუხისმგებელი არიან ამომრჩევლების ან ამრჩევი ორგანოების წინაშე, აგნარიშს აბარებენ მათ და შეიძლება მათ მიერ გაწვეულ იქნენ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 144

აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლო ორგანოა და ზედამხედველობას უწევს აფხაზეთის ასსრ სასამართლოების სასამართლო საქმიანობას.

აფხაზეთის ასსრ უმაღლეს სასამართლოს ხუთი წლის ვადით ირჩევს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო თავმჯდომარის, მისი მოადგილის, წევრებისა და სახალხო მსაჯულების შემადგენლობით.

მუხლი 1 45

სამოქალქო და სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ყველა სასამართლოში ხდება კოლეგიურად; პირველი ინსტანციისა სასამართლოში - სახალხო მსაჯულთა მონაწილეობით, სახალხო მსაჯულებს მართლმსაჯულების განხორციელების დროს მოსამართლის ყველა უფლება აქვთ.

მუხლი 1 46

მოსამართლეები და სახალხო მსაჯულები დამოუკიდებელი არიან და მხოლოდ კანონს ემორჩილებიან.

მუხლი 1 47

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე.

მუხლი 1 48

საქმის გარჩევა ყველა სასამართლოში ღიაა. სასამართლოს დახურულ სხდომაზე საქმეთა მოსმენა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში, სამართალწარმოების ყველა წესის დაცვით.

მუხლი 1 49

ბრალდებულისათვის უზრუნველყოფილია დაცვის უფლება.

მუხლი 150

სამართალწარმოება აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკაში ხორციელდება აფხაზურ, ან ქართულ, ან რუსულ ენაზე, ან მოცემული ადგილის მოსახლეობის უმრავლესობის ენაზე. საქმის მონაწილე პირებისათვის, რომლებმაც არ იციან მიმდინარე სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილია თარჯიმნის მეშვეობით საქმის მასალების სრული გაცნობისა და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობის უფლება, სასამართლოში დედაენაზე გამოსვლის უფლება.

მუხლი 1 51

არავინ არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბრალდებულად დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე დაედოს სისხლის სამართლებრივი სასჯელი, თუ არა სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად.

მუხლი 1 52

მოქალქეებისა და ორგანიზაციებისათვის იურიდიული დამხმარების გასაწევად მოქმედებენ ადვოკატთა კოლეგიები. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შ მთხვევებში მოქალაქენი უფასოდ იღებენ იურიდიულ დახმარებას.

ადვოკატურის ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

მუხლი 1 53

სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა სამართალწარმოებაში დასაშვებია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების წარმომადგენელთა მონაწილეობა.

მუხლი 1 54

საწარმოებს, დაწეს ბულებებსა და ორგანიზაციებს შორის სამეურნეო დავას წყვეტენ სახელმწიფო არბიტრაჟის ორგანოები მათი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი 16

პროკურატურა

მუხლი 155

აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე ... კანონების ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულებისადმი უმაღლესი ზედამხედველობა ხორციელდება სსრ კავშირის გენერალური პროკურორისა და მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს სსრ პროკურორისა და ყველა ქვემდგომი პროკურორის, აფხაზეთის ასსრ პროკურორისა და ქვემდგომი პროკურორების მიერ.

მუხლი 156

აფხაზეთის ასსრ პროკურორს ნიშნავს სსრ კავშირის გენერალური პროკურორი.

რაიონული და საქალაქო პროკურორებს ნიშნავს საქართველოს სსრ პროკურორი და ამტკიცებს სსრ კავშირის გენერალური პროკურორი.

მუხლი 157

აფხაზეთის ასსრ პროკურორისა და ყველა ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია.

მუხლი 158

პროკურატურის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებას ყოველგვარი ადგილობრივი ორგანოებისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ და მხოლოდ სსრ კავშირის გენერალურ პროკურორს ემორჩილებიან.

IX. აფხაზეთის ასსრ გერბი, დროშა და დედაქალაქი

მუხლი 159

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბია საქართველოს სსრ გერბი, რომელიც წარმოადგენს წრეს, რომლის ზედა ნაწილში წითელ ფონზე, გამოსახულია მნათი ხუთქიმიანი ვარსკვლავი გაშლილი სხ ვებით ; ქვემოთ - დათოვლილი ცისფერი მთაგრეხილია შუაში აღმართული თოვლიანი მწვერვალით; წრის ქვედა ნაწილში გამოსახულია: მარჯვნივ - ოქროს ვაზი ყურძნის მტევნით; მარცხნივ - ოქროს სამი თავთავი, თავთავებისა და ვაზის ბოლოები გადახლართულია ერთმანეთში წრის ქვედა კიდესთან. შუაგულის დიდი ნაწილი უჭირავს ოქროს ნამგლისა და უროს გამოსახურებას, რომელიც ებჯინება ზემოთ - ვარსკვლავის გაშლილ სხივებს. ქვემოთ - მთაგრეხილის მწვერვალს, ხოლო გვერდებზე - თავთავებსა და ვაზს; ნამგალსა და უროს ქვემოთ არის წარწერა: „საქ. სსრ“, ხოლო მის ქვემოთ წარწერაა: „  ... ACCP ; წრეს გარს შემოვლებული აქვს ქართული ჩუქურთმიანი არშია, რომლის შიდა რკალზე, თეთრ ფონზე მოთავსებულია სამი მცირე ვარსკვლავით გამიჯნული წარწერა აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“.

მუხლი 160

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშაა საქართველოს სსრ სახელმწიფო დროშა, რომელიც წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის წითელ ქსოვილს, სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 1:2, ზედა კუთხეში ტართან მოთავსებული ცისფერი კვადრატი, რომლის გვერდი დროშის სიგანის სახევარს უდრის. კვადრატის შუაგულში წრეა, რომლის რადიუსი კვადრატის გვერდის მესამედს შეადგენს. წრეში ნამგალი და უროა. მათ თავზე - ხუთქიმიანი ვარსკვლავი. წრიდან კვადრატის გვერდებს 24 სხივი ეფინება. ნამგალი, ურო, ვარსკვლავი და სხივები წითელი ფერისაა, კვადრატის მარჯვენა გვერდის გულიდან დროშას მთელ სიგრძეზე გასდევს კვადრატის მხარის ერთი მესამედის სიგანის ცისფერი ზოლი. კვადრატის ქვემოთ წარწერაა:“ ... ACCP “;

მუხლი 1 61

აფხაზეთის ავტონომიური საბ ჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი არის ქალაქი სოხუმი.

X.  აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მოქმედება და მისი შეცვლის წესი

მუხლი 162

აფხაზეთის ასსრ ყველა კანონი და სახელმწიფო ორგანოების სხვა აქტები გამოიცემა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის საფუძველზე და მის შესაბამისად.

მუხლი 163

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლა ხდება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მიიღებს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა საერთო რიცხვის სულ ცოტა ორი მესამედის უმრავლესობა.

1978 წლის 6 ივნისი

(აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი

კანონი). სოხუმი, 1978, გვ. 3-41)

8. 21/11/2019 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 33 - ს - ვებგვერდი, 27/11/2019 7. 03/05/2019 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 18 - ს - ვებგვერდი, 06/05/2019 6. 20/08/2013 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 174-ს - ვებგვერდი, 05/09/2013 5. 11/05/2006 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 11, 11/05/2006 4. 28/02/2006 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 5, 28/02/2006 3. 31/01/2006 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 31/01/2006 2. 25/11/2004 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 4, 30/11/2004 1. 08/12/2000 - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია - 0 - აფხაზეთის ხმა, 27(18568), 06/07/2001