დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 174-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 20/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010010.29.060.016001 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე“
|
მუხლი 1 |
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ (,,აფხაზეთის ხმა“, №27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3-5 პუნქტები:
,,3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 4. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. 5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
20 აგვისტო 2013 წ. ქ. თბილისი N174-ს
|
დოკუმენტის კომენტარები