აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 25/11/2004
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 4, 30/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010010010.29(0).390.000007
0
25/11/2004
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 4, 30/11/2004
010010010.29(0).390.000007
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (აფხაზეთის ხმა, №27, 6 ივლისი 2001 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 93

1. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

2. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განეკუთვნება: აფხაზეთის კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა, აფხაზეთის კანონის მიღება, აფხაზეთის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება, აფხაზეთის მთვარობის თავმჯდომარის დანიშვნა და გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით.“.

2. 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს იწვევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის სულ ცოტა მესამედის ან აფხაზეთის მთავრობის მოთხოვნით.“.

3.    97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 97

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მუდმივ კომისიებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს, აფხაზეთის მთავრობას და აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს არანაკლებ 10 ათას სრულწლოვან მოქალაქეს.“.

 

4. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 99

1. აფხაზეთის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის კანონის მიღებისთვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. აფხაზეთის კანონის პირველი რედაქციით მიღებისათვის საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერა.

2. აფხაზეთის კანონები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები და სხვა აქტები ქვეყნდება ქართულ და აფხაზურ ენებზე.“.

5. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 100

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის მთავრობას, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია.“.

6. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 103

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარეები.“.

7. 105-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მეთორმეტე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი მეთორმეტე

აფხაზეთის მთავრობა“.

 9. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 111

აფხაზეთის მთავრობა არის აფხაზეთის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.“.

10. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112

აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თავმჯდომარის მოადგილეებისა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან.“.

11. დაემატოს შემდეგი რედაქციის 1121 მუხლი:

„მუხლი 1121

1. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.“.

12. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 113

1. აფხაზეთის მთავრობა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე.

2. აფხაზეთის მთავრობა თავისი მუშაობის შესახებ ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.“.

13. დაემატოს შემდეგი რედაქციის 1131 მუხლი:

„მუხლი 1131

1. აფხაზეთის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2. თუ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიერ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.“.

14. 114-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116

აფხაზეთის მთავრობა გამოსცემს დადგენილებებსა და განკარგულებებს საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. იგი ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მის მიერ გამოცემული დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებას.“.

16. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 117

აფხაზეთის მთავრობას უფლება აქვს გააუქმოს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სამართლებრივი აქტები.“.

17. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 118

1. აფხაზეთის მთავრობა წარმართავს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მუშაობას.

2. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებენ დარგთა შორის მართვას და ექვემდებარებიან როგორც აფხაზეთის მთავრობას, ისე საქართველოს შესაბამის სამინისტროებს.“.

18. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 119

აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციას, მისი საქმიანობის წესსა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ნუსხას განსაზღვრავს აფხაზეთის კანონი.“.

19. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს აფხაზეთის კანონს აფხაზეთის ბიუჯეტის შესახებ.

2. აფხაზეთის ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტებით.“.

20. 152-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

2. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს არაუგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებით ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

4. საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

5. თუ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აფხაზეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი, ის უბრუნდება აფხაზეთის მთავრობას შენიშვნებით. აფხაზეთის მთავრობა ორი კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.

6. თუ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისამდე ვერ მოახერხა ბიუჯეტის მიღება, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.“.

21. დაემატოს შემდეგი რედაქციის 1541 მუხლი:

„მუხლი 1541

აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                                     თ. მჟავია

2004 წლის 25 ნოემბერი