დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 61 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016392 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/12/2018 - 29/01/2019)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 91-ე მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი“ დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I |
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4 671,4 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 4 221,0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 136,0 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 314,4 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 348.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 322.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 332.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 41.8 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 136,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა)„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 61.9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 72.1 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.0 ათასი ლარი; „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე 2019 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 72.1 ათასი ლარი.
(პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 72.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 1 114.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, კეთილმოწყობის და დასუფთავების ღონისძიებები, ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა -65,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის: გზების, ქუჩების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის ღონისძიებები.
ბ)კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 328,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის ხარჯი; წყლის სისტემის ქსელის მოვლა-შენახვასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტების სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები. ბ.ა ). გარე განათების დაფინანსება - 83,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების სისტემის მოწყობის და ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის ხარჯი. ბ.ბ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 44,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება წყლის სისტემების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ბ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია 44,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების, საბავშვო ბაღების, საერთო საცხოვრებელი კორპუსების და სარიტუალო დარბაზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბ.დ) ა(ა)იპ „თიანეთის წყალი“ 155,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტების და ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება, მათთვის საჭირო ინფორმაციითა და ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის სისტემების მოვლა-შენახვა, აღდგენითი და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები. გ) ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა -90,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ფასებში გადაადგილების მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება, რომელიც მნიშვნელოვნად უადვილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას უმსუბუქებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც ხშირად უწევთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები -96,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0304) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული გზების, ქუჩების, სკვერების, ბაღების და მოვლა-შენახვის ხარჯი. დ.ა) „ტრანსპორტის შეძენა“ - 96,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული გზების, ქუჩების, სკვერების, ბაღების და პარკების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ხარჯი. ვ) დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დაფინანსება -388,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 0307) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“, რომლის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს:
ვ.ა) ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება 128,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030701) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები. ვ.ბ) დასუფთავების და ნარჩენების უტილიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა -211,1 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 030702) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები, მოსახლეობის საბინაო კომუნალური მომსახურების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დასუფთავება; ვ.გ) შიდა გზების, ხიდების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია -8,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030703) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის შიდა სარგებლობის, მუნიციპალური დანიშნულების, შიდა სასოფლო და სოფლებს შორისი გზებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობის, შეკეთების და ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის, ქუჩების და ტროტუარების თოვლისა და ყინულის საფარისაგან გაწმენდა; ასევე ხიდების, ბოგირების, მდინარეთა ჯებირებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება; ვ.დ) გარე განათების სისტემის მოწყობა-ექსპლოატაცია -9,6 ათასი ლარი (პროგრამულიკოდი 030704) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების სისტემის მოწყობა, მოვლა-შენახვის და ექსპლოატაციის ღონისძიებები ვ.ე) კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება - 24,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030705) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება გამწვანებითი სამუშაოების წარმოება, სკვერების, პარკების მოწყობა, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოწესრიგება და კეთილმოწყობა, ქარსაცავი ზოლების და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში კერძო საკუთრების გარეთ მდებარე ხეების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დაზიანებული, ექსპლოატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრა და ახლით ჩანაცვლება ვ.ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა -7,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030706) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. ზ) საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის დაფინანსება - 146,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0308). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების, ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება. 3. განათლება- 647,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ა) სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა- 647.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თექვსმეტი საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 430 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 755,6 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 153.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) ა(ა)იპ „სპორტული კლუბი თიანეთი“ – 153.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „სპორტული კლუბი თიანეთი“, რომლის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს კლუბის წევრებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და მომზადებას, სპორტული შეჯიბრებების და ასპარეზობების გამართვას. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 566,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობის. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამის ფარგლებში აგრეთვე გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა.
ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 30,0 ათასი.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 ) თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით იგეგმება კულტურული ღონისძიებების: კონცერტების, კონკურსების, მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვის, სპორტული ასპარეზობების და სახალხო დღესასწაულების მოწყობა-ორგანიზება. ბ.ბ) სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა - 50,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტი აფინანსებს სამუსიკო სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დ. თიანეთში ფუნქციონირებს ა(ა)იპ თიანეთის ნ.ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, სადაც სწავლობს 44 მოსწავლე. ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა - 125,4 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 03) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის ერთი მთავარი და 16 სასოფლო ბიბლიოთეკა. ბ.დ) კულტურის ცენტრის ხელშეწყობა - 236,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა.(ა.)ი.პ „თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომლის ფუნქციაშიც შედის, კულტურის სახლის, კულტურისა და დასვენების პარკი ,,კუჟბაღის“ და სახელოვნებო სკოლის კოორდინირება. სხვადასხვა თეატრალური და მუსიკალური ღონისძიებების, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საღამოების, საქველმოქმედო კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. ბ.ე) მუზეუმების ხელშეწყობა - 79,0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 06 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა.(ა.)ი.პ „თიანეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს მირზა გელოვანის სახელობის სახლ-მუზეუმს და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მუზეუმების დაფინანსება ხელშეუწყობს ადგილობრივი და ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბ.ვ) გაზეთი ,,თიანეთის მომავალი“ –45,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 07 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ „გაზეთი თიანეთის მომავალი“. აღნიშნული ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელებას და ზოგადად კულტურის განვითარებას. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 36,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია- მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -347,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტი ითვალისწინებს პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური გარანტიების შესაბამისი ბენეფიციარებისათვის შეთავაზება და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, პრიორიტეტის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დახმარებებით, მათი საჭიროებიდან გამომდინარე. ამ მიზნით ფინანსდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები. მათ შორის: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფა და სხვა სოციალურ ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 61,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა -285,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სამკურნალო დაწესებულებებში თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება, „C“ ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით და პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების 100%-ით დაფინანსება, დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული და შმმ ბავშვების ოჯახების დახმარება, ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების დახმარება, დედ-მამით ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება. ა(ა)იპ „უფასო სასადილო „მადლის“ დაფინანსება, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება, მუნიციპალიტეტი რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას.
ბ.ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარება - 215,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
ბ.ბ) სარიტუალო ღონისძიებების ხარჯები- 2.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე სარიტუალო ხარჯებს. თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით . ბ.გ) უფასო სასადილო - 68,4 ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ უფასო სასადილო „მადლის“ ფუნქციონირების ხარჯები. რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 46 ბენეფიციარის ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურებას. |
თავი III
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები