დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/03/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016397 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №
61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №
1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 379.6 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №
1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2 844.2 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №
1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 115.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
6.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 650.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 660.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
7.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
8.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 493,0 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 61.9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 72.1 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2.0 ათასი ლარი; დ) საჯარო სკოლების და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 357,0 ათ. ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე 2019 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“. |
9.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 8 842,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“. |
10.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 3 636,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01)“. |
11.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2 531,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02)“; „ბ.ბ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 419,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)“. |
12.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები – 778,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05)“. |
13.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები – 1 023,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 06)“. |
14.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება – 1 004,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)“. |
15.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო სკოლების ხელშწყობა – 357,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02)“. |
16.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 66,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01)“. |
17.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
„
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები