დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის #61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016406 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 990,8 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი
№1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7 266,4 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 503.4 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 398.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11 959.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12 255.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 20,2 ათასი ლარის ოდენობით.“ |
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №
1-ის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 39,8 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად. |
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 571,2 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 61.9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 72.1 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2.0 ათასი ლარი; დ) საჯარო სკოლების და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 435,2 ათ. ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე 2019 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) პუნქტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“ |
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 13 585,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“. |
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 5 557.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01)“ „ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 4 262,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02)“. |
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 568,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)“ „ბ.ე) სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა – 462,1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04)“ |
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები – 40,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04)“ „დ.ა) „ტრანსპორტის შეძენა“ – 40,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 02)“ |
16. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები – 865,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05)“ „ზ) საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის დაფინანსება – 536,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 08);“ |
17. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება – 1 121,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)“ |
18. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო სკოლების ხელშწყობა -– 452,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02)“ |
19. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 354,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00)“ |
20. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა – 287,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02)“ „ბ.ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარება – 217,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)“ |
21. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები