დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის #61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016399 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 630,8 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 7 095,4 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 260,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
6.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11 757,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12 035,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
7.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
8.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 13 234,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“ |
9.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 4 133,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02)“; „ბ.დ) ა(ა)იპ „თიანეთის წყალი“ – 163,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 07)“; „ბ.ე) სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა -473,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04)“.
|
10.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“, „ვ.ბ“ და „ვ.ე“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა) ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება – 145,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030701)“ „ვ.ბ) დასუფთავების და ნარჩენების უტილიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა 221,1 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 030702)“ „ვ.ე) კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება - 17,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030705)“.
|
11.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები – 1 823,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0306)“. |
12.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება – 1 051,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)“. |
13.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა – 669,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01)“. |
14.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 837,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00)“. |
15.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 161,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01)“; „ა.ა) ა(ა)იპ „სპორტული კლუბი თიანეთი“ – 161,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01)“. |
16.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 639,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02)“; „ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა – 127,8 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 03)“. |
17.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები