დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 74 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016477 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/12/2018 - 30/01/2019)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91–ე მუხლის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77–ე მუხლის მე–7, მე–8, მე–9, მე–10 პუნქტებისა და 78–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, განიხილა რა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, ქალაქ ქუთაისის მუნიიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
თ ა ვ ი I
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი წინამდებარე რედაქციით. თ ა ვ ი II ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი. (ათას ლარებში)
მუხლი 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება.
მუხლი 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები.
მუხლი 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები.
მუხლი 6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები.
მუხლი 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები.
მუხლი 8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები.
მუხლი 9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება. 1. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6198.2 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით:
2. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 4000.0 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია.
მუხლი 11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო.
მუხლი 12. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება.
შენიშვნა: აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად 2019 წლის ბიუჯეტში წლიური გეგმა განისაზღვრა 940.0 ათასი ლარის ოდენობით, აქედან: ქალაქ ქუთაისის მერიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ქალაქ ქუთაისში 2004–2005 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფარად 790.0 ათასი ლარი. წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 150.0 ათასი ლარი. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2018 წლის ბოლოს შეადგენს 5814.0 ათას ლარს. თ ა ვ ი III ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 13. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები. 1. ინფრასტრუქტურა (პოგრამული კოდი 02 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01).
ა.ა) ქვეპროგრამა: გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01).
ა.ბ) ქვეპროგრამა: გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 02).
ა.გ) ქვეპროგრამა: სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 01 03).
ა.დ) ქვეპროგრამა: საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 01 04).
ბ) პროგრამა: გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03).
ბ.ა) ქვეპროგრამა: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 03 01).
ბ.ბ) ქვეპროგრამა: კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში (პროგრამული კოდი 02 03 02).
გ) პროგრამა: მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04).
გ.ა) ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი იჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 01).
გ.ბ) ქვეპროგრამა: ადმინისტრაციული ორგანოების შენობების მშენებლობა რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 02 04 03).
დ) პროგრამა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება (პროგრამული კოდი 02 05).
დ.ა) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურა (პროგრამული კოდი 02 05 03).
დ.ბ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 05 05).
დ.გ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა–გადაცემა (პროგრამული კოდი 02 05 07).
დ.დ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფში დამდგარი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 05 08).
ე) პროგრამა: ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 06).
ე.ა) ქვეპროგრამა: ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 06 01).
ე.ბ) ქვეპროგრამა: ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, თავისუფალი ინიციატივების განხორციელება (პროგრამული კოდი 02 06 02).
ე.გ) ქვეპროგრამა: მემორიალური დაფებისა და პანთეონის მოვლა – პატრონობა (პროგრამული კოდი 02 06 03).
ე.დ) ქვეპროგრამა: სადღესასწაულო ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 02 06 06).
ე.ე) ქვეპროგრამა: შადრევან–აუზების ექსპლუატაცია – რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 06 07).
ვ) პროგრამა: საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა (პროგრამული კოდი 02 10).
ზ) პროგრამა: საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 11).
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პოგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, უპატრონო ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, მცენარეთა ფიტოსანიტარული მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა. ა) პროგრამა: ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი 03 01).
ბ) პროგრამა: მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობა, განვითარება (პროგრამული კოდი 03 02).
ბ.ა) ქვეპროგრამა: ქალაქის გამწვანების მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01).
ბ.ბ) ქვეპროგრამა: ხე–მცენარეების გადაბელვა (პროგრამული კოდი 03 02 02).
გ) ქვეპროგრამა: უპატრონო ცხოველების ოპერირება (პროგრამული კოდი 03 04).
3. განათლება (ორგანიზაციული კოდი 04 00): საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს ქალაქის საგანმანათლებლო–სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, გენდერული საკითხებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღქმას, ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო–სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას; ურბანული კულტურის განვითარებას; პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა. ა) პროგრამა: სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 04 01).
ბ) პროგრამა: განათლების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 03).
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (ორგანიზაციული კოდი 05 00): ქალაქის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. პრიორიტეტის მიზანია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და სხვა სტრუქტურებში საქმიანობის შესწავლა პრაქტიკის მიღების მიზნით. ა) პროგრამა: სპორტის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 01).
ა.ა) ქვეპროგრამა: სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01).
ა.ბ) ქვეპროგრამა: კალათბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 02).
ა.გ) ქვეპროგრამა: ხელბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 03).
ა.დ) ქვეპროგრამა: ქალთა ფეხბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 04).
ა.ე) ქვეპროგრამა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ფუნქციონირების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 05).
ა.ვ) ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 09).
ა.ზ) ქვეპროგრამა: სხვადასხვა სახეობის სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა – რეაბილიტაცია – ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 05 01 10).
ბ) პროგრამა: კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02).
ბ.ა) ქვეპროგრამა: კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01).
ბ.ბ) ქვეპროგრამა: ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02).
ბ.გ) ქვეპროგრამა: ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03).
ბ.დ) ქვეპროგრამა: კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 06).
გ) ქვეპროგრამა: ახაგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03).
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 06 00): მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრისის შექმნა და ამ მხრივ სოციალური ფონის გაუმჯობესება. ა) პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01).
ა.ა) ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა (პროგრამული კოდი 06 01 01).
ა.ბ) ქვეპროგრამა: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02).
ა.გ) ქვეპროგრამა: სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03).
ა.დ) ქვეპროგრამა: ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 04).
ა.ე) ქვეპროგრამა: ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05).
ბ) პროგრამა: სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02).
ბ.ა) ქვეპროგრამა: სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01).
ბ.ბ) ქვეპროგრამა: მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02).
ბ.გ) ქვეპროგრამა: სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03).
ბ.დ) ქვეპროგრამა: სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 04).
ბ.ე) ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 05).
ბ.ვ) ქვეპროგრამა: განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა (პროგრამული კოდი 06 02 06).
ბ.ზ) ქვეპროგრამა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07).
ბ.თ) ქვეპროგრამა: უფასო მგზავრობა (პროგრამული კოდი 06 02 08).
ბ.ი) ქვეპროგრამა: უფასო კვება (პროგრამული კოდი 06 02 09).
ბ.კ) ქვეპროგრამა: კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10).
ბ.ლ) ქვეპროგრამა: ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომა (პროგრამული კოდი 06 02 11).
ბ.მ) ქვეპროგრამა: შინმოვლა (პროგრამული კოდი 06 02 12).
ბ.ნ) ქვეპროგრამა: სოციალური საცხოვრისის მშენებლობა (პროგრამული კოდი 06 02 13).
ბ.ო) ქვეპროგრამა: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 14).
ბ.პ) ქვეპროგრამა: შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება / თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 15).
ბ.ჟ) ქვეპროგრამა: შშმ ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 16).
ბ.რ) ქვეპროგრამა: მარტოხელა მშობელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17).
ბ.ს) ქვეპროგრამა: ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 18).
ბ.ტ) ქვეპროგრამა: საქართველოს „SOS“ ბავშვთა სოფლის მიერ განხორციელებული პროექტის – დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 19).
ბ.უ) ქვეპროგრამა: შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 20).
ბ.ფ) ქვეპროგრამა: გადაუდებელი რეაგირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 21).
ბ.ქ) ქვეპროგრამა: მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების (ნულოვანი მხედველობის) მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობი პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 22).
6. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 07 00): ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს, სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ხელშეწყობას; ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებასა და პოპულარიზაციას; უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესებას ქალაქის მიმართ; ქუთაისის, რეგიონის ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობას; გენერალური განვითარების გეგმის ცალკეული კომპონენტების მომზადებას; მუნიციპალური ქონების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას. ა) პროგრამა: თვითმმართელობის ქონების რეგისტრაციის, დაცვისა და ბალანსზე აყვანის პროგრამა (პროგრამული კოდი 07 01).
ბ) პროგრამა: ქალაქის გენერალური გეგმის შედგენა (პროგრამული კოდი 07 02).
გ) პროგრამა: ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 07 03).
დ) პროგრამა: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 04).
|
დოკუმენტის კომენტარები