დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის № 74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 125 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016528 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის № 74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2018, №190020020.35.123.016477) და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„თ ა ვ ი I ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი წინამდებარე რედაქციით. თ ა ვ ი II ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი (ათას ლარებში)
მუხლი 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
მუხლი 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
მუხლი 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
მუხლი 8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
მუხლი 9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 19800.6 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით:
2. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 4250.0 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
მუხლი 12. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
შენიშვნა: აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად 2019 წლის ბიუჯეტში წლიური გეგმა განისაზღვრა 469.0 ათასი ლარის ოდენობით, აქედან: ქალაქ ქუთაისის მერიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ქალაქ ქუთაისში 2016–2018 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფარად 790.0 ათასი ლარი, წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 91.0 ათასი ლარი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2018 წლის ბოლოს შეადგენს 5814.0 ათას ლარს. თ ა ვ ი III ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 13. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები 1. ინფრასტრუქტურა (პროგრამული კოდი 02 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01)
ა.ა) ქვეპროგრამა: გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01)
ა.ბ) ქვეპროგრამა: გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 02)
ა.გ) ქვეპროგრამა: სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია -მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 01 03)
ა.დ) ქვეპროგრამა: საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 01 04)
ბ) პროგრამა: გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03)
ბ.ა) ქვეპროგრამა: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 03 01)
ბ.ბ) ქვეპროგრამა: კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში (პროგრამული კოდი 02 03 02)
გ) პროგრამა: მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04)
გ.ა) ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი ოჯახების ავარიული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04 01)
გ.ბ) ქვეპროგრამა: საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცა (პროგრამული კოდი 02 04 02)
გ.გ) ქვეპროგრამა: ადმინისტრაციული ორგანოების შენობების მშენებლობა-რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 02 04 03)
დ) პროგრამა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება (პროგრამული კოდი 02 05)
დ.ა) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 05 01)
დ.ბ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 05 02)
დ.გ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურა (პროგრამული კოდი 02 05 03)
დ.დ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 05 04)
დ.ე) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 05 05)
დ.ვ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 05 06)
დ.ზ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა (პროგრამული კოდი 02 05 07)
დ.თ) ქვეპროგრამა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამდგარი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 05 08)
ე) პროგრამა: ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 06)
ე.ა) ქვეპროგრამა: ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 06 01)
ე.ბ) ქვეპროგრამა: ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით თავისუფალი ინიციატივების განხორციელება (პროგრამული კოდი 02 06 02)
ე.გ) ქვეპროგრამა: მემორიალური დაფებისა და ძეგლების მოწყობა (პროგრამული კოდი 02 06 03)
ე.დ) ქვეპროგრამა: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 06 05)
ე.ე) ქვეპროგრამა: სადღესასწაულო ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 02 06 06)
ე.ვ) ქვეპროგრამა: შადრევან–აუზების ექსპლოატაცია – რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 06 07)
ვ) პროგრამა: სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება (პროგრამული კოდი 02 09)
ზ) პროგრამა: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 10)
თ) პროგრამა: საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 02 11)
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, უპატრონო ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, მცენარეთა ფიტოსანიტარული მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა. ა) პროგრამა: ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი 03 01)
ბ) პროგრამა: მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება (პროგრამული კოდი 03 02)
ბ.ა) ქვეპროგრამა: ქალაქის გამწვანების მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
ბ.ბ) ქვეპროგრამა: ხე-მცენარეების გადაბელვა (პროგრამული კოდი 03 02 02)
გ) ქვეპროგრამა: უპატრონო ცხოველების ოპერირება (პროგრამული კოდი 03 04)
3. განათლება (ორგანიზაციული კოდი 04 00): საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს ქალაქის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, გენდერული საკითხებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღქმას, ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას; ურბანული კულტურის განვითარებას; პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა. ა) პროგრამა: სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 04 01)
ბ) პროგრამა: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 04 02)
გ) პროგრამა: განათლების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 03)
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (ორგანიზაციული კოდი 05 00): ქალაქის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვასა და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასა და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა, ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. პრიორიტეტის მიზანია, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და სხვა სტრუქტურებში საქმიანობის შესწავლა პრაქტიკის მიღების მიზნით. ა) პროგრამა: სპორტის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 01)
ა.ა) ქვეპროგრამა: სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ა.ბ) ქვეპროგრამა: კალათბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 02)
ა.გ) ქვეპროგრამა: ხელბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 03)
ა.დ) ქვეპროგრამა: ქალთა ფეხბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05 01 04)
ა.ე) ქვეპროგრამა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ფუნქციონირების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 05)
ა.ვ) ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 09)
ა.ზ) ქვეპროგრამა: სხვადასხვა სახეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 05 01 10)
ბ) პროგრამა: კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02)
ბ.ა) ქვეპროგრამა: კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
ბ.ბ) ქვეპროგრამა: ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02)
ბ.გ) ქვეპროგრამა: ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03)
ბ.დ) ქვეპროგრამა: კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 06)
გ) პროგრამა: ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03)
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 06 00): მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ, მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრისის შექმნა და ამ მხრივ სოციალური ფონის გაუმჯობესება. ა) პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01)
ა.ა) ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა (პროგრამული კოდი 06 01 01)
ა.ბ) ქვეპროგრამა: მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 02)
ა.გ) ქვეპროგრამა: სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03)
ა.დ) ქვეპროგრამა: ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 04)
ა.ე) ქვეპროგრამა: ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05)
ბ) პროგრამა: სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
ბ.ა) ქვეპროგრამა: სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01)
ბ.ბ) ქვეპროგრამა: მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02)
ბ.გ) ქვეპროგრამა: სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ბ.დ) ქვეპროგრამა: სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 04)
ბ.ე) ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 05)
ბ.ვ) ქვეპროგრამა: განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა (პროგრამული კოდი 06 02 06)
ბ.ზ) ქვეპროგრამა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07)
ბ.თ) ქვეპროგრამა: უფასო მგზავრობა (პროგრამული კოდი 06 02 08)
ბ.ი) ქვეპროგრამა: უფასო კვება (პროგრამული კოდი 06 02 09)
ბ.კ) ქვეპროგრამა: კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10)
ბ.ლ) ქვეპროგრამა: ლეიკოზიითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომა (პროგრამული კოდი 06 02 11)
ბ.მ) ქვეპროგრამა: შინმოვლა (პროგრამული კოდი 06 02 12)
ბ.ნ) ქვეპროგრამა: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 14)
ბ.ო) ქვეპროგრამა: შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება / თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 15)
ბ.პ) ქვეპროგრამა: შშმ ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 16)
ბ.ჟ) ქვეპროგრამა: მარტოხელა მშობელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17)
ბ.რ) ქვეპროგრამა: ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 18)
ბ.ს) ქვეპროგრამა: საქართველოს „SOS ბავშვთა სოფლის“ მიერ განხორციელებული პროექტის – „დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 19)
ბ.ტ) ქვეპროგრამა: შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 20)
ბ.უ) ქვეპროგრამა: გადაუდებელი რეაგირება (პროგრამული კოდი 06 02 22)
ბ.ფ) ქვეპროგრამა: მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების (ნულოვანი მხედველობის) მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 23)
6. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 07 00): ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების ხელშეწყობას, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას და პოპულარიზაციას, უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესებას ქალაქის მიმართ; ქუთაისის, რეგიონის ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობას, გენერალური განვითარების გეგმის ცალკეული კომპონენტების მომზადებას, მუნიციპალური ქონების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას. ა) პროგრამა: თვითმმართველობის ქონების რეგისტრაცია, დაცვა და ბალანსზე აყვანა (პროგრამული კოდი 07 01)
ბ) პროგრამა: ქალაქის გენერალური გეგმის შედგენა (პროგრამული კოდი 07 02)
გ) პროგრამა: ეკონომიკის სტიმულირება და ბიზნესის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 03)
დ) პროგრამა: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 04)
თ ა ვ ი IV ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 15. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 235.0 ათასი ლარი მიიმართოს: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 220.0 ათასი ლარის ოდენობით. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10,0 ათასი ლარის ოდენობით. "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯების დასაფინანსებლად 5.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 16. დადგინდეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. მუხლი 17. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ, გადახდების განხორციელების წესის შესახებ, ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 18. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს, რაც ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს 9,8 %-ს. მუხლი 19. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება – გადამზადებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყოფილია 50.0 ათასი ლარი. მუხლი 20. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ასიგნებაში ასახული ხარჯების განაწილება მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებზე – სამსახურებზე განხორციელდება საერთო ასიგნების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 21. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შეიქმნეს სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 572.0 ათასი ლარის ოდენობით, რაც კანონით განსაზღვრულ 2%-ს არ აღემატება და შეადგენს წლიური დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 0,7%-ს, რომელსაც განკარგავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 22. წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვროს 91,0 ათასი ლარი, ხოლო თანხების გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 23. გათვალისწინებულ იქნეს, რომ ქალაქ ქუთაისში, 2015-2018 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის (ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, ააიპ „სპეციალური სერვისებისათვის" შეძენილი სპეც. ტექნიკა) აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი) განსაზღვრულია 790,0 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ. მუხლი 24. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №125 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 25. ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურის ღონისძიებების პროგრამაში საგამომცემლო მომსახურების შემთხვევაში გამოცემულ ჟურნალებზე/წიგნებზე აუცილებლად მიეთითოს, რომ ბეჭდვა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ, ტირაჟის ოდენობა და მუნიციპალიტეტის ლოგო. ტირაჟის არაუმეტეს, 50%-სა, უნდა გადმოეცეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამის სამსახურთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მუხლი 26. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოთ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. მუხლი 27. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ სხვადასახვა პროგრამაში, სოციალური მდგომარეობის სარეიტინგო ქულების გაანგარიშება და გათვალისწინება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სარეიტინგო ქულების სისტემის შესაბამისად. მუხლი 28. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ დამტკიცებული ასიგნებებიდან დაფინანსდეს მხოლოდ ქალაქის ნაკრები გუნდები (სპორტსმენები და მწვრთნელები), სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კალენდარით გათვალისწინებულ ტურნირებში: ქვეყნის პირველობა, ქვეყნის თასი, ქვეყნის ჩემპიონატი. შესაბამისად, აიკრძალოს სხვადასხვა კომერციული ხასიათის ტურნირებისა და საერთაშორისო ტურნირებში (საზღვარგარეთ) მონაწილეობის დაფინანსება. მუხლი 29. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და კულტურის ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დაფინანსება სამუსიკო-სახელოვნებო სფეროში განხორციელდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სხვა საერთაშორისო უწყებების მიერ განხორციელდებულ კონკურსებსა და ღონისძიებებში. მუხლი 30. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გასული წლის შეუსრულებელი ვალდებულებების დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეპროგრამიდან, ასევე, შესაბამისი პროგრამებიდან.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები