დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 58 |
დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016349 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2018 - 02/02/2018)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი, დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს. მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას. 3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა). მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; 3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; 4. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა; 5. სოციალურად დაუცველი და დევნილთა ოჯახების დახმარება; 6. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ და უგზო - უკვლოდდაკარგულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა. 7. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით მომსახურებაში; 8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება; 9. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა; 10. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის,ხანდაზმულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათი სოციალური ინტეგრაცია; 11. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფარით (ბინის ქირის უზრუნველყოფა) 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმელებით დაავადებული მოქალაქეები რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე , მათი ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა. მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: 1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა; 2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება; 3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა; 4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარების პრიორიტეტებია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი; 2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი; 3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის მშობელი- მამა, დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ; 5. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი; 6. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომრის ოჯახი; 7. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი; 8. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი. (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი); 9. ოჯახი რომლის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 150 000 -მდე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობის (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა), თანადაფინასება; 10. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან არ გააჩნია თავშესაფარი.მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფარით. 11. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. 12. ჰემო - დიალიზზე მყოფ მოქალაქეები. 13. უდედმამო ბავშვთა ოჯახები. მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება: ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება. გ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა დასხვა ღონისძიებების ხელშეწყობა. 2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა: ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯი; ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში ფინანსური დახმარება. (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე ). 3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. 4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით სათბობით უზრუნველყოფა. 5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება. 9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი. 10.საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. 11. ჰემო - დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველყოფა. 12. უდედმამო ბავშვთა ოჯახების დაცვა. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 613 000 (ექვსას ცამეტი ათასი) ლარი. მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 4. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება . ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ; 5.ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი. დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ; 6. მრავალშვილიანი დედა, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი : ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. 7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; ე) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტსტუსის დადგენის შესახებ; ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. 8. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ოჯახისათვის: 8.1 ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 8.2. ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში: ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან. 9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ. 10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია; ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; 11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სადაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0 დან -150 000- მდე. ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას,უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას. ზ) ხელშეკრულება (დავალიანების გადახდის თაობაზე) 12. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად: ა) განცხადება; ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ; დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი; ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ზ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; თ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება. 13. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი საშუალებით უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; 15. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი); დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას. ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ 15. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე); ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ 16. ამ მუხლის პირველი, მე-2; მე-4; მე-8; მე-9; მე-11; მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა ,,სოციალური დახმარების მისაღებად“ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 10(ათი ) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 4. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 5. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი. 6. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას ერთჯერადად წლიური დახმარების თანხა-500(ხუთასი) ლარი 7. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 400 ლარი. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე: ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი; ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში არა უმეტეს -100 ლარი. 9. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით(ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით) არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა- 100 ლარი. 10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი. 11. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარუი მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 700 ლარი. მკურნალობა დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ღირებულებიდან გამომდინარე, კერძოდ 1400 ლარამდე ღირებულების 50%-ით; ხოლო 1400 ლარიდან ზევით - 700 ლარით. 12. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად წლის განმავლობაში. 13. ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ყველაზე დაბალი ქულის მქონე 0-დან 65 00 ქულის მქონე მოქალაქეები -100 ლარი. 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი. 15. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - 100 ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი). 16. უდედმამო ბავშვები ( 18 წლამდე) -50 ლარი ყოველთვიურად. მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. თავი IV სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია: 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით). 2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება. 3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე. 4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება. 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას . 6. 2017 წლის ბოლოს და 2018 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე(18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე ვინც ისარგებლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამით და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მომართვების საფუძველზე. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. 9. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით. მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება. 2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2018 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა. 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16. პროგრამის განხორცილების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად: 1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი. 2. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები. 3. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა. 4. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა დანართი №2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
|
დოკუმენტის კომენტარები