,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016364
14
02/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010250050.35.167.016364
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2018 წლის 2 თებერვალი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის  №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/01/18, 010250050.35.167.016349).
მუხლი 2
დადგენილებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  მუხლი:

„მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 1 დეკემბრის  №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/12/17წ., 010250050.35.167.016334).“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს , მიმღებთა(ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისათვის განსაზღვრულია – 507 000 (ხუთას შვიდი ათასი) ლარი , ხოლო ჯანდაცვის პროგრამისათვის – 106 000(ას ექვსი ათასი) ლარი ჯამში ,,მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია 613 000 (ექვსას ცამეტი ათასი) ლარით.“.

3. მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (მგზავრობის ხარჯი) . “.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).“.

5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.

6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საორგანიზაციო ნაწილში - მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.

მუხლი 4
დადგენილებით  დამტკიცებულული №2 დანართის  3.2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 3.2

ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

100 ლარი

 

ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის წლის განმავლობაში ყოველთვიურად

100  ლარი (მგზავრობის ხარჯი)

 

 

                                                                                                      “

 

მუხლი 5
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია