„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016384
34
27/04/2018
ვებგვერდი, 03/05/2018
010250050.35.167.016384
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2018 წლის 27 აპრილი

ქ.ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/12/2017,  010250050.35.167.016349).
მუხლი 2
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  2018   წლის  პროგრამა  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის    მოსახლეობის  ჯანმრთელობისა  და  სოციალური დაცვის პროგრამის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.“.

2. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი მოქალაქეები.“.

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.“.

4. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 522 900 (ხუთას ოცდაორი ათას ცხრაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 106 000 (ასექვსი ათასი) ლარი, ჯამში „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია 628 900 (ქვსას ოცდარვა  ათას ცხრაასი) ლარით.“.

7. მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის  შემადგენლობის შესახებ;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის  ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.“.  

8. მე-9  მუხლის  მე-15  პუნქტი  ,,უდედმამო ბავშვები“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„151.  უდედმამო ბავშვები (18 წლამდე):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;  

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“.

9. მე-10 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა  0-დან  65 000-მდე და თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინასებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად 100 ლარი აბონენტის სარეგისტრაცო ნომერზე.“.

10. მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).“.

11. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.“.

მუხლი 3

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58  დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დანართი №2

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერიის  მოსახლეობის  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  პროგრამის 2018  წლის ბიუჯეტი  და  რეალიზაციის ვადა

 დასახელება

სოციალური  დახმარების
 მოცულობა  /ლარი /

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1

უფასო კვების
ობიექტის დაფინანსება

 

90 000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

106 000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

 სოციალურად  დაუცველი მოსახლეობის  დახმარება , მათ შორის :

190 000 ლარი

 

3.1

სამედიცინო კვლევებისა და
სტაციონარული მომსახურების
 თანადაფინანსება

არა უმეტეს 700 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ

3.2

ჰემოდიალიზზე და პერიტონეალურ დიალიზზე  მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

100 ლარი

 

ყოველთვიურად მთელი  წლის განმავლობაში

3.3

გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად   და უსახლკაროდ დარჩენილ
 ოჯახთა საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა )

არა უმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად

 

წლის  განმავლობაში

3.4

ობოლი და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი

10 ლარი ყოველთვიურად

 

პროგრამის შესაბამისად

3.5

მარტოხელა   მშობელი , რომელსაც
 ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

10 ლარი ყოველთვიურად

 

პროგრამის შესაბამისად

3.6

100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

3.7

უდედმამო ბავშვთა ოჯახი

50 ლარი

 

ყოველთვიურად

4

უმწეო  ხანდაზმულთა სოციალური  რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება

 

 35 000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

5

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება .

35 900 ლარი

პროგრამის შესაბამისად .

საახალწლოდ ბავშვებისათვის ტკბილეულის

პაკეტების შეძენა

5.1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა

10 ლარი ყოველთვიურად

5.2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი 18 წლამდე

 

10 ლარი ყოველთვიურად

5.3

 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე , სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება , საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება , სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა (თანადაფინასება )

23 100 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

6

მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

115 000 ლარი

 

6.1

მრავალშვილიანი ოჯახები ,
რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი
არასრულწლოვანი შვილი ,
 ფულადი დახმარება

400 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

6.2

ტყუპი შვილის შეძენისას

             500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

6.3

ახალდაბადებულ ბავშვთა
 ოჯახების ერთჯერადი
ფულადი დახმარება პირველ და მეორე ბავშვზე

200 ლარი

 

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

7

იძულებით გადაადგილებულ
პირთა (დევნილთა ) დახმარება

 

7 000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

8

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა
ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

დაკრძალვის სარიტუალო
ხარჯებისათვის
250 ლარი

2000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

სადღესასწაულო ღონისძიებების
დაფინანსება

 

არა უმეტეს 100 ლარისა                           

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

9

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ,
ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის )

250 ლარი

3000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

10

უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან /და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება

 

40 000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

 

სულ

628 900 ლარი

 

“.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ღამბაშიძე