დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016429 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2019 - 04/10/2019)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი, დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №58 დადგენილება(www.matsne.gov.ge, 04/01/2018, 010250050.35.167.016349). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2019 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
№1
|
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამა |
პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას. 3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონალურ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა). მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; 3. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; 4. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, დედ-მამით ობოლი ბავშვების; ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა; 5. დევნილთა ოჯახების დახმარება; 6. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა. 7. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით მომსახურებაში; 8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება; 9. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა; 10. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათი სოციალური ინტეგრაცია; 11. უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფრით (ბინის ქირის უზრუნველყოფა). 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმელებით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე, მათი ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა. 13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა. 14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, დედით და მამით ობოლი და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები; 15. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18(წლამდე) ასაკის პაციენტები. 16. უსინათლო ოჯახების სოციალური დაცვა. მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: 1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; 2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება; 3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა; 4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.
თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარების პრიორიტეტებია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახები; 2. უსინათლოთა ოჯახები; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთაო ჯახები; 4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი; 5. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი; 6. მარტოხელა მშობლები, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი; 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მეომრის ოჯახი. 8. იძულებით გადაადგილებულ პ ირთა ( დევნილთა) ოჯახი; 9. მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირები (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი); 10 . ოჯახი რომლის წევრები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობის (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა), თანადაფინანსება; 11. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფებით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 12. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. 13. ჰემო – დიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფი მოქალაქეები. 14. უდედმამო ბავშვთა ოჯახები. 15. მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით ობიექტებში. 16. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 (წლამდე) ასაკის პაციენტები. 17. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები; 18. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები; 19. დედით და მამით ობოლი 18-დან 25 წლამდე სტუდენტები. მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება: ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა. დ) უსინათლო პირთა დახმარება; 2. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა: ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯი; ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში ფინანსური დახმარება. (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახები). 3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. 4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება. 5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, უდედმამო ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახების სოციალური და ყოფითი (ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება. ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში) პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 7.სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება. 9. უფასო კვების ობიექტებისათვის ბენეფიციარების შერჩევა და შემდგომი მონიტორინგი. 10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. 11. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში. 12. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადებულ ბავშვთა დახმარება. 13. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (პირველი ჯგუფის) მქონე სტუდენტების ერთჯერადი დახმარება. 14. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ერთჯერადი დახმარება. 15. დედით და მამით ობოლი სტუდენტის ერთჯერადი დახმარება.
თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია - 617 780 (ექვსას ჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 106 000 (ას ექვსი ათასი) ლარი, ჯამში „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 723 780 (შვიდას ოცდა სამიათას შვიდას ოთხმოცი) ლარი. მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი N2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია ა) სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; (საჭიროების შემთხვევაში) 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი; ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; (საჭიროების შემთხვევაში). 3. უსინათლო ოჯახებისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) საბანკო რეკვიზიტი. 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; (საჭიროების შემთხვევაში) ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ზ) საბანკო რეკვიზიტი. 5. ახალშობილთა ოჯახზე (პირველი და მეორე შვილი). ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ; 6. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი. დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ; 7. მრავალშვილიანი ოჯახი , რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი; ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ,“ საჭიროების მიხედვით. ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ვ) საბანკო რეკვიზიტი 8. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; ე) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ; ვ) სს. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. თ) საბანკო რეკვიზიტი. 9. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახისათვის: 9.1 მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 9.2. სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში: ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან. 10. იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ. ე) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 11. მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია; ბ) პირადობის მოწმობის ასლი /პირზე რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; 12. ოჯახისათვის, რომლის წევრები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია; ე) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას. ვ) ხელშეკრულება (დავალიანების გადახდის თაობაზე); ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. 13. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ა) განცხადება; ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში , ავარიული სახლის შესახებ; დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ვ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ზ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება; თ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 14. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულების შესახებ; დ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; (საჭიროების შემთხვევაში) 15. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 16. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი); დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას. ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ 17. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე); ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ 18. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები“(ფენილკეტონურია; ცელიაკი ) ა) განცხადება (მშობლის; მეურვის; დედმამიშვილის). ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ვ) ანგარიშ-ფაქტურა; 19. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (პირველი ჯგუფი) მქონე სტუდენტების დახმარება; ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტუდენტის მოწმობა; დ) ცნობა შესაბამისი უმაღლეს სასწავლებლიდან; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან; ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ზ) საბანკო რეკვიზიტი 20. დედით და მამით ობოლი სტუდენტების დახმარება; ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტუდენტის მოწმობა; დ) ცნობა შესაბამისი უმაღლეს სასწავლებლიდან; ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ზ) საბანკო რეკვიზიტი. 21. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების დახმარება; ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტუდენტის მოწმობა; დ) ცნობა შესაბამისი უმაღლეს სასწავლებლიდან ორივე სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“ ვ) საბანკო რეკვიზიტი მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) -10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 3. უსინათლოთა დახმარება ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 100 ლარის ოდენობით 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთიან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; აგრეთვე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა - 200 ლარის ოდენობით. 5. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი – 10(ათი) ლარი ყოველ თვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; აგრეთვე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა -200 ლარის ოდენობით. 6. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100 ლარი და ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი. 7. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას ერთჯერადად ფულადი დახმარების თანხა – 500(ხუთასი) ლარი. 8. ყველა ახალშობილზე რომელიც დაიბადება 2019 წლის განმავლობაში გადაეცემა „ახალშობილის კალათი“. 9 მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 400 ლარი, ხოლო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა – 200 ლარის ოდენობით. 10 . სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე: ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი; ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში არა უმეტეს -150 ლარი. 11. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 10 (ათი) ლარი ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში. 12. ოჯახზე, რომლის წევრები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – გამოკვლევას ან სტაციონალურ მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით განესაზღვრება 100 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის 100%; 100 ლარს ზევით 200 ლარამდე მოთხოვნის შემთხვევაში – 100 ლარი; 200 ლარს ზევით ასანაზღაურებელი თანხის 50% არაუმეტეს – 500 ლარისა. 13. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის(მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად წლის განმავლობაში. 14. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე დათბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად 100 ლარი აბონენტის სარეგისტრაციო ნომერზე. 15. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი. 16. ჰემო-დიალიზზე და პერიტონიალური დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის – მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება). 17. უდედმამო ბავშვები ( 18 წლამდე) თითოეულზე -50 ლარი ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში. 18. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები დაფინანსდებიან წელიწადში ერთჯერადად -500 ლარის ოდენობით. 19. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დაფინანსება ერთჯერადად – 300 ლარის ოდენობით. 20. დედით და მამით ობოლი სტუდენტების დაფინანსება ერთჯერადად – 300 ლარის ოდენობით. 21. მაღალი აკადემიური მოსწრების (91 დან 100 ქულის) მქონე სტუდენტების დაფინანსება ერთჯერადად – 300 ლარის ოდენობით. მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად ბენეფიციარების რაოდენობის გათვალისწინებით.. 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
თავი IV სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი, შეფასების კრიტერიუმები და შედეგები მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია: 1. სოციალური დახმარების გასაცემად შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით). 2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 3. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე. 4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან სამი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება. 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მის კანონიერ წარმომადგენელზე რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას . 6. 2018 წლის ბოლოს და 2019 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე(18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე, ვინც ისარგებლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამით და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 8.სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. 9. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, უზრუნველყოფილი იქნება ბინის ქირით. მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. 2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური. მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2019 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა. 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16. პროგრამის განხორცილების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად: 1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი. 2. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები. 3. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 4. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.
დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები