საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016119
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
98
16/06/2017
ვებგვერდი, 19/06/2017
310150000.54.066.016119
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/06/2017 - 21/06/2019)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №98

2017 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის” შეთანხმების და საქართველოს საჰაერო კოდექსის  581 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული  „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი“.
მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

 


სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია



 საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო
1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოზე, რომელიც კომერციული მიზნით, საკუთრებაში არსებული და/ან იჯარით აღებული საჰაერო ხომალდით ახორციელებს მგზავრის გადაყვანას, ფოსტის და/ან ტვირთის გადაზიდვას.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ საწარმოზე, რომელიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს  ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით, ან ასრულებს სასწავლო და/ან ლოკალურ ფრენებს.

 


მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა” (შემდგომში მოწმობა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრების,  ფოსტის და/ან ტვირთის გადაზიდვის მიზნით განხორციელებული ფრენა ან ფრენების თანმიმდევრობა;

გ) „ლოკალური ფრენა” ფრენა, რომელიც არ მოიცავს მგზავრების, ფოსტის და/ან ტვირთის გადაზიდვას სხვადახვა აეროპორტებს შორის ან სხვა ნებადართულ დასაფრენ პუნქტებში (როდესაც საჰაერო ხომალდის  აფრენისა და დაფრენის პუნქტი არის ერთი და იგივე);

დ) „ავიაგადამზიდველი” მოწმობის მფლობელი საწარმო;

ე) „ბიზნესგეგმა” განსახილველი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დაგეგმილი კომერციული საქმიანობის დეტალური აღწერა, კერძოდ,  ბაზრის მოსალოდნელი განვითარების, განსახორციელებელი ინვესტიციების და სავარაუდო შემოსავლების და ხარჯების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაციის ფინანსური და ეკონომიკური  ანალიზი.

ვ) „რეგულარული საჰაერო მიმოსვლა” ფრენების ერთობლიობა, რომლებსაც გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:

ვ.ა)  თითოეული ფრენისას ადგილები და/ან კომერციული ტევადობა  ტვირთის და/ან ფოსტის გადაზიდვისათვის ხელმისაწვდომია საზოგადოების მიერ  ინდივიდუალური შესყიდვისათვის (უშუალოდ ავიაგადამზიდისაგან ან უფლებამოსილი აგენტებისაგან);

ვ.ბ) ფრენის შესრულება ხორციელდება ორ ან მეტ ერთსა და იმავე აეროპორტს შორის    გამოქვეყნებული განრიგის შესაბამისად;

ზ) „საქმიანობის ძირითადი ადგილი” – საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები,  ოპერირების დაგეგმვა და ფრენის ვარგისობის შენარჩუნების მართვა;

 თ) „საჰაერო ხომალდის იჯარის ხელშეკრულება ეკიპაჟის გარეშე მშრალი ლიზინგი” საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია წარმოებს მოიჯარის ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის (AOC) შესაბამისად;

ი) „საჰაერო ხომალდის იჯარის  ხელშეკრულება ეკიპაჟით სველი ლიზინგი” ავიაგადამზიდველებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია წარმოებს მეიჯარის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის (AOC) შესაბამისად.

კ)  „ა“კატეგორიის საწარმო საწარმო, რომელიც ახორციელებს იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის  ან აღემატება 20-ს;

ლ)  „ბ“ კატეგორიის საწარმო საწარმო, რომელიც ახორციელებს  იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე და/ან რომლის ადგილების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე;

მ) წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.


მუხლი 3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა და მოწმობის გაცემის პირობები
1.საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.

2. მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში სააგენტო).

3. მოწმობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის:

ა) საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ან/და სახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს,

ბ) მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ცალკე ან სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს;

გ) მას აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატი;

დ) მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, პირველ 3 თვეში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;

ე) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია, რომელიც გულისხმობს:

ე.ა)  მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური დანაშაულისთვის ან ისეთი ქმედებისთვის ნასამართლობას, რომელმაც მისი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია;

ე.ბ) მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის ნასამართლობას;

ე.გ) აღნიშნული პირის ბრალეული ქმედების შედეგად მეწარმე სუბიექტი წარსულში გამოცხადებულ იქნა გადახდისუუნაროდ.

4. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეების ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა წარმომავლობის (წევრი) სახელმწიფოს ან იმ წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ეკვივალენტური დოკუმენტები,  სადაც მდებარეობს მოცემული პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღნიშნული დოკუმენტების გაცემიდან სამი თვის განმავლობაში.

5.   ის საწარმო,  რომელიც ფლობს 2017 წლის 1 ივლისამდე გაცემულ   საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს, ვალდებულია მოწმობის მისაღებად წარადგინოს  დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება  „ბ“ კატეგორიის საწარმოზე, იმ პირობით, რომ აღნიშნული საწარმო დაასაბუთებს, რომ მისი წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს სულ მცირე 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

7. სააგენტო, იმ  „ბ“ კატეგორიის საწარმოს, რომლის წლიური ბრუნვა აღემატება 3 მილიონ ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ან ახორციელებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, მოსთხოვს  ფინანსურ ინფორმაციას, რომლის წარდგენის ვალდებულება გააჩნია  „ა“ კატეგორიის საწარმოს.

8. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც გააჩნია მოწმობა  საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისთვის,  რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე ან/და რომლის ადგილების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე და აპირებს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებას საჰაერო ხომალდით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის  ან აღემატება 20-ს, ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი მოწმობის ასაღებად.


მუხლი 4. განცხადება და თანდართული საბუთები
1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, მოწმობის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს იურიდიული პირის წარმომადგენელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადება სააგენტოსთვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაცია ორგანიზაციის და მისი საქმიანობის შესახებ:

ბ.ა) ორგანიზაციის წესდება;

ბ.ბ) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ.გ) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით.

გ) ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის ასლი:

გ.ა) საჰაერო ხომალდის ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულება;

გ.ბ) დაზღვევის დამადასტურებელი პოლისები, რომლებიც შეესაბამება ამ წესის და „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს;

გ.გ) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი;

გ.დ) სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი.

დ) ცნობა ხელმძღვანელი პირის ნასამართლობის შესახებ;

ე) ფინანსური ინფორმაცია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად.


მუხლი 5. მოწმობის მოქმედების ვადა და ზედამხედველობა მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე
1. მოწმობა გაიცემა უვადოდ.  

2. სააგენტო ახორციელებს  მუდმივ ზედამხედველობას  ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე, მათ შორის დეტალურ შემოწმებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოწმობის გაცემიდან გასულია ორი წელი;

ბ) არსებობს ეჭვი პოტენციური ფინანსური პრობლემის შესახებ;

გ) ევროკომისიის მოთხოვნის შემთხვევაში;

დ) ავიაგადამზიდველის მიმართ მიმდინარეობს ფინანსური დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

3. ავიაგადამზიდველი ვალდებულია  სააგენტოს წარუდგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიში  შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ასევე დანართი №1-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია   სააგენტოს მოთხოვნისთანავე.

4. სააგენტო უფლებამოსილია, სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეაფასოს ავიაგადამზიდველის ფინანსური მდგომარეობა და გადაამოწმოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა.

5. ავიაგადამზიდველი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს:

ა) ახალი ავიაგადაზიდვის განხორციელების გეგმების შესახებ იმ რეგიონში, სადაც ავიაგადაზიდვებს აქამდე არ აწარმოებდა, ან მისი საქმიანობის მოცულობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, მათ შორის გამოყენებული საჰაერო ხომალდების ტიპის ან/და რაოდენობის ცვლილების შესახებ;

ბ) საწარმოში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ;

გ) მესაკუთრის და/ან მესაკუთრის წილის  (აქციათა) ცვლილების შესახებ, ცვლილებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ცვლილება შეადგენს ავიაგადამზიდველის, მისი მშობელი საწარმოს ან  ჰოლდინგის აქციათა საერთო რაოდენობის 10%-ს  ან მეტს.

6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ავიაგადამზიდველის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამის ავიაგადამზიდველს მოსთხოვს ამ წესის დანართი №1-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას, რომელსაც განიხილავს და მიიღებს გადაყვეტილებას, განსახორციელებელი ცვლილების მიზანშეწონილობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. 

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება  „ბ“კატეგორიის საწარმოზე, იმ პირობით, რომ აღნიშნული საწარმო დაასაბუთებს, რომ მისი წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი  ახორციელებს რეგულარულ ავიაგადაზიდვებს ან მისი წლიური ბრუნვა აღემატება 3 მილიონ ევროს ეროვნულ ვალუტაში. 


მუხლი 6. მოწმობის  შეჩერება და გაუქმება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას  მოწმობის მოქმედების შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში, თუ:

ა) შეფასებისას დადგინდა, რომ  12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველი ვერ ასრულებს თავის არსებულ და პოტენციურ ფინანსურ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ საფრთხე არ შეექმნება საავიაციო უსაფრთხოებას და არსებობს დამაკმაყოფილებელი  საფინანსო რეორგანიზაციის განხორციელების რეალური შესაძლებლობა;

ბ) ავიაგადამზიდველს შეუჩერდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი;

გ) არ იქნა წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

დ) ავიაგადამზიდველს არ დაუწყია კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება მოწმობის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში;

ე) ავიაგადამზიდველს შეწყვეტილი აქვს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;

ვ) ავიაგადამზიდველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებულ მოთხოვნას;

ზ) ავიაგადამზიდველი  მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში გაუფრთხილებლობით  წარადგენს მცდარ ინფორმაციას;

თ) მოითხოვს ავიაგადამზიდველი.

2. მოწმობის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 60  დღით.

3. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე ავიაგადამზიდველი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას. მოწმობის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანების გამოსწორებაში.                  

2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ავიაგადამზიდველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის  „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნებისმიერ მოთხოვნას;

ბ) თუ გავიდა სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადა და ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა  შეჩერების საფუძველი;

გ) თუ ავიაგადამზიდველი,  მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში განზრახ წარადგენს მცდარ ინფორმაციას;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.


მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღება. მოწმობის და მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

2. სააგენტოს გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გადაწყვეტილება გაცემაზე უარის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და მითითებული იყოს უარის შესაბამისი მიზეზი.

3. სააგენტო, მოწმობის მფლობელის განაცხადის საფუძველზე მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს მოწმობის დუბლიკატს.


მუხლი 8. დაზღვევა
1. ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ფოსტის დაზღვევა, ფოსტასთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის და/ან ტვირთის  გამგზავნს ან მიმღებს, ან/და მესამე პირს და პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცება“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.


მუხლი 9. რეგისტრაცია
ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდი რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის სახელმწიფო რეესტრში  გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 10. იჯარა
1. ავიაგადამზიდველს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება ჰყავდეს საჰაერო ხომალდი, როგორც ეკიპაჟით ან ეკიპაჟის გარეშე. ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია მოახდინოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟიანი იჯარით ექსპლუატაცია გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ფრენის უსაფრთხოებას.

2. ავიაგადამზიდველის მიერ გასაფორმებელი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის გარეშე იჯარის  ხელშეკრულება და/ან საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან ერთად იჯარით მიღების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ავიაგადამზიდველი წარმოადგენს ეკიპაჟიანი იჯარით გაცემული საჰარო ხომალდის მოიჯარეს, წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სააგენტოსთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ავიაგადამზიდველი, რომელსაც სხვა ავიაგადამზიდველისაგან ეკიპაჟიანი იჯარით აქვს აღებული მესამე ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი, ვალდებულია საააგენტოსგან მიიღოს წინასწარი თანხმობა. სააგენტო გასცემს თანხმობას, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ავიაგადამზიდველი დაასაბუთებს, რომ უსაფრთხოების ზომები სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ბ) თუ შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ბ.ა) თუ ავიაგადამზიდველი დაასაბუთებს, რომ შესაბამისი საჰაერო ხომალდის იჯარა გამომდინარეობს განსაკუთრებული საჭიროებიდან, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია თანხმობის გაცემა 7 თვემდე პერიოდის ვადით, რომლის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, დამატებით 7 თვის ვადით;

ბ.ბ) თუ ავიაგადამზიდველი დაასაბუთებს, რომ იჯარა ხორციელდება სანავიგაციო სეზონური  დატვირთვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რომელთა  დაკმაყოფილება შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია   ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია თანხმობის მოქმედების მეორე ვადით გაგრძელება;

ბ.გ) ავიაგადამზიდველი დაასაბუთებს, რომ იჯარა აუცილებელია ექსპლუატაციის შეუფერხებლად განსახორციელებლად გარკვეული სირთულეების პერიოდში და საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის იჯარით აღება შეუძლებელი ან არამიზანშეწონილია. ასეთ შემთხვეაში შესაბამისი თანხმობა გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სირთულეების დასაძლევად.




დანართი1

1. პირველად განცხადების შეტანისას ფინანსური საიმედოობის დადასტურების მიზნით წარმოსადგენი ინფორმაცია:

1.1  „ა“კატეგორიის საწარმოსთვის:

ა) საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

ბ)   პირველი სამი წლის ბიზნესგეგმა;

გ)   დაგეგმილი საბალანსო და  მოგება-ზარალის უწყისები მომდევნო სამი წლისათვის;

დ) დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

ე) ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

ვ) დაწვრილებითი ინფორმაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;

ზ)  არსებული და მოსალოდნელი საფინანსო წყაროების შესახებ მონაცემები;

თ)  საბანკო ამონაწერი (რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი რომ დაფაროს ბიზნესგეგმის შესაბამისად გაწერილი პირველი სამი თვის ხარჯები, ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად);

კ) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის.

1.2. „ბ“ კატეგორიის საწარმოსათვის

აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

1.3. დანართი №1-ის 1.1 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფრომაციის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ იმ საწარმოებს, რომლებიც ფლობენ 2017 წლის 1 ივლისამდე გაცემულ ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს.

2. ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული უნდა იქნეს მოწმობის  მფლობელების  ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შეფასებასთან დაკავშირებით, რომლებიც აპირებენ ცვლილებების შეტანას საწარმოს სტრუქტურაში ან საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე:

ა) საჭიროების შემთხვევაში  საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

ბ) ყველა განსახორციელებელი ცვლილების ზუსტი დეტალები, მაგ.: მომსახურების ტიპის ცვლილება, საწარმოთა შერწყმის შესახებ, სააქციო კაპიტალის ცვლილებები და სხვ;

გ) დაგეგემილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს განსახორციელებელი ცვლილებები,  რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;

დ) წარსული და მოსალოდნელი ხარჯების და შემოსავლის ციფრები საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, ავიაგადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

ე) შემდეგი წლისათვის ფულადი სახსრების მოძრაობასა და ლიკვიდურობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ანგარიშები, მათ შორის სტრუქტურაში ან საქმიანობაში დაგეგმილი ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;

ვ) საჰაერო ხომალდების ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულებები;

ზ) მოდევნო 12-თვიანი პერიოდის ამსახველი განახლებული ბიზნესგეგმა.

3. ინფორმაცია რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოქმედი მოწმობის  მფლოებელების  ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შესწავლასთან დაკავშირებით:

3.1. „ა“კატეგორიის საწარმოსთვის:

ა) აუდირებული ფინანსური ანგარიში შესაბამისი საანგარიშო წლის ბოლო დღიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სხვაგვარად არის გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით და საწარმოს მენეჯმენტის ანგარიშები;

ბ)  საბანკო ამონაწერი;

გ)  საგადასახადო დეკლარაციები;

დ) მომდევნო წლისათვის დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები;

ე) ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

ვ) დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

ზ)  ანგარიში საკრედიტო და სადებეტო დავალიანებების შესახებ;

თ)  დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები მომდევნო სანგარიშო წლისათვის.

3.2. „ბ“ კატეგორიის საწარმოსთვის

აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

დანართი №2

განაცხადის ფორმა

განაცხადი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მიღებაზე

□ „ა“ კატეგორიის საწარმო  (ავიაგადამზიდველი, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის  ან აღემატება 20-ს)

□ „ბ“ კატეგორიის საწარმო  (ავიაგადამზიდველი, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არ აღემატება 20-ს)

ავიაგადამზიდველის დასახელება:

სარეგისტრაციო ნომერი:

მისამართი:

ტელეფონი:

საფოსტო ინდექსი:

ფაქსი:

ელექტრონული ფოსტა:

ვებგვერდი:

 

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

□ ინფორმაცია ორგანიზაციის და მისი საქმიანობის შესახებ (ორგანიზაციის წესდება);

□ განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

□ განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით;

 

ცნობა ხელმძღვანელი პირის ნასამართლეობის შესახებ;

 

□ ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის ასლი;

□ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი;

□ სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

□ საჰაერო ხომალდის ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულება;

დაზღვევის დამადასტურებელი პოლისები, რომლებიც შეესაბამება ამ წესის და „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს;

□ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ა“ კატეგორიის საწარმოსათვის-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

□ პირველი სამი წლის ბიზნესგეგმა;

□ დაგეგმილი საბალანსო უწყისი და მოგება-ზარალის უწყისი პირველი სამი წლისათვის;

□ საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

□ ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

□ საბანკო ამონაწერი;

□ დაწვრილებითი ინფრომაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;

□ არსებული და მოსალოდნელი დაფინანასების წყაროების შესახებ ინფორმაცია;

□ დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის.

„ბ“ კატეგორიის საწარმოსათვის  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

□ აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ან

□ ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია „ა“ კატეგორიის საწარმოსათვის  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად.

ადგილი:

თარიღი:

უფლებამოსილი პირის თანამდებობა:

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

 

განაცხადის ფორმა

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მიღებაზე განაცხადი იმ საწარმოსთვის, რომელიც ფლობს 2017 წლის 1 ივლისამდე გაცემულ ექსპლუატანტის მოქმედ სერთიფიკატს.

„ა“ კატეგორიის საწარმო (ავიაგადამზიდველი, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის  ან აღემატება 20-ს)

□ „ბ“ კატეგორიის საწარმო (ავიაგადამზიდველი, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია 10 ტონაზე და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არ აღემატება 20-ს)

ავიაგადამზიდველის დასახელება:

სარეგისტრაციო ნომერი:

მისამართი:

ტელეფონი:

საფოსტო ინდექსი:

ფაქსი:

ელექტრონული ფოსტა:

ვებგვერდი:

 

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

□ ინფორმაცია ორგანიზაციის და მისი საქმიანობის შესახებ (ორგანიზაციის წესდება);

□ განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით;

□ ცნობა ხელმძღვანელი პირის ნასამართლობის შესახებ;

□ ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის ასლი;

სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი;

□ სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

□ საჰაერო ხომალდის ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულება;

□ დაზღვევის დამადასტურებელი პოლისები, რომლებიც შეესაბამება ამ წესის და „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს;

□ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ა“ კატეგორიის საწარმოსათვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

□ პირველი სამი წლის ბიზნეს გეგმა;

□ დაგეგმილი საბალანსო უწყისი და მოგება-ზარალის უწყისი პირველი სამი წლისათვის;

□ ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

□ დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

□ დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის;

„ბ“ კატეგორიის საწარმოსათვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

□ აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ან

□ ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია „ა“ კატეგორიის საწარმოსათვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად.

ადგილი:

თარიღი:

უფლებამოსილი პირის თანამდებობა:

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

 

 

დანართი  №3

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

LEPL Civil Aviation Agency  of Georgia

 

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა

Operating Licence N ---

ავიაგადამზიდველი:

The air carrier :

სათავო ოფისი:

Headquarters in:

უფლებამოსილია განახორციელოს

Herewith shall be authorized

კომერციული საჰაერო ტრანსპორტით მგზავრის, ფოსტის და ტვირთის გადაზიდვა

To carry passengers, mail and/or freight in commercial air traffic

მოწმობის ტიპი:

Type of licence:

□  „ა“ კატეგორიის საწარმო/Category “A”  MTOM ≥ 10 tones / Seats ≥ 20

□ „ბ“ კატეგორიის საწარმო/Category “B”  MTOM < 10 tones / Seats < 20

გადამზიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს საჰაერო ხომალდი, რომელიც არის მითითებული მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატში.

Within the scope of this licence the air carrier shall be authorized to use those aircraft listed in the

Air Operator Certificate (AOC) in force.

აღნიშნული მოწმობა ძალაშია გაუქმებამდე.

The operating licence shall be valid untill revoked.

გაცემის თარიღი:

Date of issue:

სააგენტოს დირექტორი                                ----------------------  

Director of Agency