დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 198 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 22/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016269 |
|
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge, 19/06/2017, 10150000.54.066.016119) დამტკიცებულ „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით შესრულებულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, აგრეთვე სასწავლო და/ან ლოკალურ ფრენებზე. 2. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მშრალი ლიზინგი/მშრალი იჯარა – საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის გარეშე გადაცემის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია წარმოებს ლიზინგის მიმღები/მოიჯარე საწარმოს ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის (AOC) შესაბამისად;“. 3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აკმაყოფილებს ფინანსური მდგრადობის მოთხოვნებს, კერძოდ: ე.ა) გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები ბიზნესგეგმით გათვალისწინებული არსებული და პოტენციური ვალდებულებების შესასრულებლად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში; და ე.ბ) საბანკო ანგარიშზე გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ბიზნესგეგმით გათვალისწინებული ფიქსირებული და საოპერაციო ხარჯების დასაფარად, ამავე პერიოდში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინების გარეშე;“. 4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1-ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განსახორციელებლად გამოყენებული ქონებრივი სიკეთის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელებული შენატანების მიმართაც, რომლის მეშვეობით, აღნიშნული პირი/პირები საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ საწარმოს კაპიტალში ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ბ2) გრძელვადიანი სესხით ან/და სხვა ფორმით პარტნიორების მიერ საწარმოს ან/და შუამავალი იურიდიული პირის დაფინანსება პროპორციული უნდა იყოს მათ წილთან კაპიტალში;“; ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) საჰაერო ხომალდის ნასყიდობის/ლიზინგის/იჯარის ხელშეკრულება;“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3) ავიაგადამზიდველი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიში შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ასევე, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დანართი №1-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ნებისმიერი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო მოითხოვს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ავიაგადამზიდველის შესაბამისობის დასადგენად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5) ავიაგადამზიდველი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს: ა) წინასწარ, ახალი ავიაგადაზიდვის განხორციელების გეგმების შესახებ იმ რეგიონში, სადაც ავიაგადაზიდვებს აქამდე არ აწარმოებდა, ან მისი საქმიანობის მოცულობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, მათ შორის გამოყენებული საჰაერო ხომალდების ტიპის ან/და რაოდენობის ცვლილების შესახებ; ბ) წინასწარ, საწარმოში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ; გ) მესაკუთრის და/ან მესაკუთრის წილის (აქციათა) ცვლილების შესახებ, ცვლილებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ცვლილება შეადგენს ავიაგადამზიდველის, მისი მშობელი საწარმოს ან ჰოლდინგის წილის (აქციათა) საერთო რაოდენობის 10%-ს ან მეტს; დ) ავიაგადამზიდველის ან/და შუამავალი იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელებული შენატანის და ამ მიზნით გამოყენებული ქონებრივი სიკეთის წარმომავლობის შესახებ, ამგვარი შენატანის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში.“. 6. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოწმობის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 60 დღით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწმობის შეჩერებისა, რა შემთხვევაშიც მოწმობის შეჩერების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.“. 7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.“. 8. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 9. წესს დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №4. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები