„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/06/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016157
125
21/06/2019
ვებგვერდი, 25/06/2019
310150000.54.066.016157
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №125

2019 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/06/2017, 310150000.54.066.016119) დამტკიცებულ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომლის მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა სახის კომერციულ ექსპლუატაციასთან ან მის რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა ცნობა ნასამართლობის შესახებ, მისი გაცემიდან 3 თვის განმავლობაში.

5. ის საწარმო,  რომელიც ფლობს 2017 წლის 1 ივლისამდე გაცემულ   საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და მოწმობის მისაღებად განაცხადს წარადგენს 2019 წლის 1 სექტემბრამდე, ვალდებულია მოწმობის მისაღებად წარადგინოს  დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატის ასლი, ან „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროცესის მიმდინაროების შემთხვევაში,  განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების ეტაპზე (II ეტაპი) გადასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ა) საჰაერო ხომალდის ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულება;

გ.ბ) დაზღვევის დამადასტურებელი პოლისები, რომლებიც შეესაბამება ამ წესის და „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს;

გ.გ) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი;

გ.დ) სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავიაგადამზიდველი ვალდებულია  სააგენტოს წარუდგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიში  შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ასევე დანართი №1-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია   სააგენტოს მოთხოვნისთანავე.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

დანართი №1

1. პირველად განცხადების შეტანისას ფინანსური საიმედოობის დადასტურების მიზნით წარმოსადგენი ინფორმაცია:

1.1 „კატეგორიის საწარმოსთვის:

) საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და არსებობის შემთხვევაში გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

) პირველი სამი წლის ბიზნესგეგმა;

) დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები მომდევნო სამი წლისათვის;

) დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

) ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

) დაწვრილებითი ინფორმაცია ავიაგადაზიდვების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;

) არსებული და მოსალოდნელი საფინანსო წყაროების შესახებ მონაცემები;

) საბანკო ამონაწერი (რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი რომ დაფაროს ბიზნესგეგმის შესაბამისად გაწერილი პირველი სამი თვის ხარჯები, ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად);

) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები პირველი სამი წლისათვის.

1.2. „კატეგორიის საწარმოსათვის;

აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში;

1.3. დანართი №1-ის 1.1 პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ საწარმოზე, რომელიც ფლობს 2017 წლის 1 ივლისამდე გაცემულ ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და მოწმობის მისაღებად განაცხადს წარადგენს 2019 წლის 1 სექტემბრამდე.

2. ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული უნდა იქნეს მოწმობის მფლობელების ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შეფასებასთან დაკავშირებით, რომლებიც აპირებენ ცვლილებების შეტანას საწარმოს სტრუქტურაში ან საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე:

) საჭიროების შემთხვევაში საწარმოს მენეჯმენტის ბოლო ანგარიში და გასული წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში;

) ყველა განსახორციელებელი ცვლილების ზუსტი დეტალები, მაგ.: მომსახურების ტიპის ცვლილება, საწარმოთა შერწყმის შესახებ, სააქციო კაპიტალის ცვლილებები და სხვ;

) დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;

) წარსული და მოსალოდნელი ხარჯების და შემოსავლის ციფრები საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, ავიაგადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

) შემდეგი წლისათვის ფულადი სახსრების მოძრაობასა და ლიკვიდურობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ანგარიშები, მათ შორის სტრუქტურაში ან საქმიანობაში დაგეგმილი ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;

 ვ) საჰაერო ხომალდების ნასყიდობის/იჯარის ხელშეკრულებები;

 ზ) მოდევნო 12-თვიანი პერიოდის ამსახველი განახლებული ბიზნესგეგმა.

 3. ინფორმაცია რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოქმედი მოწმობის მფლოებელების ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შესწავლასთან დაკავშირებით:

3.1. „კატეგორიის საწარმოსთვის:

) აუდირებული ფინანსური ანგარიში შესაბამისი საანგარიშო წლის ბოლო დღიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სხვაგვარად არის გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით და საწარმოს მენეჯმენტის ანგარიშები;

) საბანკო ამონაწერი;

) საგადასახადო დეკლარაციები;

) მომდევნო წლისათვის დაგეგმილი საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები;

) ინფორმაცია ავიაგადაზიდვების დაგეგმილი მოცულობის შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით;

) დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შემოსავლების და ხარჯების შესახებ, კერძოდ: საწვავთან, ბილეთებთან და ტარიფებთან, ხელფასებთან, მომსახურებასთან, ამორტიზაციასთან, სავალუტო კურსის ცვლილებებთან, აეროპორტების გადასახადებთან, საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან, მიწაზე მომსახურებასთან, დაზღვევასთან და სხვ. დაკავშირებით, გადაზიდვების, შემოსავლების პროგნოზები;

 ზ) ანგარიში საკრედიტო და სადებეტო დავალიანებების შესახებ;

) დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და ლიკვიდურობის გეგმები მომდევნო სანგარიშო წლისათვის.

 3.2. „კატეგორიის საწარმოსთვის:

აუდირებული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველის წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 100 000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე