დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016290 |
98
24/02/2023
ვებგვერდი, 06/03/2023
310150000.54.066.016290
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
|
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/06/2017, 10150000.54.066.016119) დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „სააგენტოს მიერ მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ახალი განცხადებით მიმართოს სააგენტოს უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ.“. 2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები