დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016310 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2017 - 26/12/2017)
|
საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი, თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის №10-5 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: გაზეთი „აჭარა“ №108; გამოქვეყნების თარიღი: 26 ივლისი, 2007 წ. სარეგისტრაციო კოდი: 01025005035132001342).
2. გაუქმდეს „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის №10-5 დადგენილების ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის
დროებითი სარგებლობის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. წესით რეგულირდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებით სარგებლობასთან, ასევე საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსებასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები.
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვა, ასევე საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსება შესაძლებელია დაინტერესებულ პირსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს (პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებას უთანაბრდება დაინტერესებული პირის განცხადება (საჭირო დოკუმენტებთან ერთად) და უფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ სამუშაოების წარმოების დაწყებაზე/ნივთის განთავსებაზე გაცემული თანხმობა (ნებართვა). 3. ამ წესის მიზნებისათვის საზოგადოებრივ ტერიტორიად/სივრცედ ითვლება განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომლის გამოყენებითაც ან რომელზეც ხორციელდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ან/და ხდება სხვადასხვა ნივთების განთავსება. 4. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება, ასევე სხვადასხვა ნივთების განთავსება იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოფილი იქნეს როგორც მშენებლობის, ისე ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობის უსაფრთხოება. 5. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება, ასევე სხვადასხვა ნივთების განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებითა და ნორმებით, მათ შორის უსაფრთხოების წესებით. 6. საზოგადოებრივ სივრცეებში წინამდებარე წესის შესაბამისად განთავსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ნაგებობა, რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. |
მუხლი 2.
საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის (საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის) პირობები |
1. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვა (საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება) შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სამშენებლო ობიექტის მშენებლობის ნებართვით ან სხვა აქტით განსაზღვრული ვადით. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგინდეს საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის შეჩერება ან/და გაუქმება.
2. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვა ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების (სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული საზოგადოებრივი ადგილის შემომსაზღვრელი დროებითი დამცავი ღობე, სამშენებლო მოედნის შემომფარგვლელი დროებითი უსაფრთხოების ღობე და სხვა) გამოყენებით. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვისათვის გამოყენებული ტექნიკური საშუალება უნდა იყოს ვიზუალურად (ესთეტიკურად) გამართულ მდგომარეობაში და არ უნდა ამახინჯებდეს ქალაქის გარე იერსახესა და სილამაზეს. 3. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის დროს შეიძლება ნაწილობრივ შეიზღუდოს (შეიკვეცოს) გზის, ქუჩის, მოედნის და სხვა საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობა. ყველა შემთხვევაში გზის, ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი ადგილის შეზღუდვის დროს, როგორც წესი უნდა დარჩეს ავტომანქანით ცალმხრივად გადაადგილების შესაძლებლობა მაინც. 4. გზის სარგებლობის მთლიანი შეზღუდვა (ჩაკეტვა) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი შეზღუდვა აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა დარჩეს ფეხით უსაფრთხოდ გადასაადგილებელი ადგილი მაინც. 5. თუ საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის შეზღუდვით იფარება ქუჩაზე (გზაზე) გამავალი ტროტუარი, მაშინ სავალდებულოა ასეთ შემთხვევაში ღობის გასწვრივ, ქუჩის (გზის) მხრიდან მოეწყოს ფეხით მოსიარულეთა გადასაადგილებელი დროებითი ტროტუარი. ამ პუნქტით განსაზღვრულ დროებით ტროტუარს ქუჩის (გზის) მხრიდან უნდა გაუკეთდეს მოაჯირი. 6. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელშეკრულების (თანხმობის/ნებართვის) ვადამდე შეწყვეტის/გაუქმების შემთხვევაში შეზღუდვით მოსარგებლე პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის შეზღუდვისათვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი, გატანა და უძრავი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება (დაზიანებული ასფალტისა თუ ქვაფენილის დაგება, სამშენებლო ნარჩენების გატანა, ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება და ა.შ.). 7. საჭიროებისას, საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის სხვა დამატებითი პირობები, მიწისქვეშა ან/და მიწისზედა კომუნიკაციის მფლობელებთან სამუშაოების შეთანხმების წესი დგინდება და უფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ ხელშეკრულების გაფორმებასთან ან/და სამუშაოების წარმოების დაწყებაზე თანხმობის (ნებართვის) გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. |
მუხლი 3.
საზღაურის ოდენობა და მისი გადახდის წესი |
1. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, ასევე საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების მიზნით, საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გამოყენებისათვის (დატვირთვისათვის) დაინტერესებულმა პირმა აღნიშნულის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული საზღაური.
2. გადასახდელი საზღაური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 1 (ერთი) გრძივი მეტრი სიგრძის ხაზობრივი ნაგებობის განთავსება - 1 (ერთი) ლარი; ბ) საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის განთავსება - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ შეზღუდულ 1 (ერთი) კვმ-ზე თვეში 1 (ერთი) ლარი; გ) საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთის (მათ შორის, კიბის უჯრედის, აგრეგატის და სხვა მსგავსი ტიპის ნივთის/ნაგებობის) განთავსება - ერთი ერთეული ნივთი 1 000 (ერთი ათასი) ლარი. დ) გზაჯვარედინებზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხით სარგებლობა - 1 (ერთი) გრძივი მეტრი 83 (ოთხმოცდასამი) ლარი. 3. საზღაურის გადახდა ხდება ერთჯერადად, წინასწარ, საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების ხელშეკრულების გაფორმებამდე (თანხმობის/ნებართვის გაცემამდე). 4. დაინტერესებული პირი საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის შეზღუდვის, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთების განთავსების უფლების მოპოვებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგენს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის შეზღუდვისათვის, ნივთის განთავსებისათვის წინამდებარე წესით დადგენილი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული საზღაური შეიტანება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 6. ამ წესით დადგენილი საზღაურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები, ასევე მათ მიერ დაფუძნებული (მათ დაქვემდებარებაში არსებული) ორგანიზაციები. |
მუხლი 4.
პასუხისმგებლობა |
1. ამ წესის შესაბამისად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).
2. საზოგადოებრივი ადგილების სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისათვის დამრღვევ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ წესის ან/და ხელშეკრულებით/თანხმობით/ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148, 152-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის შესაბამისად. |
მუხლი 5.
სხვა დებულებები |
1. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილებითა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე.
2. წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით. |
დოკუმენტის კომენტარები