„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016416
68
30/11/2018
ვებგვერდი, 04/12/2018
010250050.35.132.016416
„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №68

2018 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016310) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 1 (ერთი) გრძივი მეტრი სიგრძის ხაზობრივი ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობა მოიცავს საკომუნიკაციო ჭასაც) განთავსება – 1 (ერთი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე