„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016348
44
26/12/2017
ვებგვერდი, 04/01/2018
010250050.35.132.016348
„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №44

2017 წლის 26 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
1. „საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ“ ქალაქ     ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის №6 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016310) შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;

ბ) დადგენილების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე