,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ”

  • Word
,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 26/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.05.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
355
26/08/2004
სსმ, 92, 26/08/2004
120.260.010.05.002.003
,,სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/08/2004 - 05/11/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №355

2004 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესების, აგრეთვე ქვეყნის გარეთ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების განსაზღვრის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ქვედანაყოფში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატებისა და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმები (დანართი №1 და №2).

2. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში სამხედრო სამსახური ჩაითვალოს როგორც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობა.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაღალი რისკის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმაზე დაუწესდეთ დანამატი 30%-ის ოდენობით.

4. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივები განისაზღვროს საქართველოსა და აშშ-ის „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივ პროგრამაში მონაწილე (პროგრამაგავლილი) სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივის ოდენობით.

5. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) უზრუნველყოს იმ სამხედრო მოსამსახურეებთან კონტრაქტის გაფორმება, რომლებიც იმსახურებენ შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებში და მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო ოპერაციებში.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 12 თებერვლის №43 ბრძანებულება.

8. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი

დანართი 1

ქვეყნის შიგნით სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატის ნუსხა

                                                                        (ლარი)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

დანამატი განსაკუთრებული

 პირობებისათვის

შენიშვნა

1.

პოლკოვნიკი

650

 

2.

ვიცე-პოლკოვნიკი

600

 

3.

მაიორი

550

 

4.

კაპიტანი

490

 

5.

უფროსი ლეიტენანტი

480

 

6.

ბატალიონის სერჟანტი

420

 

7.

მასტერ-სერჟანტი

410

 

8.

უფროსი სერჟანტი

400

 

9.

სერჟანტი

390

 

10.

უმცროსი სერჟანტი

385

 

11.

კაპრალი

380

 

 

შენიშვნა: 1. ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.

2. დანამატი არ უწესდებათ „წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში მონაწილე ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს.

დანართი 2

ქვეყნის გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების ნუსხა

                                                                    (აშშ დოლარი)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

გრძელვადიანი მივლინების

თანხები

შენიშვნა

1.

პოლკოვნიკი

1700

 

2.

ვიცე-პოლკოვნიკი

1500

 

3.

მაიორი

1300

 

4.

კაპიტანი

1100

 

5.

უფროსი ლეიტენანტი

1000

 

6.

ბატალიონის სერჟანტი

850

 

7.

მასტერ-სერჟანტი

800

 

8.

უფროსი სერჟანტი

750

 

9.

სერჟანტი

700

 

10.

უმცროსი სერჟანტი

650

 

11.

კაპრალი

600

 

12.

ვადიანი სამხედრო მოსამსახურე

125

 

 

 შენიშვნა: ერთჯერადი დახმარებების გაანგარიშება განხორციელდება წინამდებარე თანხების გარეშე.

 

 

12. 11/08/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 635 - სსმ, 98, 12/08/2010 11. 07/05/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 290 - სსმ, 52, 10/05/2010 10. 31/03/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 202 - სსმ, 33, 31/03/2010 9. 01/12/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 890 - სსმ, 148, 01/12/2009 8. 17/11/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 818 - სსმ, 142, 19/11/2009 7. 20/08/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 530 - სსმ, 104, 24/08/2009 6. 21/09/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 532 - სსმ, 133, 25/09/2007 5. 21/06/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 382 - სსმ, 89, 26/06/2007 4. 30/05/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 337 - სსმ, 77, 01/06/2007 3. 07/04/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 239 - სსმ, 48, 07/04/2006 2. 15/01/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 17 - სსმ, 6, 20/01/2005 1. 05/11/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 494 - სსმ, 127, 08/11/2004