სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
635
11/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
000000000.00.000.000000
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2010 - 05/02/2013)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 635

2010 წლის 11 აგვისტო

. თბილისი

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი 1);

) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი 2).

2. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს 355 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

 . სააკაშვილი

დანართი 1

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი

    მუხლი 1

1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებსაქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.

2. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან.

    მუხლი 2

რისკის დონის მიხედვით ამ ბრძანებულების პირველი პუნქტისქვეპუნქტით დამტკიცებული ზღვრული ნორმების ფარგლებში მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 3

მაღალი რისკის სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმაზე დაუწესდეთ დანამატი 30%-ის ოდენობით.

    მუხლი 4

სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/ მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად.

    მუხლი 5

კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი პირი.

    მუხლი 6

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მივლინებულია, მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასთან და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სხვა სახის ხარჯები. ამ სახის სამივლინებო ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი პირს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

    მუხლი 8

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მოსამსახურის მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ავანსის სახით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 9

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში/ჯგუფში სამხედრო სამსახური ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის მივლინება სამშვიდობო ოპერაციების ზონაში ჩაითვალოს სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად.

    მუხლი 10

ეს წესი ვრცელდება სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურეზე, თუ ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მის სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

    მუხლი 11

სამივლინებო თანხის გაცემასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

    მუხლი 12

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ წესით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად მოწესრიგდეს აგრეთვე ამ წესის ამოქმედებამდე წარმოშობილი ის ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდებოდა სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს 355 ბრძანებულებით.

დანართი 2

სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

სამივლინებო თანხა

 

აშშ დოლარი

ევრო

1.

პოლკოვნიკი

1 700

1 210

2.

ვიცე-პოლკოვნიკი

1 500

1 070

3.

მაიორი

1 300

930

4.

კაპიტანი

1 100

790

5.

უფროსი ლეიტენანტი

1 000

710

6.

ლეიტენანტი

980

700

7.

მთავარი სერჟანტი

900

640

8.

მასტერ სერჟანტი

8 50

610

9.

უფროსი სერჟანტი

750

540

1 0.

სერჟანტი

700

500

1 1.

უმცროსი სერჟანტი

650

460

 

1 2.

აპრალი , კაპრალ-სპეციალისტი

600

430

 

1 3.

პირველი კლასის რიგითი

550

400

 

14.

რიგითი

125

90

 

1 5.

სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

 

1 155

 

830.

 

 

შენიშვნა :

1. წარგზავნილი კონტინგენტის ანაზღაურება განხორციელდება აშშ დოლარით ან ევროთი. ანაზღაურების ნორმებსა და ვალუტას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისთვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.