დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 818 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 19/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.010.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №818
2009 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების № 2 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. წარგზავნილი კონტინგენტის ანაზღაურება განხორციელდება აშშ დოლარით ან ევროთი. ანაზღაურების ნორმებსა და ვალუტას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები