დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 24/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.010.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №530
2009 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | გრძელვადიანი მივლინების თანხა | |
|
|
| აშშ დოლარი | ევრო |
| 1. | პოლკოვნიკი | 1 700 | 1 210 |
| 2. | ვიცე-პოლკოვნიკი | 1 500 | 1 070 |
| 3. | მაიორი | 1 300 | 930 |
| 4. | კაპიტანი | 1 100 | 790 |
| 5. | უფროსი ლეიტენანტი | 1 000 | 710 |
| 6. | ლეიტენანტი | 980 | 700 |
| 7. | უმცროსი ლეიტენანტი | 950 | 680 |
| 8. | სერჟანტ-ლეიტენანტი | 930 | 660 |
| 9. | მთავარი სერჟანტი | 900 | 640 |
| 10. | ბრიგადის სერჟანტი | 870 | 620 |
| 11. | ბატალიონის სერჟანტი | 850 | 610 |
| 12. | მასტერ სერჟანტი | 800 | 570 |
| 13. | უფროსი სერჟანტი | 750 | 540 |
| 14. | სერჟანტი | 700 | 500 |
| 15. | უმცროსი სერჟანტი | 650 | 460 |
| 16. | კაპრალი | 600 | 430 |
| 17. | ვადიანი სამხედრო მოსამსახურე | 125 | 90 |
| 18. | სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი (აღმოსავლური ენების თარჯიმანი) | 1 500 | 1 070 |
შენიშვნა: წარგზავნილი კონტინგენტის ანაზღაურება განხორციელდება
აშშ დოლარით ან ევროთი. ანაზღაურების ნორმებსა და ვალუტას განსაზღვრავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები