„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 25/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.08.002.004
  • Word
532
21/09/2007
სსმ, 133, 25/09/2007
120.260.010.08.002.004
„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №532

2007 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის   26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 აგვისტოს №355 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. №1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფის, გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესების, აგრეთვე ქვეყნის გარეთ გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ნორმების განსაზღვრის მიზნით:“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები (დანართი №2).“;

დ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაღალი რისკის სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმაზე დაუწესდეთ დანამატი 30%-ის ოდენობით.“;

ე) ბრძანებულების 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. რისკის დონეების მიხედვით ამ ბრძანებულების №2 დანართით დამტკიცებული ზღვრული ნორმების ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

ვ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივები განისაზღვროს საქართველოსა და აშშ-ის „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივ პროგრამაში მონაწილე (პროგრამაგავლილი) სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმე კვების ნორმატივის ოდენობით.“;

ზ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-6 პუნქტი;

თ) ბრძანებულებით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ზღვრული ნორმები“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი