დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.105.016293 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/01/2017 - 03/02/2017)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 17 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - ,,მუნიციპალიტეტი“) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. |
მუხლი 1 |
ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060301)
პროგრამა ითვალისწინებს 100 წელს გადაცილებული და მარტოხელა მოხუცების მორალურ, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერას, ასევე ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის - 1 ოქტომბრის ღონისძიების ფინანსურ მხარდაჭერას, კონკრეტულად: 1. 1000-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 100 წელს გადაცილებული პირებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; დ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 2. 100-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - მარტოხელა მოხუცებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; დ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; ზ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 2 |
ითვალისწინებს ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების ხელშეწყობას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერად ფულად დახმარებას, ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით; ყოველთვიურ ფულად დახმარებას ომის ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღის - 17 ოქტომბრის ღონისძიების ფინანსურ მხარდაჭერას, კონკრეტულად:
1. 1000-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის ბიუროს წერილი; 2. 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ზურგის მუშაკებისთვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ზურგის მუშაკის ან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრის თაობაზე; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. 100-ლარიანი ყოველთვიური ფულადი დახმარება – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის ბიუროს წერილი. 4. 250-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების დასაფინანსებლად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; დ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; ე) დევნილის მოწმობის ასლი; ვ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ზ) ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 5. 1000-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისათვის ( 2008 წლის ომში). წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ბ) ომში დაღუპული მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 3 |
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 060303)
ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა უმწეო ოჯახების, მარტოხელა მშობლის, დედ-მამით ობოლი ბავშვების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას, კონკრეტულად: 1. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარება: 4 შვილზე -200 ლარი, 5 შვილზე- 300 ლარი, 6 შვილზე- 400 ლარი და ა.შ. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) საჭიროების შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 2. 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – უმწეო კატეგორიის ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასზე დაბალია) პირველი და მეორე შვილის შეძენაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის(ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) საჭიროების შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; ვ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. 500-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ტყუპის შეძენაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) საჭიროების შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 4. 300-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – 18 წლამდე ასაკის დედ–მამით ობოლ ბავშვებზე, წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; ე) მეურვეობის ცნობის ასლი; ვ) საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ზ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 5. 300-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 6. 800-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – სტატუსის მქონე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ; დ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 4 |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია (კოდი 060304)
ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფინანსურ მხარდაჭერას, მათ რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები. შშმ პირთა უფლებების დაცვის თარიღების აღნიშვნა, კონკრეტულად: 1. 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – 18 წლამდე ასაკის შშმ და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფი ბავშვებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100-ს ასლი; დ) დაბადების მოწმობის ასლი; ე) საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ვ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი . 2. 100-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; დ) განმცხადებლის შშმ პირთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. 100-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე პირებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100-ს ასლი ან შესაბამისი უწყების (საზოგადოების) მიერ გაცემული ცნობა (მოწმობა); დ) განმცხადებლის სმენადაქვეითებულ და შეზღუდული მეტყველების მქონე პირთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 4. 100-ლარიანი ყოველთვიური ფულადი დახმარება – განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი შშმ პირებისა და უმწეო კატეგორიის მარტოხელა მოხუცების მომვლელზე (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე). წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი ან სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100-ს ასლი; დ) განმცხადებლის შშმ პირთან ან უმწეო კატეგორიის მარტოხელა მოხუცთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 5. ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის ფინანსური მხარდაჭერა (ოცი ათასი ლარის ფარგლებში) წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად. 6. 14 ივნისს და 3 დეკემბერს – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. |
მუხლი 5 |
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 060305)
პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი, კონკრეტულად: 1. 200-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მარჩენალდაკარგულ პირზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; ე) საჭიროების შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ვ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 6 |
სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 060308)
საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინანსება. საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ს. ხურჩაში გამგებლის წარმომადგენლის, შპს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისათვის (რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში) და დიალიზის პროგრამაზე მყოფი ბენეფიციარების სამედიცინო დაწესებულებაში მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება, კონკრეტულად: 1. საზღვრისპირა ს. ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (50%). წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) შპს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთანუსხა. 2. 100-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. 100-ლარიანი ყოველთვიური დახმარება – დიალიზის პროგრამაზე მყოფი ბენეფიციარების სამედიცინო დაწესებულებაში მგზავრობის ხარჯების დასაფინანსებლად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100; დ) სამედიცინო დაწერსებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდეგენილი ცნობა; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 7 |
სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 060309)
ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა. უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, კონკრეტულად: 1. 1000 ლარის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება – ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, წყალდიდობის, მიწისძვრის, მეწყერის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული მოსახლეობისათვის (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე). წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში); დ) გეოლოგიური დასკვნა (მეწყერის შემთხვევაში); ე) სახანძროს ცნობა (სახლდამწვარზე); ვ) ზარალის ამსახველი ფოტომასალა (ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული); ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; თ) ექსპერტიზის აქტი საჭიროების შემთხვევაში; ი) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 2. 100-ლარიანი ყოველთვიური ფულადი დახმარება ბინის დროებით დასაქირავებლად – საკუთარი საცხოვრებლის არმქონე უმწეო პენსიონერების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლების (სტატუსის მქონე) და მოხუცების, მარჩენალდაკარგული პირების (რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები), მრავალშვილიან და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისათვის, რომლებსაც შეექმნათ განსაკუთრებით მძიმე პირობები (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე). წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საჭიროების მიხედვით სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის დასტური მარტოხელა მოხუცებზე და მრავალშვილიან ოჯახებზე, ცნობა მარჩენალდაკარგულის გარდაცვალებაზე, ცნობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ); დ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 8 |
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060310)
დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა, კონკრეტულად: წარმოდგენილი პროექტის (წინადადების) მიხედვით - დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კომუნალური პრობლემის მოგვარების დაფინანსება. 1. 100-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფი დევნილის ოჯახისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, ცნობა ომის მონაწილის და სხვა); დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) შესაბამისი უწყებების ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ვ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 2. 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება – გარდაცვლილი დევნილის დაკრძალვის ხარჯების დასაფინანსებლად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ასლები; ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 9 |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვისა და გათბობის საშუალებების მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 0604)
ითვალისწინებს სოციალურიად დაუცველი მოსახლეობის (65 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე) ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას. იქ სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, ფულადი დახმარება გათბობის საშუალებების შესაძენად, კონკრეტულად: 1. ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვა - სოციალურად დაუცველი (65 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე) ბენეფიციარებისათვის (გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე). წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი. 2. 100-ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის (30 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე) გათბობის საშუალებების შესაძენად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; დ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 10 |
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 0605)
ითვალისწინებს უსახლკარო, უმწეო კატეგორიის მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით ერთი თბილი ოთახის მოწყობას (5 ათასი ლარის ფარგლებში)(მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დამტკიცებული პროექტის, დებულების და კომისიის მეშვეობით). 1. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ( შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა); ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი. 2. საცხოვრებლი სახლების რემონტი (ერთი თბილი ოთახი) წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი; დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ( შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა); ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი. |
მუხლი 11 |
სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 0606)
1. ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მოხუცების, მარტოხელა მშობლების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე პირთა, უსინათლოთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, გენდერულ საკითხთა და სოციალური საწარმოების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსებას. 2. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს გამგებლის მიერ დამტკიცებული დებულებისა და კრიტერიუმების შესაბამისად სპეციალური შექმნილი კომისიის მიერ. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) საპროექტო წინადადება და დამატებითი დოკუმენტაცია კომისიის დებულების შესაბამისად. |
მუხლი 12 |
ცვლილებები და დამატებები
ცვლილებები და დამატებები განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები