ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016456
68
06/07/2018
ვებგვერდი, 12/07/2018
010250050.35.105.016456
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №68

2018 წლის 6 ივლისი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის №12 დადგენილება;

ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილება;

გ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 ივლისის №20 დადგენილება;

დ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 მაისის №14 დადგენილება;

ე) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 სექტემბრის №30 დადგენილება;

ვ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №39 დადგენილება;

ზ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 სექტემბრის №31 დადგენილება;

თ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 მაისის №20 დადგენილება;

ი) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 მაისის №21 დადგენილება;

კ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 ოქტომბრის №34 დადგენილება;

ლ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 დადგენილება;

მ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილება;

ნ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №39 დადგენილება;

ო) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №28 დადგენილება;

პ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათის ანგარიშის ჩაბარების წესის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №8 დადგენილება;

ჟ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილება;

რ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილება;

ს) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №29 დადგენილება;

ტ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 ნოემბრის №28 დადგენილება;

უ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის №21 დადგენილება;

ფ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №9 დადგენილება;

ქ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №13 დადგენილება;

ღ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №11 დადგენილება;

ყ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №10 დადგენილება;

შ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის №12 დადგენილება;

ჩ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №8 დადგენილება;

ც) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №7 დადგენილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია