დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.105.016308 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2017წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.105.016293) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის №1-ის:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 060302) პროგრამა ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების,მათთან გათანაბრებული პირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისას დაღუპულ ვეტერანთა ოჯახებისა და ბრძოლის შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღის-17 ოქტომბრის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსურ მხარდაჭერას. კონკრეტულად: 1. 1000 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:“ ა) ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის ბიუროს წერილი. 2. 200 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, ზურგის მუშაკებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ზურგის მუშაკის ან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის თაობაზე; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ე) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი. 3.1000 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დაღუპულ ვეტერანთა ოჯახები. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; ბ) ომში დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ბანკის ანგარიშის ნომერი. 4. 100 ლარიანი ყოველთვიური ფულადი დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის ბიუროს წერილი. 5. 250 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახების სარიტუალო ხარჯების დასაფინანსებლად. 6. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა ) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი; დ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; ე) დევნილის მოწმობის ასლი; ვ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ზ) ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თ) განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი.“; ბ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს 111 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 111. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური. 1. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები