დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.105.016298 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №5 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23.01.2017წ. სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016293) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება, კერძოდ:
1. დადგენილების დანართ №1-ს დაემატოს ,,121“ მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,121. მუხლი სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060307) სადღესასწაულო დღეებში (შობა-ახალი წელი და აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების, უდედმამო ბავშვების, 100 წელს გადაცილებული პირების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პირთა ფინანსური, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა (14 ივნისი, 3 დეკემბერი), კონკრეტულად: 1. კვების პროდუქტებით დახმარება – შობა-ახალი წლის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების, უდედმამო ბავშვების, 100 წელს გადაცილებული პირების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისათვის (შესყიდვების გეგმის შესაბამისად). 2. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად (14 ივნისი, 3 დეკემბერი)“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 17 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები