გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016354
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
13/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
190040000.35.148.016354
გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/01/2017 - 16/02/2017)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2017 წლის 13 იანვარი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი თანდართული დანართი №1 შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის  11   ფურცლად).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი 1   

 

გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

 ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში (შემდგომშიმუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება      
1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე ავადმყოფი.

2. ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევის დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.

3. ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო სტაციონალური მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით ან/და სრულად არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის მიერ დადგენილი ასანაზღაურებელი ზღვრული ნორმიდან დარჩენილი ღირებულების მიხედვით.

4. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი  სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და შესაბამისი სადაზღვევო კომპანიიდან.  

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

6. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.


მუხლი 2. ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა   
1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე ავადმყოფი.

2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. დახმარების მიმღებმა(ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო  ანგარიშზე.


მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით ერთჯერადად გაიცემა შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

 ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 300(სამასი) ლარის ოდენობით;

  ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თანადაფინანსებას სამედიცინო სტაციონარულ მკურნალობაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით ან/და სრულად არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამით მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის მიერ დადგენილი ასანაზღაურებელი ზღვრული ნორმიდან დარჩენილი ღირებულების მიხედვით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი  სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და შესაბამისი სადაზღვევო კომპანიიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.


მუხლი 4. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა  
1. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათ.) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;

ბ) გ.ი.დ. (გულის იშემიური დაავადება);

გ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინ დამოუკიდებელი).

3. ამ მუხლში აღნიშნულ ყველა დაავადებათა მკურნალობაზე, დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს.

4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

ე) 0-დან 70000-ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო  ანგარიშზე.


მუხლი 5. სკოლიოზით დაავადებული ახალგაზრდების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება   
1. II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული 0-დან 70000-ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე (0-დან 18 წლამდე) ბენეფიციარის სამკურნალო სამედიცინო  დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100),გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა ან/და დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს  ჩატარებული სამკურნალო სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.


მუხლი 6. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), და კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD  Q80) დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება
1. მკვეთრად და მნიშვნელოვნად  გამოხატული უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

 2. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), და კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD  Q80) დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:

ა) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების სამედიცინო: ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული მომსახურების, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება ერთჯერადად განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0) და კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD  Q80) დაავადებული ადამიანების  სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

 ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში ცნობა სოციალურ სააგენტოდან;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

5. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში. 


მუხლი 7. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება                                    
 1. დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 8. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება
1. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება

განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.  


მუხლი 9. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის დაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:

ა) დედ-მამით ობოლი;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე) ოჯახებიდან;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65000- ჩათ.სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების

არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი

სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.

4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 70000- ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულა.

5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 10. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება    
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. დედ-მამით ობოლი და მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდული შვილების დახმარება  
1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებს თანადაფინანსება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის, არაუმეტეს 500 ლარით.

2. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით.

3. 0-დან 18 წლამდე მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდულ შვილებს ფულადი დახმარება  გაეწევა ერთჯერადად,  ყოველ ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით.

4. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ და მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდული შვილების მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამსახურიდან ბენეფიციარის მეურვის ვინაობის შესახებ. ასევე ინფორმაცია (ცნობა) მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდვის შესახებ;

დ) ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარების დაბადების მოწმობების ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. ხანძრების, დაუძლეველი ძალის, ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანისათვის   დაზარალებული ოჯახების დახმარება  
1. დაუძლეველი ძალის, ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით .

2. ხანძრების (გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანისა) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით.

3. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან და ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან და აქტი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც (პირადი ნომრის მითითებით).

4. საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით .

5. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, თანდართული მეზობლების ხელმოწერილი აქტით.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ მოქლაქეებზეც , რომლებიც არ არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულნი, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობენ  საცხოვრებელ სახლს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.


მუხლი 13. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება 
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 300 (სამასი)-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად

გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.


მუხლი 14. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება   
1. ერთჯერად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომალთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე.

2. ერთჯერად დაფინანსებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ სამი (0-18 წლამდე) შვილი.

3. ერთჯერად დაფინანსებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ორი (0-18 წლამდე) შვილი.

4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 15. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესთა დახმარება   
1. ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 16. რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად  დაუცველი ახალგაზრდების ერთჯერადი სოციალური დახმარება  
1. ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000 ჩათვლით) სარეიტინგო სოციალური ქულის მქონე (18-წლამდე ასაკის) ახალგაზრდები.

2. დახმარების მისაღებად რეინტეგრირებულმა ახალგაზრდამ ან მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობების ასლი;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრაციის შესახებ;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 17. სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები:

ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან – 47000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან – 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან – 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის

დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის და დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ)  ცნობა ქორწინების რეგისტრაციის შესახებ;

ზ) სამოქალაქო რეესტრიდან  გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის მინჭების შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 18. სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირიუზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად ერთი წლით (12 თვე), 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე ;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მის სახელზე საცხოვრებელი ფართი არ ირიცხება;

ე) საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) უსახლკარობის და სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი ინფორმაცია ტერიტორიული ერთეულიდან და აქტი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც( პირადი ნომრის მითითებით).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 19. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციისას სამსახური ამზადებს დასკვნას. გარდა ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციის მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო გჯუფი).

5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.


მუხლი 20. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ამ წესის მე-12 მუხლით

გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.

4. სამუშაო ჯგუფის მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში.

5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.


მუხლი 21. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 22. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.


მუხლი 23. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. გარდა ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის დასკვნისა ან მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.


თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 24. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.

2. ამ წესით გათვალისწინებულ დახმარებაზე მოთხოვნა მოსარგებლე ბენეფიციარმა (ფიზიკურ და იურიდიულმა) პირებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ საბიუჯეტო წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.