გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016376
21
14/07/2017
ვებგვერდი, 19/07/2017
190040000.35.148.016376
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 14 ივლისი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 13  იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2017; 190040000.35.148.016354)  „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)   დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს.
 
2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 100 000-დან 150 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს;

ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირებს.

3. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 000-დან ზევით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს.

4. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოქმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

ე) 100 000-დან ზევით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებმა ან მათი ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი მონაცემების ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ბენეფიციარმა ან მისი ოჯახი სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი განცხადება/ანკეტა (ფორმა 1) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

5. ამ მუხლში აღნიშნულ ყველა დაავადების მკურნალობაზე ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 100 (ასი) ლარს.

6. ანგარიშწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშის ნომერზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი