გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016369
14
18/04/2017
ვებგვერდი, 21/04/2017
190040000.35.148.016369
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2017 წლის 18 აპრილი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2017; 190040000.35.148.016354) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მკვეთრად  და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD  Q80 ) და ჰიდროცეფალიით  დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება.“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) და ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი