გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016361
6
16/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
190040000.35.148.016361
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2017 წლის 16 თებერვალი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 13  იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2017; 190040000.35.148.016354) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე- 4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

 ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:  

„ე) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: 

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება- ანკეტა (ფორმა №1).“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“  ქვეპუნქტი:  

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება- ანკეტა (ფორმა №1).“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: 

„ზ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:   

„ზ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს   დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:  

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა№1).“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ“ ქვეპუნქტი.  

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: 

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

ნ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ“ ქვეპუნქტი:  

„ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:  

„დ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000 ჩათვლით) სარეიტინგო სოციალური ქულის მქონე (18-წლამდე ასაკის) პირი. ბენეფიციარის არასრულწლოვანების გამო დაფინანსებას მიიღებს მისი  ბიოლოგიური ოჯახის  სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი.“;

რ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბენეფიციარის ბიოლოგიური ოჯახის  სრულწლოვანი წევრის ან მეურვე/მზრუნველის საბანკო ანგარიში“;

ს) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბენეფიციარის  მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ“;

ტ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: 

„თ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

უ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17.  სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის დახმარება

1. ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ, ასევე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში; მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) ან მის შვილს (ნაშვილებს) შეუსრულდება 18 წლის ასაკი.

ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან 47000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0- დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან 65000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება  გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის  მინიჭების შესახებ;

ე) ბავშვის  (ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

ვ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1);

ზ) დახმარების მიმღების   საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“;

ფ) დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: 

„ზ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, განმცხადებელმა/ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).“;

ქ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამუშაო ჯგუფი, მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს განცხადების შემოსვლიდან არა-უგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.“

ღ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი