კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016300
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
16/12/2016
ვებგვერდი, 21/12/2016
190040000.35.149.016300
კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/12/2016 - 17/03/2017)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №28

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2015, 190040000.35.149.016269).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი



დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე  რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და  მედიკამენტოზური დახმარება
  1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
  2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, მათ შორის აფთიაქიდან;

ვ) უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან და აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
  2. ონკოლოგიურ ავადმყოფს, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1500 ლარისა.
  3. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა.
  4. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვიდან  ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხმარებლის გადასახდელი თანხა.
  5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 2. კეთილთვისებიანი  სიმსივნით დაავადებულთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი) მკურნალობის თანადაფინასება
  1. თანადაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ  დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა.
  2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 

ვ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვიდან  ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ  ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხარებლის გადასახდელი თანხა.

  1. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა, ამ შემთხვევისთვის ავადმყოფმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გარდა მითითებული ცნობისა, უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
  2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
  3. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები
  1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად მოთხოვნილი თანხის 70 % თანადფინსებით არაუმეტეს 500 ლარისა.
  2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

მუხლი 4. კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება
  1. თანადაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა.
  2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; 

ვ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხარებლის გადასხდელი თანხა.

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
  2. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსებას
  1. ოპერაციული მკურნალობისთვის (გარდა საკეისრო კვეთის) დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.
  2. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად მოთხოვნილი თანხის 50% თანადფინსებით არაუმეტეს 500 ლარისა.
  3. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლია;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; 

ვ) უარი საყოველთაო საყოველთაო ჯანდაცვიდან  ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

მუხლი 6. სამედიცინო (ამბოლატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი) მომსახურების თანადაფინასება
  1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი  (მათ შორის, ონკოლოგიური), რომელსაც ამოწურული აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი.
  2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი, არასულწლოვნი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

ვ) ცნობა რომელიც ადასტურებს ლიმიტის ამოწურვას.

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ  გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
  2. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, მაგარმ არუმეტეს 1000 ლარისა.
  3. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 7. კომპიუტერული ტომოგრაფიის,  ბირთვულ-მანიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის დაფინანსება
  1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მანიტურ-რეზონანსული (მრტ) გამოკვლევის, სცინტიგრაფიისათვის მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
  2. ბენეფიციარი,  რომელიც არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  რეგისტრირებული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-მდე ამ მუხლით დახმარებას მიიღებს 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
  3.   ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა       წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასულწლოვნი პირის    შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე)ანგარიშფაქტურა  სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.   

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

 


მუხლი 8. კორონაროგრაფია, სისხლძარღვების  სტენტირება და შუნტირება
  1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარი:
  2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა  სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) დაფინანსების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება საყოველთაო ჯანდაცვიდან  მიერ ჯამური ანაზღაურებადი თანხა და მომხმარებლის გადასახდელი თანხა.  

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების  მიერ  გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
  2.  დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 9. “C ” ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარების დახმარება.
  1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, რომელსაც  „C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები უფინანსდება სახელმწიფოს ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ თანადაფინანსება განისაზღვროს დაუფინანსებელი თანხის 50%-ით;
  2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის  პირადობის მოწმობის ასლი,ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშფაქტურა  სამედიცინო დაწესებულებიდან;

ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.


მუხლი 10. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
  1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინასებელი ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) ეპილეფსიის დაავადებით  დაავადებული პაციენტები;

ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;

გ) პარკინსონის დაავადებით დაავადებული პაციენტები;

დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარის ოდენობისა, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისათვის განკუთვნილ ნორმას.

  1. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის ოდენობისა. დასაფინანსებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას. განცხადება თანდართული დოკუმეტებით ბენეფიციარმა უნდა წამოადგინოს  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
  2. ონკოლოგიური ავადმყოფის სიმპტომური მკურნალობა (ოპერაციის, ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, სხივური თერაპიის და ვიროთერაპიის შემდგომი) დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარის ოდენობისა.
  3. სოციალურად დაუცველი პენსიონერი ბენეფიციარის რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 30 001-მდეა მედკამენტური დახმარება გაეწევა ერთჯერადად  არაუმეტეს 50 ლარის ოდენობისა.
  4. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის  შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ (განახლებული ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან;

ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს  სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;   

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

მუხლი 11. ცერებრალური დამბლით, რევმატოიდული ართრიტით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარება
  1. ცერებრალური დამბლით, რევმატოიდული ართრიტით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირებზე სოციალური  დახმარება გაიცემა ერთჯერადად 350 ლარის ოდენობით;
  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 12. თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტთა დახმარება
  1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით.
  2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) დახმარების მიმღების  საბანკო ანგარიში;

  1. ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) მონაწილეობს თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადების პროგრამაში.
  2. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 13. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
  1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო ინვალიდებს 300 ლარის ოდენობით.
  2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა,  მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შშმ პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა)  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე) დახმარების მიმღების  საბანკო ანგარიში, არასრულწლოვანის შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის, მეურვის პირადი საბანკო ანგარიში;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა;

  1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ინვალიდის ეტლით დახმარება
  1. ინვალიდის ეტლის შესაძენად ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან  ინვალიდებს ინვალიდის ეტლის საფასურის 50 %-ით თანადაფინასებით არაუმეტეს 200 ლარისა.
  2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა,  მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შშმ პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა)  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);

ე) შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა;

  1. ამ მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით წარმოდგელი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

მუხლი 15. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება
  1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები და შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი დახმარებას მიიღებს თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
  2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციაპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) გამცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

  1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
  2. ამ მუხლით ისარგებლებს 2016 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახიც.
  3. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით.

მუხლი 16. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
  1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი რეგიტრირებულია და ოჯახით ცხოვრობს  კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
  2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით.
  3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციაპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

ე) გამცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

  1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 17. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
  1. ამ მუხლით, 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით(გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა)  და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  არის დედ-მამით ობოლი;

ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახიდან;

გ) სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;

  1. ამ მუხლით ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
  2. სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი)  მასზე  სახელმწიფო დაფინანსების  არ არსებობის, სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

  1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით. 
  2. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს პირველობის გამარჯვებულ, ასევე ევროპისა და მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულ ან პრიზიორ სპორტსმენებს, რომლებმაც მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციიდან;

ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შემთხვევაში გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე, არასრულწლოვნის შემთხვევაში  ერთ-ერთი მშობლის პირად ანგარიშზე.


მუხლი 18. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადააადგილებული ოჯახებისთვის.
  1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას - სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ერთჯერადად, 2017 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.
  2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 50 ლარი.
  3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

  1. ოჯახების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, შიდა ქართლისა და სამცხეჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ მოწოდებული სიებით.

მუხლი 19. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
  1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
  2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციაპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) დახმარების მიმღების პირადი საბანკო ანგარიში;

  1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 20. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
  1. სოციალური დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
  2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმეტაციიის საფუძველზე, რომელსაც გასცემს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

მუხლი 21. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება.
  1. ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი.
  2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
  3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციაპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

  1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 22. ხანძრის შედაგად საცხოვრებელ სახლზე  მიყენბული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცილებლობა)
  1. ხანძრის შედაგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 2 000 ლარისა.
  2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციაპალიტეტის გამგებლის სახელზე ზიანის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საკუთრების ან და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა(არსებობის შემთხვევაში), ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით, ცნობა საკომლო წიგნიდან) საქართველოს ეროვნულ არქივიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან;

ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისგან.

  1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
  2. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზო ფასებით.
  3. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2016 წლის დეკემბრის თვეში ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.

მუხლი 23. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
  1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის  მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა  გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებული;

  1. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების  შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;

ე) გარდაცვლილის გარადაცვალების მოწმობის ასლი;

ვ) დამკრძალავისა და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.

  1. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
  2. ამ მუხლით ისარგებლებს 2016 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის დამკრძალავი.
  3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
  4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ინფორმაციის საფუძველზე, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება პიროვნებას ვინც ორგანიზება გაუწია დაკრძალვას.

თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 24. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
  1. კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური  დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში-სამსახური).
  2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
  3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში-სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ  მიმართავს განმცხადებელს დოკუმენტაციის  მოსაწესრიგებლად.

მუხლი 25. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
  1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
  2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
  3. სამუშაო ჯგუფის მდივანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, ასევე იგი პასუხისმგებელია  სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე.
  4. სამუშაო ჯგუფის თავჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
  5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.
  6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი იფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
  7. სამუშაო ჯგუფის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

მუხლი 26. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1.    სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2.    სამუშაო ჯგუფის მიერ  საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 27. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
  1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
  2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
  3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
  4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი.
  5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში  სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
  6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 28. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
  1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 29. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
  1. დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია იმ ჯგუფისთვის, რომელიც სახელმწიფიო პროგრამის მიხედვით, ითვლება  დახმარების მიმღებად გარდა ამ წესის 1-ლი, მე-2, მე-4, ,მე-6 ,მე-8   და   მე-9 მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა.
  2. დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან, გარდა ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა.
  3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება - მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.