დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016345 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2016; 190040000.35.149.016300) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის, მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა, ამ შემთხვევისთვის ავადმყოფმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში გარდა მითითებული ცნობისა, უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 101 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით (ცერებრო-სპინალური ფორმა), სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) დაავადებული პირთა დახმარება. 1. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო ცერებრალური ატაქსიით, (ცერებრო-სპინალური ფორმა), სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) და სისტემური დაავადებით დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 350 ლარის ოდენობით; 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.“; ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; რ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში; ე) გამცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“; ს) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის, მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში; ე) გამცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“; ტ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; უ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ფ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ქ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის, მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციიის საფუძველზე, რომელსაც გასცემს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო.“; ღ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე“; ყ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცილებლობა) 1. ხანძრის შედეგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 2 000 ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ზიანის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საკუთრების ან და კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანდერძი, ჩუქება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა(არსებობის შემთხვევაში), ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერი პირდაპირი მითითებით, ცნობა საკომლო წიგნიდან) საქართველოს ეროვნული არქივიდან; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან; ვ) ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისგან. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზო ფასებით. 5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2016 წლის დეკემბრის თვეში ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.“; შ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლის, მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა; ე) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) დამკრძალავისა და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; თ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია, დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.“; ჩ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის, 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური).“ ც) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის მდივანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, ასევე იგი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე. 4. სამუშაო ჯგუფის თავჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც. 6. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი იფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 7. სამუშაო ჯგუფის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.“; ძ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები