„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016348
47
08/12/2017
ვებგვერდი, 15/12/2017
190040000.35.149.016348
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №47

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2016; 190040000.35.149.016300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ცერებრალური დამბლით; ტეტრაპლეგიით; აუტიზმით; დაუნის სინდრომით; გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა - ქცევის პათოლოგიით; საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობით; სენსონევრალური (ნეიროსენსორული) ხასიათის მძიმე, მესამე ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითებით; გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსიით და ეპილეფსიური სინდრომებით; ფენილკეტონურიით; ცელიაკიით; ჰიდროცეფალიით; მიკროცეფალიით; სპინალური ამიოტროფიით; სპინო-ცერებრალური ატაქსიით; ცერებრო-სპინალური ფორმით; სპონდილოართრიტით;  ორმხრივი ნეოართროზით და  სისტემური დაავადებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები)  დაავადებული   პირთა დახმარება.

1. ცერებრალური დამბლით; ტეტრაპლეგიით; აუტიზმით; დაუნის სინდრომით; გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა - ქცევის პათოლოგიით; საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობით; სენსონევრალური (ნეიროსენსორული) ხასიათის მძიმე, მესამე ხარისხის სმენის ორმხრივი დაქვეითებით; გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსიით და ეპილეფსიური სინდრომებით; ფენილკეტონურიით; ცელიაკიით; ჰიდროცეფალიით; მიკროცეფალიით; სპინალური ამიოტროფიით; სპინო-ცერებრალური ატაქსიით; ცერებრო-სპინალური ფორმით; სპონდილოართრიტით;  ორმხრივი ნეოართროზით და  სისტემური დაავადებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები) დაავადებულ პირებზე სოციალური  დახმარება გაიცემა ერთჯერადად 350 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის  ბარათი (ან პირადობის მოწმობა);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე