,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016315
14
16/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
190040000.35.149.016315
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2017 წლის 16 ივნისი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2016; 190040000.35.149.016300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: 

„ვ) უარი ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი ბენეფიციარის ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს სტაციონარში ხანგრძლივად (ერთი თვეზე და მეტი) მყოფი ბენეფიციარის ოჯახის წევრი ან/და ნათესავი 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტაციონარში მყოფი ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ  პირად საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი