დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016311 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2016; 190040000.35.149.016300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. ცერებრალური დამბლით, რევმატოიდული ართრიტით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით და სპინალური ამიოტროფიით, სპინო ცერებლარული ატაქსია, ცერებრო სპინალური ფორმა, სპომბილო ართრიტი, ორმხრივი ნეოართროზი, რევმაიტოიდული პოლიართრიტით დაავადებულ პირთა დახმარება. 1. ცერებრალური დამბლით, რევმატოიდული ართრიტით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით და სპინალური ამიოტროფიით, სპინო ცერებლარული ატაქსია, ცერებრო სპინალური ფორმა, სპომბილო ართრიტი, ორმხრივი ნეოართროზი, რევმაიტოიდული პოლიართრიტით დაავადებულ პირებზე, სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 350 ლარის ოდენობით; 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებელი მოწმობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები