დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016262
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
04
03/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
190040000.35.169.016262
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2016 - 07/03/2016)

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2016 წლის 3 თებერვალი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების  2016  წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის  პროგრამა (დანართი 1) და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 2).
მუხლი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   (ფაქტობრივად მცხოვრები) მოქალაქეების  2016  წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის  პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.12.2015 წლის №53 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.01.62.56).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი



დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამა

თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1.   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   2016 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე  დახმარების და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2016  წლის განმავლობაში.

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა
 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.

 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას.

3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

4. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა.


მუხლი 3. პროგრამის მიზანი
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2.  სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.

 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა.

 4.  მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

 5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება.

 6. მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა.

7.  ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა.

 8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში.

 9. სოციალური დახმარების პროგრამაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის ოჯახის ინტერესების გათვალისწინება.

 10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება.

 11. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიების გატარება.

12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარება.

 


მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1.  სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;

 2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;

3.  სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;

 4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;

5. საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;

 6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

7.  ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.


თავი II
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამის პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

მუხლი 5. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამის პრიორიტეტები
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი.

 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი.

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი.

 6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი.

 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი.

8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

9.გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის ოჯახი.

10. უპატრონო მიცვალებული.

11.100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე.

12. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი და მონაწილე.

13. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე.

 


მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები
1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება.

2. ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება და თანადაფინანსება.

3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა.

4. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა.

5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა.

6. შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.


მუხლი 7. დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიება
დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიებაა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემა.

თავი III
სოციალური  დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 8. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამის    დაფინანსება
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების    პროგრამის  დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია  593 000  ლარი.

მუხლი 9. მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიებების   ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2  დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 10. სოციალური დახმარებისა  და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი თანხის  გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლისა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის ასლი;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ვ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი.

 

2. 18  წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  ბავშვთა ოჯახი

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის ასლი;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი.

 

3. 18 წლამდე   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი

ა) განცხადება;

ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ასლები;

ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ზ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

თ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი.

 

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

ა)  განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 

 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ვ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი.

6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა დედის (გარდა იმ მარტოხელა დედების, ვისაც ბავშვი  შეძენილი ჰყავს 2011 წლის 1 იანვრიდან) სტატუსის მინიჭების შესახებ ;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი.

 

7.   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის (რომელიც რეგისტრირებული იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) ოჯახი

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

8  ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და  ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

ა)   განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (ბინის მესაკუთრის, ყოველთვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში);

გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს);

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა (ოჯახის ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში);

ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან (ყოველთვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში);

ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ყოველღვიური ბინის ქირის დანიშვნის შემთხვევაში).

 

9.   გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის  ოჯახი

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ან მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (გარდაცვლილის ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, შვილიშვილი ან შვილთაშვილი).

 

 

10. უპატრონო მიცვალებული

ა) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა მიცვალებულის უპატრონობის შესახებ.

 

11.    100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 

12.    მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 

13. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


მუხლი 11. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი წამახალისებელი თანხის  ოდენობა
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეში. ( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.(ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლი  ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  – 300(სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე.

6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8  (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12  (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

8.  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი)  ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში.( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 2016 წლის I, II, XII თვეებში. ( ბუნებრივი აირით არსარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა 2016 წლის I, II, XII თვეს დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად).

10. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი  ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ჩარიცხვა მოხდეს  საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე.

11.   გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის  ოჯახი – 300 ლარი ერთჯერადად.

12.    უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი ერთჯერადად.

13.    100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.

14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი – 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად.

15. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე – 150 (ასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად.

16.    ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე – 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად.


მუხლი 12. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1.  უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

2. ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის  ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.

3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.


თავი IV
დასკვნითი დებულება

მუხლი 13. პროგრამების განხორციელების მექანიზმი
  1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

2.  სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის  მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში,  მოქალაქის მიერ გახსნილ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“  ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ანგარიშზე.

 4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

 5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.

6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000   (ას ორმოცდაათი ათასი ) და ნაკლებია.

7. 2015 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2016 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების    პროგრამის ბიუჯეტში.


მუხლი 14. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
 1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

 2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახური.


მუხლი 15. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2016  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 16. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  მეშვეობით.

მუხლი 17. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.

4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები.


მუხლი 18. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

2. უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;

3.   დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

4.   მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.



დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ფაქტობრივად მცხოვრები)  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

1

I.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

220 000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

II. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის დაკრძალვის ხარჯი

300

3 000

 

3

III.  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

370 000

 

 

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

8 ლარი ყოვეთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

5 000

პროგრამის შესაბამისად

 

ბ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

12 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

5000

პროგრამის შესაბამისად

 

გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი

8 ლარი ყოვეთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

20 000

პროგრამის შესაბამისად

 

დ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი

8 ლარი ყოვეთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

4 000

პროგრამის შესაბამისად

 

ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

8 ლარი ყოვეთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

7000

პროგრამის შესაბამისად

 

ვ) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

12 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

4 000

პროგრამის შესაბამისად

 

ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი

8 ლარი ყოვეთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

5 000

პროგრამის შესაბამისად

 

თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი

12 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

20 000

პროგრამის შესაბამისად

 

ი)  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

2014 წლის ვალდებულების გათვალისწინებით

300  ლარი     ერთჯერადად

100 000

პროგრამის შესაბამისად

 

კ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

1000 ლარი ერთჯერადად

13 000

პროგრამის შესაბამისად

 

ლ) უპატრონო მიცვალებული

300 ლარი ერთჯერადად

1200

პროგრამის შესაბამისად

 

მ) ამბულატორიულ – სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება)                                       (2015 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

 

75 000

პროგრამის შესაბამისად

 

ნ) ხანძრით, მიწისძვრით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

60 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის გარეშე)

43 000

პროგრამის შესაბამისად

 

ო) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

40 000

პროგრამის შესაბამისად

 

პ)  ხანდაზმული  მოქალაქე

300 ლარი ერთჯერადად

800

პროგრამის შესაბამისად

 

ჟ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი

150 ლარი ერთჯერადად

4 000

პროგრამის შესაბამისად

 

რ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვა (ტრანსპორტირების ხარჯი)

100 ლარი

ყოველთვიურად

8 000

პროგრამის შესაბამისად

 

ს) 2015 წლის ვალდებულება

 

15 000

 

სულ:

593 000