„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016273
14
04/04/2016
ვებგვერდი, 08/04/2016
190040000.35.169.016273
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2016 წლის 4 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების  2016  წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის  პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 09.02.2016, სარეგისტრაციო კოდი:  190040000.35.169.01.62.62) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული  დანართი  1  (,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამა“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი



დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამა

თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის ზოგადი  მიმოხილვა

მუხლი 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების  2016 წლის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე  დახმარებისა და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2016  წლის განმავლობაში.

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა
1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.

2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას.

3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

4. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო წამახალისებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა.


მუხლი 3. პროგრამის მიზანი
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.

 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;

4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

 5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება.

6. მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა.

 7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა.

8.  უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში.

9. სოციალური დახმარების პროგრამაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის ოჯახის ინტერესების გათვალისწინება.

10.  ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება.

11. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი ღონისძიების გატარება.

12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების დახმარება.


მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1.  სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა.

3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება.

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება.

5. საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება.

6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა.

7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.


თავი II
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამის პრიორიტეტები და სოციალური ღონიძიებები

მუხლი 5. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამის პრიორიტეტები
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა  (18 წლამდე)  ოჯახი.

3.  ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი.

4.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი.

5. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი.

6. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

7.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი.

8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

9. გარდაცვლილი  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის  ოჯახი.

10. უპატრონო მიცვალებული.

11. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე.

12.  მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი და მონაწილე.

13.  ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე.


მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები
1.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება.

2.  ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება და თანადაფინანსება.

3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა.

4. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა.

5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა და  ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველყოფა.

6. შრომითი მოვალეობის შესრულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.


მუხლი 7. დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიება
დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიებაა ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემა.

 


თავი III
სოციალური  დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 8. სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების   პროგრამის    დაფინანსება
სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 684 000 (ექვსას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი.

 


მუხლი 9. მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიებების   ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2  დადგენილებას თან ერთვის).

 


მუხლი 10. სოციალური დახმარებისა  და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის წამახალისებელი თანხის  გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია:
1.  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლისა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ვ) „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი;

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ  ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.

2.  18  წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  ბავშვთა ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რესგისტრაციის ნომერი.

თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და  თანდართული   სააბონენტო ნომრის მფლობელის   კავშირის შესახებ.

3.  18 წლამდე ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მეურვის ან მზრუნველის შემთხვევაში მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ასლები;

ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ზ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

თ) „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

ი) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და  თანდართული   სააბონენტო ნომრის მფლობელის   კავშირის შესახებ.

4. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;

გ)  ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი

ვ) „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და  თანდართული   სააბონენტო ნომრის მფლობელის   კავშირის შესახებ.

5.   მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა დედის (გარდა იმ მარტოხელა დედების ვისაც ბავშვი  შეძენილი ჰყავს 2011 წლის 1 იანვრიდან) სტატუსის მინიჭების შესახებ;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ზ) „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და  თანდართული   სააბონენტო ნომრის მფლობელის   კავშირის შესახებ.

6. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:

ა)  განცხადება;

ბ) მშობლების  ან მარტოხელა დედის შემთხვევაში დედის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ასლები;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის (რომელიც რეგისტრირებული იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ასლი;

გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

8. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და  ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:

ა)   განცხადება;

ბ) განმცხადებლისა და ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;

გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს);

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა (ოჯახის ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში);

ვ)   ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან;

ზ) ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

თ)  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის (ავარიულობის) შესახებ.

9. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის  ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის    ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ან მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (გარდაცვლილის ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, შვილიშვილი ან შვილთაშვილი).

10. უპატრონო მიცვალებული:

ა)  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა მიცვალებულის უპატრონობის შესახებ.

11. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ასლი;

გ)  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

12. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

13. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა №100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

14. სოციალური დახმარების მიმღები ქმედუუნარო და შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირის  შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მეურვეობის  ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


მუხლი 11. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი წამახალისებელი თანხის  ოდენობა
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8  (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

6.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12  (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

7.  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

8. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 20 (ოცი) ლარი ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველსაყოფად.

9. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი  ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  – ერთჯერადად 300(სამასი) ლარი   თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე.

10. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი  ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ჩარიცხვა მოხდეს  საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და წელიწადში ორჯერ  გადამოწმების საფუძველზე.

11. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის  ოჯახი – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.

12. უპატრონო მიცვალებული – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;

13. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;

14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად.

15. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე 150 (ასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად;

16. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად.


მუხლი 12. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

2.  ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის  ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.

3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.


თავი IV
დასკვნითი დებულება

მუხლი 13. პროგრამების განხორციელების მექანიზმი
1. სოციალური დახმარების გასაცემათ საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება, გამოიყოფა და გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად:

ა) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების  2016  წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის  პროგრამის მე-11 მუხლის 1-4 და 6-9 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად 8 და 12 ლარი 2016 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან;

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  2016  წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის  პროგრამის  მე-11 მუხლის 1-ლი – მე-4 და მე-6 – მე-9  პუნქტებით გათვალისწინებული 2016 წლის I, II, XII თვეებში დახარჯული ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულება თვეში 20 ლარი, 2016 წლის I და II თვეში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დაინიშნება და გაიცემა 2016 წლის 1 იანვრიდან, ხოლო III თვიდან წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე – 1 დეკემბრიდან;

გ) მე-11 მუხლის 10-ე პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის დღიდან.

2. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის თანხის მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში,  მოქალაქის მიერ გახსნილ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“  ან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ანგარიშზე.

4.  არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში თანხა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.

6. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.

8. 2015 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2016 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების    პროგრამის ბიუჯეტში.

9. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.


მუხლი 14. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.

2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახური.


მუხლი 15. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2016  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 16. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  მეშვეობით.

მუხლი 17. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.

4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები.


მუხლი 18. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა.

2. უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა.

3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.