„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016282
24
29/07/2016
ვებგვერდი, 02/08/2016
190040000.35.169.016282
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2016 წლის 29 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016  წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის  პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 09.02.2016, სარეგისტრაციო კოდი : 190040000.35.169.016262) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე- 6 მუხლი (სოციალური ღონისძიებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები:

1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;

2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება და თანადაფინანსება;

3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა; 

4. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;

5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა და  ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველყოფა;

6. შრომითი მოვალეობის შესრულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

7. ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.“.

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე- 10 მუხლის მე-14  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე-12 მუხლი (სოციალური ღონისძიებების დაფინანსება)  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება

1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის  ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.

3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.

4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის  მომსახურების დაფინანსება  მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 2-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.  დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი



დანართი
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

1

I.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

220 000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

II. გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის დაკრძალვის ხარჯი

300

3 000

 

3

III.  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

370 000

 

 

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

4 000

პროგრამის შესაბამისად

 

ბ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

12 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

5 100

პროგრამის შესაბამისად

 

გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

17 000

პროგრამის შესაბამისად

 

დ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

2 000

პროგრამის შესაბამისად

 

ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

5 000

პროგრამის შესაბამისად

 

ვ) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

12 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

2 500

პროგრამის შესაბამისად

 

ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

2 500

პროგრამის შესაბამისად

 

თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი

12 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

15 000

პროგრამის შესაბამისად

 

ი) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის ოჯახი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

1 000

პროგრამის შესაბამისად

 

კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

8 ლარი ყოველთვიურად

20 ლარი I,II,XII თვეში

1 000

პროგრამის შესაბამისად

 

ლ)  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

300  ლარი     ერთჯერადად

97 000

პროგრამის შესაბამისად

 

მ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

1000 ლარი ერთჯერადად

11 000

პროგრამის შესაბამისად

 

ნ) უპატრონო მიცვალებული

300 ლარი ერთჯერადად

1 200

პროგრამის შესაბამისად

 

ო) ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება) (2015 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

 

65 000

პროგრამის შესაბამისად

 

პ) ხანძრით, მიწისძვრით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

60 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის გარეშე)

14 000

პროგრამის შესაბამისად

 

ჟ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

80 000

პროგრამის შესაბამისად

 

რ)  ხანდაზმული  მოქალაქე

300 ლარი ერთჯერადად

300

პროგრამის შესაბამისად

 

ს)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი

250 ლარი ერთჯერადად

3 500

პროგრამის შესაბამისად

 

ტ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვა (ტრანსპორტირების ხარჯი)

100 ლარი

ყოველთვიურად

6 000

პროგრამის შესაბამისად

 

უ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი

200 ლარი ერთჯერადად ოთხ ბავშვზე და 50 ლარი ყოველ მომდევნო ბავშვზე

10 000

პროგრამის შესაბამისად

 

ფ) 2015 წლის ვალდებულება

 

900

 

 

ქ) სუბსიდია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 16 სოფელში.

 

26 000

ხელშეკრულების საფუძველზე

სულ:

593 000