დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016286 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობის სამმართველოს 15.08.2016 წლის №29753 სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 09.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016262) დამტკიცებულ დანართ 1-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამა“ ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები