„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
11/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
470230000.10.003.019066
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2016 - 11/02/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2016 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2016 წლის სახელმწიფო პროგრამა. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და  ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) დაბა ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

გ) დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

დ) პროგრამის ადმინისტრირება;

ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

ვ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს: 

ვ.ა) სამშენებლო სამუშაოების  განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

ვ.ბ)  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის შესყიდვა;

ზ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

თ) ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათავო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება).

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტის 6.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“  ანგარიშზე მიმართვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება.

4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.

5.  შპს  „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკისა და დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება

1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის განმახორციელებელია  სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 16 963.8  ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

5 500.0

2

დაბა-ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

2 069.2

3

დაბა-ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

1 231.2

4

პროგრამის ადმინისტრირება

45.0

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

6

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს: 

1 965.5

 

6.1  სამშენებლო სამუშაოების  განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

965.5

6.2  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის შესყიდვა

1 000.0

7

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

876.1

8

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათავო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება)

276.8

 

სულ

16 963.8.

 


12. 04/11/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 519 - ვებგვერდი, 08/11/2022 11. 23/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 573 - ვებგვერდი, 26/12/2016 10. 17/11/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 514 - ვებგვერდი, 21/11/2016 9. 30/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 456 - ვებგვერდი, 04/10/2016 8. 04/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 382 - ვებგვერდი, 05/08/2016 7. 23/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 280 - ვებგვერდი, 27/06/2016 6. 09/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 256 - ვებგვერდი, 13/06/2016 5. 27/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 233 - ვებგვერდი, 31/05/2016 4. 11/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 205 - ვებგვერდი, 13/05/2016 3. 15/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 172 - ვებგვერდი, 19/04/2016 2. 21/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 129 - ვებგვერდი, 23/03/2016 1. 11/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 77 - ვებგვერდი, 15/02/2016