დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.019298 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016, 470230000.10.003.019066) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაბა ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს: ბ.ა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; ბ.ბ) სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს: გ.ა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; გ.ბ) სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის: ზ.ა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; ზ.ბ) სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მაღალი გამავლობის ავტომანქანების რეანომობილად გადაკეთების მომსახურებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა;“; ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ქ. ზუგდიდში სკრინინგცენტრის: ნ.ა) მშენებლობის საპროექტო/საექსპერტო მომსახურების შესყიდვა; ნ.ბ) სამშენებლო სამუშაოების, სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა;“; ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY): ო.ა) მშენებლობის საპროექტო მომსახურების შესყიდვა; ო.ბ) სამშენებლო სამუშაოების, სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ.ბ“, „გ.ბ“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ზ.ბ“, „კ“, „ლ“ და „ნ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-2 მუხლის „ბ.ა“, „გ.ა“ და „ო.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის „ზ.ა“, „ი.ბ“, „მ“, „ნ.ბ“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 22 974.7 ათასი ლარით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები