„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019580
514
17/11/2016
ვებგვერდი, 21/11/2016
470230000.10.003.019580
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №514

2016 წლის 17 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის       მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016, 470230000.10.003.019066) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის:

1.   მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:   

„რ) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები.“.

2.  მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-5 პუნქტითა და მე-6 პუნქტის 6.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშზე მიმართვა და მე-17 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ ანგარიშზე მიმართვა;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ და შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფომ“ უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.“.

3.  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს  28 879.7 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის:

5 700.0

1.1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

5 500.0

1.2. გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

200.0

2

დაბა ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს:

2 814.2

2.1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

2 198.5

2.2. სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა

615.7

3

დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს:

1 871.2

3.1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

1 362.0

3.2. საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა

104.2

3.3. სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვა

405.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

11 379.0

 

5.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

11 000.0

5.2. საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა

9.0

5.3. გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

370.0

6

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს: 

1 915.5

 

6.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

965.5

6.2.  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შესყიდვა

800.0

6.3.  გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

150.0

7

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის:

1 626.1

7.1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

957.1

7.2. სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა

669.0

8

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათაო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება)

276.8

9

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

971.2

9.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

429.3

9.2. ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესყიდვა

541.9

10

სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის სატვირთო (დახურული ტიპის) მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის შეძენა

26.0

11

მაღალი გამავლობის ავტომანქანების რეანომობილად გადაკეთებისა და მათი აღჭურვისათვის საჭირო აპარატურის შესყიდვა

71.0

12

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

65.7

13

ქ. ზუგდიდში სკრინინგცენტრის:

630.0

 

13.1. მშენებლობის საპროექტო/საექსპერტო მომსახურების შესყიდვა

30.0

13.2. სამედიცინო აპარატურისა და  ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა

139.0

13.3. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

461.0

14

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY):

1 100.0

 

14.1. მშენებლობის საპროექტო მომსახურების შესყიდვა

20.0

14.2. სამშენებლო სამუშაოების, სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე  საოფისე ავეჯის შესყიდვა და გარე კომუნიკაციების მოწყობა

1 080.0

15

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები

20.0

16

ა(ა)იპ − ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საპროექტო მომსახურების შესყიდვა

 

315.0

17

შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები

50.0

 

 

 

სულ

 

 

28 879.7

                                                                                                            .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი