„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019141
77
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
470230000.10.003.019141
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016, 470230000.10.003.019066) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის:

  1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“-„მ“ ქვეპუნქტები:

„ი) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა;

კ) სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის სატვირთო (დახურული ტიპის)  მცირე ტვირთამწეობის  ავტომანქანის შეძენა;

ლ) მაღალი გამავლობის ავტომანქანის რეანომობილად გადაკეთებისა და მისი აღჭურვისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვა;

მ) შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა.“.

  2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ვ.ბ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 2. პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 17 499.4  ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

5 500.0

2

დაბა ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

2 069.2

3

დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

1 231.2

4

პროგრამის ადმინისტრირება

45.0

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

6

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს: 

1 965.5

 

6.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

965.5

6.2.  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის შესყიდვა

1 000.0

7

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

876.1

8

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათაო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა (თანადაფინანსება)

276.8

9

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

428.9

10

სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის სატვირთო (დახურული ტიპის) მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის შეძენა

26.0

11

მაღალი გამავლობის ავტომანქანის რეანომობილად გადაკეთებისა და მისი აღჭურვისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვა

15.0

12

შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

65.7

 

სულ

17 499.4.“.

              

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი