2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.019047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
660
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
470020000.10.003.019047
2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2015 - 21/03/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №660

2015 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“.   
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებულ ღონისძიებათა ფარგლებში, ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე (ხოლო შესყიდული საქონლის მარაგის არარსებობის შემთხვევაში - საქონლის მიწოდებამდე), ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები გაგრძელდეს „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილების (შემდგომში - №308 დადგენილება) შესაბამისად.

 

მუხლი 3
1. №308  დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №308 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. 

2. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში,  მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2015 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;

ბ) 2014 და 2015 წლების განმავლობაში დამდგარი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2015 წელს ან მიღებულ იქნება 2016 წელს, ანაზღაურდეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

მუხლი 4
1. პროგრამების განმახორციელებელმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, დაიწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები ან/და უზრუნველყონ თანდართული პროგრამების (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების) მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ამასთან:

ა) განმახორციელებლებს მიეცეთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;

ბ) 2016 წლის პირველი იანვრიდან, 2015 წელს დადებული ხელშეკრულებების (ასევე, წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების, რომლებიც მოქმედებდნენ  2015 წლის დეკემბერში) გათვალისწინებით, განახორციელონ ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან,  ამასთან:

ბ.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას, მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2015 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას - დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2015 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2015 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;

გ) შენარჩუნებულ იქნეს სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.  

მუხლი 5
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს უფლება, მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული საქონელი (საწვავი, ტესტსისტემები, რეაგენტები და სხვა სახარჯი მასალები) გამოიყენოს ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში.   
მუხლი 6
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2016 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. 

  

მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის  1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
15. 29/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 603 - ვებგვერდი, 29/12/2016 14. 26/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 586 - ვებგვერდი, 28/12/2016 13. 23/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 579 - ვებგვერდი, 26/12/2016 12. 29/11/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 526 - ვებგვერდი, 01/12/2016 11. 17/11/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 519 - ვებგვერდი, 21/11/2016 10. 29/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 455 - ვებგვერდი, 04/10/2016 9. 01/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 426 - ვებგვერდი, 02/09/2016 8. 18/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 408 - ვებგვერდი, 19/08/2016 7. 28/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 350 - ვებგვერდი, 29/07/2016 6. 09/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 254 - ვებგვერდი, 13/06/2016 5. 16/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 216 - ვებგვერდი, 17/05/2016 4. 11/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 210 - ვებგვერდი, 13/05/2016 3. 11/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 209 - ვებგვერდი, 13/05/2016 2. 28/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 142 - ვებგვერდი, 29/03/2016 1. 21/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 130 - ვებგვერდი, 23/03/2016