2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.019319
254
09/06/2016
ვებგვერდი, 13/06/2016
470020000.10.003.019319
2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2016 წლის 9 ივნისი

   ქ. თბილისი

 

2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 470020000.10.003.019047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. 9 დანართის  (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

ა)  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება 2016 წლის პირველ ივნისამდე ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, ხოლო 2016 წლის პირველი ივნისიდან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, ასევე „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

) მე-6 მუხლის:

.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“;

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 8.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,156.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

  №

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

  1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2,700.0

  2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

2,474.7

  3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

  4

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა

447.5

  5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

  6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

94.5

  7

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა

226.0

 7.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

34.0

 7.2

სამკურნალო საშუალებათა (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირებას, შენახვას და გაცემას (სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

36.0

 7.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

156.0

სულ:

7,156.0.“.

                                                                                               

2. 12 დანართის  (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,302.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტი

ღონისძიება

ბიუჯეტი
(ათასი ლარი)

1.ამბულატორიული მომსახურება

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება

   2,865.3

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

   70.1

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

   151.0

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია

   662.3

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

   232.2

 

2. სტაციონარული მომსახურება

ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება

   10,781.6

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

   540.0

 

 

სულ

15,302.5.“.

                                                                                       

 

3.  14 დანართის  (ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება):

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, გარდა შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუ­ბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტე­ბის ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებებისა.“;

) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.

2. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება 2016 წლის პირველ მაისამდე ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად წლიური ასანაზღაურებელი თანხის (1 274 000 ლარი) არაუმეტეს 1/12-ისა, ხოლო 2016 წლის პირველი მაისიდან ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად 2016 წლის პირველი მაისიდან განსაზღვრული ბიუჯეტის არა უმეტეს 1/7-ისა.“;

) მე-5 და მე-6 მუხლებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად.“;

) მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,697.5 ათასი ლარით, მათ შორის,  2016 წლის პირველი მაისიდან - 1,166.7 ლარი.

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა – გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.“.

4. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები გავრცელდეს 2016 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი