დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრი №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 526 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470020000.10.003.019592 |
|
„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2015, 470020000.10.003.019047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,784.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 2. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,987.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 3. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,646.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 4. №4 დანართის (უსაფრთხო სისხლი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,638.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 5. №7 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,073.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 6. №8 დანართის (აივ ინფექცია/შიდსის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,246.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 7. №9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,461.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 8. №11 დანართის (ჯანმრთელობის ხელშეწყობა) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროგრამის ბიუჯეტი: პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 365.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 9. №13 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9,151.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 10. №18 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი: „ბ.დ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის უზრუნველყოფა/შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით.“; გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით, „ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტითა და „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით, „ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტითა და „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“; ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 31,575.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“; ვ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან წარადგენს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.“; ზ) დანართი 18.2 (სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 18.2 სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით
.“. 11. №20 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26,034.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 25,699.0 ათასი ლარით; ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების კომპონენტი – 310.0 ათასი ლარით; გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით; დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა – 20.0 ათასი ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები