„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.019274
209
11/05/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
470020000.10.003.019274
„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №209

2016 წლის 11 მაისი

   ქ. თბილისი

 

„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015,  470020000.10.003.019047)  შეტანილ  იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროგრამაში რეგისტრირებული მიმწოდებლის ისეთი რეორგანიზაციისას, როდესაც ადგილი აქვს მისი სამართალმემკვიდრის არსებობას ან მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვისას, ასევე სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ინფრასტრუქტურის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისას (ან/და პირიქით გათვალისწინებული შემთხვევები), თუკი გადაცემის პირობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სამედიცინო მომსახურების ჩამნაცვლებელ მიმწოდებელზე გადადის რეორგანიზებული მიმწოდებლის/გამყიდველის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული ყველა უფლება და ვალდებულება.“.

2. 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე,  ხელშეკრულების შესრულებისათვის ან ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა დადგენილებით დამტკიცებული „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

3. №16 დანართის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა):

ა)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები - ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში, ქ. ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,  ქ. ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და  ქ. გორსა და გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ინკურაბელური პაციენტები, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს ესაჭიროებათ სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა:

ა.ა) მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი;

ა.ბ) ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი;

ა.გ) არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესირე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში;“;

ბ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა, რომელიც მოიცავს ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში, ქ. ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,  ქ. ოზურგეთსა  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ქ. გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას პალიატიური მობილური გუნდის (ექიმი/ექთანი) მიერ („ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ  ბრძანების შესაბამისად);“.

4. №18 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება)  დანართი  18.2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი  18.2

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა

ტერიტორიული ერთეულების მიხედვით

ტერიტორიული ერთეულის დასახელება

ბრიგადების რაოდენობა

აბაშის  მუნიციპალიტეტი

3

ადიგენის  მუნიციპალიტეტი

2

ქალაქ  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი  და ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი

3

ასპინძის  მუნიციპალიტეტი

2

ახალგორი  (მცხეთის  მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი)

2

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტი

2

ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტი  და  ახალციხის მუნიციპალიტეტი

3

ახმეტის  მუნიციპალიტეტი

4

ქალაქ  ბათუმის  მუნიციპალიტეტი/ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

13

ბაღდათის  მუნიციპალიტეტი

2

ბოლნისის  მუნიციპალიტეტი

3

ბორჯომის  მუნიციპალიტეტი

4

გარდაბნის  მუნიციპალიტეტი

5

ქალაქ  გორის  მუნიციპალიტეტი  და  გორის მუნიციპალიტეტი  (მათ შორის,  ტყვიავი)

8

გურჯაანის  მუნიციპალიტეტი

3

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტი

3

დმანისის  მუნიციპალიტეტი

2

დუშეთის  მუნიციპალიტეტი  (მათ შორის,  ფასანაური)

3

ვანის  მუნიციპალიტეტი

2

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტი

3

ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტი  და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

6

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტი

4

ქალაქ  თელავის  მუნიციპალიტეტი  და  თელავის მუნიციპალიტეტი

5

თერჯოლის  მუნიციპალიტეტი

2

თიანეთის  მუნიციპალიტეტი

3

კასპის  მუნიციპალიტეტი

3

კოდა  (თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტი,  სოფელი კოდა)

1

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტი

2

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტი

3

ლენტეხის  მუნიციპალიტეტი

3

მარნეულის  მუნიციპალიტეტი

5

მარტვილის  მუნიციპალიტეტი

3

ქალაქ  მესტიის მუნიციპალიტეტი  და  მესტიის მუნიციპალიტეტი

2

ქალაქ  მცხეთის  მუნიციპალიტეტი  და  მცხეთის მუნიციპალიტეტი

3

ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტი

2

ქალაქ  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტი  და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

4

ონის  მუნიციპალიტეტი

2

ქალაქ  რუსთავის  მუნიციპალიტეტი

6

საგარეჯოს  მუნიციპალიტეტი

4

სამტრედიის  მუნიციპალიტეტი

3

საჩხერის  მუნიციპალიტეტი

4

სენაკის  მუნიციპალიტეტი

3

სიღნაღის  მუნიციპალიტეტი

3

ტყიბულის  მუნიციპალიტეტი

3

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტი

5

ქარელის  მუნიციპალიტეტი

2

ქედის  მუნიციპალიტეტი

2

ქობულეთის  მუნიციპალიტეტი

4

ქალაქ  ქუთაისის  მუნიციპალიტეტი

9

ქურთა  (მცხეთის  მუნიციპალიტეტი,  სოფელი  წეროვანი)

1

ყაზბეგის  მუნიციპალიტეტი

2

ყვარლის  მუნიციპალიტეტი

3

შუახევის  მუნიციპალიტეტი

2

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტი

3

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტი

2

ცაგერის  მუნიციპალიტეტი

3

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტი  (მათ შორის,  ჯვარი)

4

წალკის  მუნიციპალიტეტი

3

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტი

3

ჭიათურის  მუნიციპალიტეტი

5

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტი

3

ხაშურის  მუნიციპალიტეტი

3

ხობის  მუნიციპალიტეტი

2

ხონის  მუნიციპალიტეტი

2

ხულოს  მუნიციპალიტეტი

3.“.

 

5. №19 დანართის (სოფლის ექიმი) დანართები: 19.2, 19.3, 19.4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი  19.2

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი

მუნიციპალიტეტი

მომსახურების მიმწოდებელი

1

ქედა

განმახორციელებლის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმი/ექთანი

2

ქობულეთი

3

შუახევი

4

ხულო

5

ხელვაჩაური

6

ლანჩხუთი

7

ოზურგეთი

8

ჩოხატაური

9

ბაღდათი

10

ვანი

11

ზესტაფონი

12

თერჯოლა

13

სამტრედია

14

ტყიბული

15

წყალტუბო

16

ჭიათურა

17

ხარაგაული

18

ხონი

19

ახმეტა

20

გურჯაანი

21

დედოფლისწყარო

22

თელავი

23

ლაგოდეხი

24

საგარეჯო

25

სიღნაღი

26

ყვარელი

27

დუშეთი

28

მცხეთა

29

ამბროლაური

30

ლენტეხი

31

ონი

32

ცაგერი

33

აბაშა

34

ზუგდიდი

35

მარტვილი

36

მესტია

37

სენაკი

38

ჩხოროწყუ

39

წალენჯიხა

40

ხობი

41

ადიგენი

42

ასპინძა

43

ახალქალაქი

44

ახალციხე

45

ბორჯომი

46

ნინოწმინდა

47

ბოლნისი

48

გარდაბანი

49

დმანისი

50

თეთრიწყარო

51

მარნეული

52

წალკა

53

გორი

განმახორციელებლის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმი/ექთანი, გარდა დანართი 19.3-ით განსაზღვრულისა

54

კასპი

55

ქარელი

56

ხაშური

57

საჩხერე

ს/ს  „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“

58

ყაზბეგი

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“.

59

თიანეთი

 

დანართი  19.3

„პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი შიდა ქართლის

ზოგიერთი სოფლისთვის

მუნიციპალიტეტი

ტერიტორიული ორგანო

სოფელი

მომსახურების მიმწოდებელი

1

გორი

ტყვიავი

ფლავი

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“.

ფლავისმანი

2

გორი

ახალუბანი

ახრისი

ციცაგიანთ კარი

ჯარიაშენი

3

გორი

ახალუბანი

ქვეში

ქვემო არცევი

4

გორი

ახალუბანი

ახალუბანი

მუმლაანთ კარი

აძვი

მეჯვრისხევი

მეჯვრისხევი

ფაბრიკის დასახლება

5

გორი

დიცი

დიცი

6

გორი

დიცი

ქორდი

არბო

7

გორი

შავშვები

შავშვები

ქვემო შავშვები

ნაწრეტი

წითელუბანი

8

გორი

შავშვები

ნადარბაზევი

ხურვალეთი

9

გორი

ტირძნისი

ტირძნისი

მეღვრეკისი

ერგნეთი

თერგვისი

ბროწლეთი

10

გორი

მერეთი

მერეთი

კარბი

ქერე

კოშკა

გუგუტიანთ კარი

ზარდიაანთ კარი

11

გორი

კარალეთი

კარალეთი

დიდი გარეჯვარი

პატარა გარეჯვარი

სათბურის დასახლება

12

გორი

ზეღდულეთი

ბერშუეთი

კირბალი

ზემო სობისი

13

გორი

შინდისი

ქვემო ხვითი

14

კასპი

კოდისწყარო

კოდისწყარო

სარიბარი

ყარაფილა

ზადიაანთკარი

ზემო რენე

ქვემო რენე

ნიგოზა

ჩობალაური

15

კასპი

ლამისყანა

ლამისყანა

თვაური

ხვითი

16

კასპი

ქვემო ჭალა

ქვემო ჭალა

გორაკა

საკორინთლო

პანტიანი

გამდლისწყარო

ვაკე

ახალშენი

17

ქარელი

ბრეძა

ბრეძა

აბანო

ჭვრინისი

საციხური

კოდა

ატოცი

გულიკაანთ უბანი

18

ქარელი

ავლევი

კნოლევი

ავლევი

ცერონისი

19

ქარელი

დვანი

დვანი

ტახტიძირი

20

ქარელი

დირბი

დირბი

21

ქარელი

ფცა

ფცა

თამარაშენი

ღოღეთი

22

ხაშური

წაღვლი

წაღვლი

ქვემო ბროლოსანი

ზემო ბროლოსანი

ჩორჩანა

კლდისწყარო

წეღვერი

ტიტვინის წყარო

ყობი

დანართი 19.4

სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ზემო  აფხაზეთის  საავადმყოფო

17 674

2

გალის  ცენტრალური  რაიონული  საავადმყოფო

6 358

3

საბერიოს  საექიმო  ამბულატორია

12 047

4

ოტობაიას  საექიმო  ამბულატორია

4 332

5

ნაბაკევის  საექიმო  ამბულატორია

2 599

6

მზიურის  საექიმო  ამბულატორია

2 599

7

ოქუმის  საექიმო  ამბულატორია

4 332

8

ზემო  ბარდების  საექიმო  ამბულატორია

2 599

9

ქვემო  ბარდების  ამბულატორია

867

10

რეფის  საექიმო  ამბულატორია

760

11

შპს  „აფხაზეთიდან  იძულებით  გადაადგილებულ პირთა  ზუგდიდის  პოლიკლინიკა“

15 518

12

შპს  „აფხაზეთიდან  იძულებით  გადაადგილებულ პირთა  ჯვარის  ამბულატორია“

5 000

13

შპს  „ქ. ჯვარის  პოლიკლინიკა“

5 272

14

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(წალკის  მუნიციპალიტეტი)

6 014

15

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(ყაზბეგის  მუნიციპალიტეტი)

21 490

16

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“  

(თიანეთის მუნიციპალიტეტი)

25 245

17

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(დაბა  ბაკურიანი)

3 500

18

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(ქალაქ  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი  და ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი)

16 200

19

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(ონის მუნიციპალიტეტი)

11000

20

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(ცაგერის  მუნიციპალიტეტი)

16 500

21

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“  

(ლენტეხის  მუნიციპალიტეტი)

12 500

 

22

შპს  „რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი“

(ქალაქ  მესტიის  მუნიციპალიტეტი  და  მესტიის მუნიციპალიტეტი)  (2016  წლის  19  აპრილამდე)

9 632

შპს  „მესტიის  საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“  (2016  წლის  19  აპრილიდან)

9 632

23

შპს  „შატილის  საექიმო  ამბულატორია“

2 000

24

შპს  „ბარისახოს  ამბულატორია“

2 500

25

შპს  „ერედვის  ამბულატორია“

8 470

26

შპს  „ქარელის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ავნების ამბულატორია“

3 582

27

შპს  „ქსუისის  ამბულატორია“

8 160

28

შპს  „ქურთის  საავადმყოფო“

35 976

29

შპს  „ახალგორის  რაიონული  პოლიკლინიკა“

8 320

30

შპს  „ახალგორის  რაიონული  საავადმყოფო“

5 000

31

შპს  „ლარგვისის  საექიმო  ამბულატორია“

1 271

32

შპს  „ნიქოზის  ამბულატორია“

8 170

33

შპს  „წინაგრის  საექიმო  ამბულატორია“

1 733

34

შპს  „ტყვიავის  საავადმყოფო“

4 980

35

შპს  „ჭუბერი-უშგულის  სპეციალიზებული ამბულატორიული  მომსახურება“

14 504.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი